მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“, რო­მე­ლიც დღეს 18 კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს, 25 წლის გახ­და. 1995 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ერთი მცი­რე ზო­მის მა­ღა­ზი­ით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დღე­ი­სათ­ვის უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­აა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში აქვს.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ბიზ­ნეს მო­დე­ლი უნი­კა­ლუ­რია და მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა. ის აერ­თი­ა­ნებს მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კომ­პა­ნი­ის 26 ფი­ლი­ა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა 250 000 სა­ცა­ლო, 3 700 სა­ბი­თუ­მო და 35 500 კორ­პო­რა­ტი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს.

ევ­რო­პუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნია SCOPE-ის შე­ფა­სე­ბით, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ რე­ი­ტინ­გი BB- კა­ტე­გო­რი­ით და სტა­ბი­ლუ­რი ხედ­ვით შე­ფას­და (Outlook Stable). კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი გა­ნი­სა­ზღვრა ჯან­სა­ღი ფი­ნან­სუ­რი რის­კის პრო­ფი­ლით (BB), მა­ღა­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით (BB-) და და­ბა­ლი ბიზ­ნეს რის­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით (BB-). ევ­რო­პუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორსს“ ბაზ­რის ლი­დე­რად აფა­სებს, რაც გამ­ყა­რე­ბუ­ლია ჯგუ­ფის ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბით რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე რე­გი­ო­ნა­ლურ ბა­ზარ­ზე. „თე­გე­ტამ“ ევ­რო­კავ­ში­რის და მსოფ­ლიო ბან­კის სა­უ­კე­თე­სო წლი­უ­რი ან­გა­რი­ში­სა და გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის ჯილ­დო მი­ი­ღო.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ გახ­ლავთ პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის სფე­რო­დან კავ­კა­სი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, რო­მელ­მაც შეძ­ლო გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნია Fitch-ის რე­ი­ტინ­გის მო­პო­ვე­ბა 2017 წელს. 2019 წელს კომ­პა­ნი­ამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ფი­ნან­სუ­რი პო­ზი­ცია და 3 სა­ფე­ხუ­რით და­წი­ნა­ურ­და საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ BB- რე­ი­ტინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია და უპ­რე­ცენ­დენ­ტოა რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში. 2018 წელს „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ 30 მლნ. ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ჯა­რო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სეგ­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტრან­ზაქ­ცია იყო. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის დაშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟის ლის­ტინ­გში 2019 წლის მა­ის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დიდ პორ­ტფო­ლი­ოს ფლობს. ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ გერ­მა­ნულ ბრენდ „პორ­შეს“, შვე­დურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გი­განტ „ვოლ­ვოს“ და ია­პო­ნურ „ტო­ი­ო­ტა­სა“ და „მაზ­დას“. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და, სატ­ვირ­თო და სპე­ცტე­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა „მანი“, „ჯე-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვე­ბი. 2012 წლი­დან „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ „GroupautoInternational“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რია და მსოფ­ლი­ოს 300-მდე წამ­ყვა­ნი ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­იყ­ვა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე, ეკო მე­გობ­რუ­ლი სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ 3 000-მდე და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ მსხვილ დამ­საქ­მებ­ლად ით­ვლე­ბა. ჰოლ­დინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ბიზ­ნე­სის პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის და მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, გერ­მა­ნუ­ლი პროგ­რა­მა SAP და­ნერ­გა. „თე­გე­ტა“ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში ISO 9001 : 2009 და ISO 9001 : 2015 სტან­დარ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კატს ფლობს. „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა” წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ინ­სპექ­ტი­რე­ბის გარე სა­კონ­ტრო­ლო აუ­დი­ტი, და­ნერ­გა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის (ISO 18001:2007), ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის (ISO 14001:2015) სტან­დარ­ტე­ბი.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სმა” სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გა რო­გორც სა­ცა­ლო, ასე­ვე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში shop.tegetamotors.ge, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პრო­დუქ­ტე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს, ჰოლ­დინ­გი ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს: გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. „თე­გე­ტა“ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა ინ­დუსტრი­ა­ში, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზე­ბულ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯს „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ას“ ფლობს და ყო­ველ­წლი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით ახალ თა­ნამ­შრო­მელს ამ­ზა­დებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­როს­თვის. პრო­ექ­ტის „მწვა­ნე თე­გე­ტას“ ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნია ყო­ველ­წლი­უ­რად ატა­რებს კამ­პა­ნი­ას „არ გამ­ბო­ლო“. ასე­ვე კომ­პა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქვს მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი­სა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თე­ბის უსაფრ­თხო გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­კი­თხი. ასე­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პო­ლი­ტი­კა და სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა პრო­ექტს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პებს შე­უ­ერ­თდა და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად გენ­დერუ­ლად თა­ნას­წო­რი გა­რე­მოს შექ­მნას ახორ­ცი­ე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელს უწყობს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

R

მინდია
0

რაჯდეა მანქანის სრული შემოწმება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც დღეს 18 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მცირე ზომის მაღაზიით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის უკვე საერთაშორისო კომპანიაა და მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქვს.

„თეგეტა მოტორსის“ ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ის აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სამშენებლო ტექნიკის მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 26 ფილიალი ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს.

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტამ“ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალეობის ჯილდო მიიღო.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში. 2018 წელს „თეგეტა მოტორსმა“ 30 მლნ. ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში 2019 წლის მაისში განხორციელდა.

საავტომობილო ინდუსტრიაში „თეგეტა ჰოლდინგი“ მსუბუქი ავტომობილების დიდ პორტფოლიოს ფლობს. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტენიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა „მანი“, „ჯე-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ „GroupautoInternational“-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით და ქვეყანაში შემოიყვანა თანამედროვე, ეკო მეგობრული საქალაქო ავტობუსები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 3 000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. ჰოლდინგი საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ბიზნესის პროცესების ავტომატიზაციის და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გერმანული პროგრამა SAP დანერგა. „თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ავტომობილების გაყიდვის და მომსახურების სფეროში ISO 9001 : 2009 და ISO 9001 : 2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. „თეგეტა მოტორსმა” წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები.

„თეგეტა მოტორსმა” საქართველოში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა როგორც საცალო, ასევე კორპორატიული სერვისის მიმართულებით, შექმნა საქართველოში პირველ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს, ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა. „თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯს „თეგეტა აკადემიას“ ფლობს და ყოველწლიურად ასეულობით ახალ თანამშრომელს ამზადებს საავტომობილო სფეროსთვის. პროექტის „მწვანე თეგეტას“ ფარგლებში, კომპანია სისტემატურად ახორციელებს მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებში, ამ მიმართულებით კომპანია ყოველწლიურად ატარებს კამპანიას „არ გამბოლო“. ასევე კომპანიას ორგანიზებული აქვს მეორადი საბურავებისა და საავტომობილო ზეთების უსაფრთხო გადამუშავების საკითხი. ასევე შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და სისტემატურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ამ მიმართულებით. „თეგეტა მოტორსი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას ახორციელებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

R