გლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა - 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო.
მელიას 1 %-ზე ნაკლებით ჩამორჩება "ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს მელია და კობიაშვილი დაუპირისპირდებიან.
მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.
ქოცებოო ვითომ სამართლიანებო ფაქტია მელიამ მოუგო კობიაშვილს არავის არ უნდოდა ეს ფეხბურთელი, ფულების მკეთებელი და თქვენ რამ გადაგრიათ. ეგ არის თქვენი სიმართლეე! ამიტომაც გვინდა მიშა სააკაშვილი და კიდეც მივცემთ ხმას. აღარ გვინდა კობიაშვილ, კალაძე, ყაველაშვილები.. ოოოო რა სამეულია!
ნიკოლოზ მელია ეგ გაყიდული ჩერნაბორკა ერთი ხმის ღირსიც არ არის.