ავტორი:

ხმაური ფოთისა და მარნეულის საარჩევნო უბნებზე - "კომისიის წევრს არ უშვებდნენ... უთხრეს, რომ დააგვიანდა"

ხმაური ფოთისა და მარნეულის საარჩევნო უბნებზე - "კომისიის წევრს არ უშვებდნენ... უთხრეს, რომ დააგვიანდა"

ფოთში მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით, ეს გამიზნულად გაკეთდა.

უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უბნებს, 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ფუნქციონირებს ერთი სპეციალური უბანი. მათ ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშულებით შეუძლიათ.

70-ე სალოქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაწერილია რამდენიმე საჩივარი, როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.

ფოთში არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.

ასევე, დილიდან ხმაური იყო მარნეულის მე-3 საუბნო საარჩევნო უბანზე. ხმაური უბნის რამდენიმე წუთის დაგვიანებით გახსნამ გამოიწვია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელმა განაცხადა, კომისიის ერთ-ერთ წევრს არ უშვებდნენ, ვინაიდან უთხრეს, რომ დააგვიანდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადბით კი, უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი ის გახლავთ, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გადასატანი ყუთის გადატანაზე უარი განაცხადა, რის გამოც ხელახალი წილისყრა ჩატარდა.

გლდანში ვითარება კვლავ დაიძაბა - შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც (LIVE)

"სოფელში გარეგანათების სისტემა კეთდება და აქ ვარ... არ ვიცი, რა სუფრა გაშალეს" - გორის მერიის წარმომადგენელი ოპოზიციის ინფორმაციაზე

დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანთან - დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა