პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და პროფესიონალიზმით აღკვეთეს დესტრუქციული ქმედებები, ისინი გმირები არიან" - მდინარაძე
"მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და პროფესიონალიზმით აღკვეთეს დესტრუქციული ქმედებები, ისინი გმირები არიან" - მდინარაძე

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მდი­ნა­რა­ძემ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რომ­ლე­ბიც მარ­თლწეს­რიგს იცა­ვენ და რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, მოთ­მი­ნე­ბით და მაქ­სი­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვით აღ­კვე­თეს.

კარ­გად გეს­მით ალ­ბათ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია, მით უმე­ტეს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ყო­ველ­გვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვის გა­რე­შე, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე ესა­უბ­რე­ბი­ან, პრაქ­ტი­კუ­ლად ძა­ლა­დო­ბენ და ძა­ლა­დო­ბის და შე­უ­რა­ცხყო­ფის ზღვარ­ზე გა­დი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რად ეს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი. ამ დროს პო­ლი­ცი­ელს უწევს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა და უწევს მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა ასეთ რთულ პი­რო­ბებ­ში, რის­თვი­საც ბუ­ნებ­რი­ვია თი­თო­ე­ულ მათ­განს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჩვენ გვი­ცა­ვენ ყვე­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამ ქვე­ყა­ნას, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას. იქ მუ­შა­ო­ბენ გმი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თის მხრივ, ამ რა­ღა­ცა ბინ­ძურ დესტრუქ­ცი­ას უძ­ლე­ბენ მოთ­მი­ნე­ბით და მე­ო­რე მხრივ, მე­ო­რე წუთ­ში ტყვი­ას უშ­ვე­რენ შუბლს. ეს ბი­ჭე­ბი არი­ან გმი­რე­ბი. არა­ერ­თხელ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ესე­ნი არი­ან გმი­რე­ბი.

თა­ვის სა­ხე­ლი უნდა და­ვარ­ქვათ ყვე­ლა­ფერს. რთუ­ლია, ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის რთუ­ლია იმის მოთ­მე­ნა, რაც იქ ხდე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რად ვინც ამას ახორ­ცი­ე­ლებს, ზღვარ­ზე კა­ნონ­დარ­ღვე­ვის, მო­რა­ლის, შე­უ­რა­ცხყო­ფის. მო­რა­ლის ზღვა­რი და­ცუ­ლი არ აქვთ. კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ზღვარ­ზე ისე, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვაა, სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­როა, აი სა­დღაც აქ მოქ­მე­დე­ბენ, კარ­გად არი­ან ამა­ში გაწ­ვრთნი­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ი­კი­დონ და ამას ვერ ახერ­ხე­ბენ, იმი­ტომ, რომ პო­ლი­ცია და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ერ­თის მხრივ, რა თქმა უნდა, გმი­რე­ბით და მე­ო­რეს მხრივ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
17

კობახიძეს მშობიარობა დაეწყო და მდინარაძით ჩაანაცვლეს???

ჯულიეტა
12

პოლიცია არა, მილიცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და პროფესიონალიზმით აღკვეთეს დესტრუქციული ქმედებები, ისინი გმირები არიან" - მდინარაძე

"მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და პროფესიონალიზმით აღკვეთეს დესტრუქციული ქმედებები, ისინი გმირები არიან" - მდინარაძე

პოლიციელები გმირები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად პოლიციის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებიც მართლწესრიგს იცავენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები, მოთმინებით და მაქსიმალური პროფესიონალიზმით კანონით დადგენილი ნორმების დაცვით აღკვეთეს.

კარგად გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე ესაუბრებიან, პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან სპეციალურად ეს მომიტინგეები. ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და უწევს მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

პოლიციელები ჩვენ გვიცავენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას. იქ მუშაობენ გმირი ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ რაღაცა ბინძურ დესტრუქციას უძლებენ მოთმინებით და მეორე მხრივ, მეორე წუთში ტყვიას უშვერენ შუბლს. ეს ბიჭები არიან გმირები. არაერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესენი არიან გმირები.

თავის სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს. რთულია, ქართველი კაცისთვის რთულია იმის მოთმენა, რაც იქ ხდება და სპეციალურად ვინც ამას ახორციელებს, ზღვარზე კანონდარღვევის, მორალის, შეურაცხყოფის. მორალის ზღვარი დაცული არ აქვთ. კანონდარღვევის ზღვარზე ისე, რომ ადმინისტრაციული დარღვევაა, სისხლის სამართლის სფეროა, აი სადღაც აქ მოქმედებენ, კარგად არიან ამაში გაწვრთნილები და ცდილობენ, რომ პროვოკაციაზე წამოიკიდონ და ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ პოლიცია დაკომპლექტებულია ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გმირებით და მეორეს მხრივ, პროფესიონალებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

იქნება თუ არა სისტემური "ლოკდაუნები" ქვეყანაში - გიორგი გახარიას კომენტარი