ავტორი:

"ეს რა სიგიჟე სჭირთ ადამიანებს საქართველოში? მათ თვალწინ კვდებიან ადამიანები და მაინც არ სჯერათ კორონავირუსის, ესაა სრული სიბეცე" - რას წერს დეკანოზი?

"ეს რა სიგიჟე სჭირთ ადამიანებს საქართველოში? მათ თვალწინ კვდებიან ადამიანები და მაინც არ სჯერათ კორონავირუსის, ესაა სრული სიბეცე" - რას წერს დეკანოზი?

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსით გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ვიცნობ ადამიანებს, ვისაც არ სჯეროდა კორონავირუსის არსებობის და შემდეგ თავად დაინფიცირდნენ საკმაოდ მძიმედ. ვიცი 20 წლის ბიჭი მიუნხენში, რომელიც მხოლოდ სასუნთქ აპარატზე მიერთებით გადაურჩა კორონავირუსით სიკვდილს. ეს რა სიგიჟე სჭირთ ადამიანებს საქართველოში? მათ თვალწინ ყოველდღე კვდებიან ადამიანები და მაინც არ სჯერათ ამ საშიშროების, შესაბამისად არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს. სრული სიგიჟე, სიბეცე და უპასუხისმგებლობაა ასეთი დამოკიდებულება. კორონავირუსი არსებობს და ძალიან საშიში შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის. გამოფხიზლდით, იყავით ფრთხილად და სიკვდილს ნუ ეთამაშებით", - წერს დეკანოზი.

თამაზ ლომიძე სამედიცინო პირბადეების არასწორად მოხმარებისა და ადამიანთა ნაწილის მხრიდან მათზე საერთოდ უარის თქმის საკითხსაც ეხმაურება:

"უკვე მერამდენედ გვხვდება ნიშნის მოგებით ნათქვამი: აი, ადამიანს მუდმივად, ლამის ძილშიც ეკეთა პირბადე და მაინც დაინფიცირდა კირონავირუსითო. ე.ი. გვატყუებენ და ტყუილად გვავალდებულებენ პირბადის ტარებასო. ერთმა სულ მთლად საოცარი რამ თქვა: ჩვეულებრივი ქსოვილის პირბადე მეკეთა და როგორც ჩანს, გაატარა ვირუსი, ვერ დამიცვა კარგად და იმიტომ დავავადდიო. ერთმა ნაცნობმა თქვა: მე არ მეშინია ვირუსის და ამიტომ არ ვატარებ პირბადესო. ბევრს დღემდე არ ესმის, რისთვის უნდა ატაროს პირბადე. პირბადე პირველ რიგში მას კი არ იცავს, ვისაც უკეთია, არამედ ვისაც უკეთია მისგან იცავს სხვა ადამიანებს. თუ უსიმპტომოდ ხარ ინფიცირებული, არ იცი და საუბრის დროს უნებლიედ აფრქვევ ვირუსს, შენი პირბადე შენგან იცავს სხვა ადამიანებს. შესაბამისად თუ ყველა ატარებს პირბადეს, ყველა დაცული იქნება ერთმანეთისგან. ვიცი, ბევრი გაიფიქრებს ახლა, რა პრიმიტიულ რამეებს გვიხსნისო, მაგრამ დამიჯერეთ, უამრავმა ადამიანმა დღემდე სწორად არ იცის თუ რატომ უნდა ატაროს პირბადე".

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე