ავტორი:

"აუუ, რამდენი ვართ" - თაკო ჩარკვიანის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"აუუ, რამდენი ვართ" - თაკო ჩარკვიანის მიმართვა აქციის მონაწილეებს

ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, ტროლები “ფეისბუქში“ რომ მწერენ ხოლმე: - "აუ, რამდენი ვართ“ - ბევრნი ვართ, ბევრნი, - ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პარტია “კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ხალხის ხმა რუსმა ფეოდალმა წაიღო და თითოეული მოქალაქე ქუჩაში ხმის დასაცავად გამოვიდა.

“ბევრი ვერ მოვიდა. ბევრი ფინანსების გამოც ვერ მოვიდა. ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. ამ კაცმა წაიღო ყველაფერი. იყიდა და ჯიბეში ჩაიდო მთელი საქართველო - არ გავატანოთ, არა! კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით - ისეთით როგორიც ჩვენს მეფეებს, მთავარსარდლებს, რიგითებს სჩვევიათ, სწორად დასახული ერთობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება! არავის ეგონოს, რომ აქცია ორთქლს გამოუშვებს და მერე დავიშლებით. მინდა ვუთხრა თავხედ რუს ფეოდალს, ოლიგარქს, რომ მისი დრო დასრულებულია!“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ისეთი რეფორმა იქნება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს" - ელისაშვილი

ლევან იოსელიანის თქმით, როგორც კი დათბება პარლამენტში სკუტერით ივლის - "ხშირად მეტროთი დავდივარ"