ავტორი:

შექმენი კედელი შენი ფანტაზიით - თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

შექმენი კედელი შენი ფანტაზიით - თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

დეკორაციის მცირედით ცვლილებამ შეიძლება ინტერიერის საერთო კონცეფციაზე დიდი ზეგავლენა იქონიოს. მაგალითად, სადაც, ნათელ ფერებში გადაწყვეტილ ოთახში ერთი კედლის ფერადი ან ფოტოშპალერით გაფორმება ინტერიერს სრულად გარდაქმნის.

კედლის დიზაინი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. დღეს, ძველი სტილი უკან ბრუნდება და ბევრ თანამედროვე დიზაინის მქონე სახლში ნახავთ მაგალითად, ყვავილების პრინტით თუ ორნამენტებით გაფორმებულ შპალერს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შპალერის და ზოგადად, კედლის დიზაინი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. დღეს შესაძლებელია სხვადასხვა სტილის, ტექსტურისა და ვიზუალის შპალერისა და საღებავის გამოყენება. გარდა ამისა, შეგვიძლია, დიზაინი თავად შევქმნათ ან ავირჩიოთ და ისე შევუკვეთოთ მწარმოებელ კომპანიას.

როგორც აღვნიშნეთ, კედლის დიზაინის ათასობით განსხვავებული იდეა, სტილი და კონცეფცია არსებობს, თუმცა ჩვენ ფოტოშპალერზე შევჩერდებით, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბევრ თანამედროვე სახლში ან ოფისში იხილავთ ერთ კედელზე გაკრულ ფოტოშპალერს, რომელიც თემატურად ბუნებას, რომელიმე ცნობილი მხატვრის ნამუშევარს, გეომეტრიულ ფიგურებს, რომელიმე ქალაქის ცნობილ ქუჩას ან ხედსა თუ სხვა რამეს ასახავს.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მაგალითად, ვან გოგის ნუშის ყვავილობა, რომელიც სახლსა თუ ოფისში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ბევრ სახლში ვან გოგის ამ უკვდავ ნამუშევარს კანვასის სახითაც იხილავთ, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბლელობას სძენს.

ბუნების სურათები მართლაც ძალიან პოპულარულია. მაგალითად, ამ ოთახში ულამაზეს პეიზაჟს სიხალისე შეაქვს.

ბევრ ჩვენგანს კი სისადავე ურჩევნია და მინიმალისტურ დიზაინს არჩევს. მაგალითად, ასეთს:

გარდა მისაღები ოთახისა, ფოტოშპალერს საძინებელში, სამზარეულოსა და აბაზანაშიც იყენებენ. აქაც, ყველაზე პოპულარულია ბუნების პრინტი:

ფოტოშპალერი შესანიშნავი ინსტრუმენტია ბავშვის ოთახის თემატურად მოსაწყობად. მაგალითად, თუ თქვენს პატარას „დისნეის“ პრინცესები უყვარს, შეგვიძლია, ფოტოშპალერი ამ თემატიკაზე შევარჩიოთ, რაც ოთახს სიხალისეს და კრეატიულ იერს შესძენს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფოტოშპალერის შერჩევისას?

აუცილებელია, ფოტოშპალერის დიზაინი ოთახის კონცეფციაში იჯდეს და საერთო სტილიდან ამოვარდნილი არ იყოს. ასევე, ავეჯით გადატვირთულ და მუქ ფერებში გადაწყვეტილ ოთახს უფრო სადა ფოტოშპალერი უნდა შევურჩიოთ, მინიმალისტურად გადაწყვეტილს კი ფერადი და გადატვირთულიც შეიძლება მოუხდეს. საბოლოოდ, ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ფოტოშპალერის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ხარისხსა და შემადგენლობას. სასურველია, მასალა, რომლითაც ფოტოშპალერია დამზადებული ეკომეგობრული და ნატურალური იყოს. სხვადასხვა ქიმიური დანამატის შემცველმა მასალებმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

სტამბა „პრინტარეაში“ აღნიშნავენ, რომ სასურველია, ფოტოშპალერი სველი წესითაც იწმინდებოდეს, რაც დამატებით კომფორტს შეგვიქმნის.

ფოტოშპალერის ბეჭდვის პროცესი სტამბა „პრინტარეაში“

ეკომეგობრული და ნატურალური მასალებით დაბეჭდილი ფოტოშპალერი შეგვიძლია როგორც მისაღებ, ისე საძინებელ და სხვა ოთახებშიც გამოვიყენოთ. მისი სველი წესით წმენდის შესაძლებლობა განსაკუთრებით სასურველია მაგალითად, თუ ფოტოშპალერს სამზარეულოში ვიყენებთ.

სტამბა „პრინტარეაში“ აღნიშნავენ, რომ რაც მთავარია, საქართველოში უკვე ნებისმიერი დიზაინისა და ზომის ფოტოშპალერის ბეჭდვაა შესაძლებელი, რაც მთავარია, ნატურალური მასალებისგან.

გადაამოწმე, ჯეკპოტი ხომ არ მოიგე! - "5/35 -ოქროს ბურთში" 269 936 ლარი გათამაშდა

"ჯეო ჰოსპიტალსი“ სახელმწიფოს საგარეჯოსა და სამტრედიაში 125 დამატებითი საწოლფონდით დაეხმარება

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს