პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს" - ადვოკატი
"ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს" - ადვოკატი

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ნიკა მე­ლი­ას სხვა­დას­ხვა სა­ხის შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უ­უქ­მა და ჩა­მორ­თმე­უ­ლი ყვე­ლა სა­ხის დო­კუ­მენ­ტი და­უბ­რუნ­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და,ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ნიკა მე­ლი­ას მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უკა­ნო­ნო და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იყო.

„ნიკა მე­ლი­ას გა­უ­უქ­მდა ყვე­ლა ის შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­ზეც ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დით, რომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იყო - ეს არის ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, ეს არის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლა, და­უბ­რუნ­და ყვე­ლა სა­ხის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ შე­ზღუდ­ვებ­ში უკა­ნო­ნოდ იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე, ეს უკა­ნო­ნო და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თვი­თონ მო­ი­თხო­ვა "უკა­ნო­ნო" შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბა.

"მო­სა­მარ­თლემ გი­რა­ოს ნა­წილ­ში თან­ხა გა­ზარ­და 40 ათა­სით, რაც ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დია იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თუკი 30 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, 40 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო ამას რა­ნა­ი­რად შეძ­ლებს?! ფაქ­ტი არის ერთი- პრო­კუ­რა­ტუ­რამ თვი­თონ მო­ი­თხო­ვა იმ უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბა და ეს შე­ზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მდა. ნიკა მე­ლი­ას მო­ეხ­სნა სა­მა­ჯუ­რი, ის აღარ არის ვალ­დე­ბუ­ლი არც სახ­ლში იყოს და არც შე­ი­ზღუ­დოს თავი გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე. მას ყვე­ლა სა­ხის დო­კუ­მენ­ტი და­უბ­რუნ­და",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, გი­რა­ოს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ის ნიკა მე­ლი­ას­თან გა­ივ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ას, რის შემ­დე­გაც მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ად­ვო­კატს ასე­ვე არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, აპი­რებს თუ არა ნიკა მე­ლია გი­რა­ოს გა­დახ­დას.

„ჩვენ ჩა­ვი­ბა­რებთ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, წა­ვი­კი­თხავთ, ჩვენ გვაქვს პო­ზი­ცია, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად არას­წო­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მო­სა­მარ­თლემ. 200-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე ნა­წილ­ში არ წე­რია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა თან­ხის გაზ­რდა“ , - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 70 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დად 50 დღე გა­ნე­სა­ზღვრა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე დალი მეტ­რე­ველ­მა გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით მან პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ ე მ ი დ ა !
0

ბარემ გადახდის ვადად 5 წელი მიგეცად!

უსუსური შუამდგომლობა და განჩინება
0

ასეთი უსუსური რეაქციის მიცემას, სჯობდა პროკურატურას საერთოდ ურეაქციოდ დაეტოვებინა მელიას პროვოკაციული ქმედება, სამართლებრივად კი აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევა და კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლობის და პროკურორის დისკრეციის გათვალისწინებით ურეაქციოდ დაეტოვებინა. რატომ გაეზარდა გირაოს თანხა? როცა საპროცესო კანონში პირდაპირ წერია, რომ პირობის დარღვევის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითო (პატიმრობა), გირაოს თანხის გაზრდაზე არსად წერია. გუშინდელი გადაწყვეტილბა კანონის არასწორია ინტერპრეტაციაა. ვფიქრობდი რომ პროკურატურა არ წამოეგებოდა ამ პროვოკაციაზე და სასამართლოს იძულებულს არ გახდიდა, სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება მიეღო, ან სასამართლო გამოიჩენდა მეტ პრინციპულობას. კანონს დაემორჩილეთ და ნუ ამრუდებთ სამართალს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს" - ადვოკატი

"ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს" - ადვოკატი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლომ ნიკა მელიას სხვადასხვა სახის შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა და ჩამორთმეული ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას მიმართ დაწესებული შეზღუდვები უკანონო და ანტიკონსტიტუციური იყო.

„ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არაკონსტიტუციური იყო - ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, ეს არის მოქალაქეებთან კომუნიკაცია, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ამ შეზღუდვებში უკანონოდ იმყოფებოდა. ასევე, ეს უკანონო და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურამ თვითონ მოითხოვა "უკანონო" შეზღუდვების გაუქმება.

"მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 ათასით, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, აბსოლუტური აბსურდია იქედან გამომდინარე, რომ თუკი 30 000 ლარიანი გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, 40 ათას ლარიანი გირაო ამას რანაირად შეძლებს?! ფაქტი არის ერთი- პროკურატურამ თვითონ მოითხოვა იმ უკანონო შეზღუდვების გაუქმება და ეს შეზღუდვები გაუქმდა. ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, ის აღარ არის ვალდებული არც სახლში იყოს და არც შეიზღუდოს თავი გადაადგილებაზე. მას ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა",- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, გირაოს საკითხთან დაკავშირებით ის ნიკა მელიასთან გაივლის კონსულტაციას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. ადვოკატს ასევე არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ნიკა მელია გირაოს გადახდას.

„ჩვენ ჩავიბარებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, წავიკითხავთ, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ სამართლებრივად არასწორი განმარტება გააკეთა მოსამართლემ. 200-ე მუხლის მეშვიდე ნაწილში არ წერია იმის თაობაზე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაში იგულისხმება თანხის გაზრდა“ , - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული - რა განაცხადეს შსს-ში?

"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები

პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის დაჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა - ის დაჭრილის ნათესავია