საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?
"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას ახ­ლობ­ლებს არ სჯე­რათ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ესე­ბუა თბი­ლის­შია და ზუგ­დიდ­ში ხვალ ჩავა. ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, რომ თავ­დამ­სხმე­ლის აღ­ნა­გო­ბა არ ემ­თხვე­ვა მისი ძმის აღ­ნა­გო­ბას.

"იმ დღეს მე ბად­რი არ მი­ნა­ხავს. რად­გან მე ცალ­კე ვცხოვ­რობ. მსგავ­სე­ბაც არ არის ბად­რის­თან. ცი­ლის­წა­მე­ბაა რა­საც ამ­ბო­ბენ, არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა არ არის სი­მაღ­ლე­ში, მას სხვა­ნა­ი­რი აღგ­ნა­გო­ბა აქვს. ჩემი ძმა სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ უნდა მო­ვი­დეს. და­ნარ­ჩენ კო­მენ­ტარს თვი­თონ გა­ა­კე­თებს. ნიკა გვა­რა­მია რომ ბრძა­ნებს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა. არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა არ არის სი­მაღ­ლე­ში. ჩემი ძმა თბი­ლის­შია, სამ­კურ­ნა­ლოდ არის წა­სუ­ლი. ორ­შა­ბათს, თუ სამ­შა­ბათს წა­ვი­და, ზუს­ტად არ მახ­სოვს... აქ არა­ნა­ი­რი სპე­ცო­პე­რა­ცია არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, დამ­ნა­შა­ვე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამას თვი­თონ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­არ­კვევ­დნენ. სხვა კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ". ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ დრომ­დე ოჯახს ბად­რი ესე­ბუ­ას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტი აქვს. იმა­საც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ის ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და მან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და­ტო­ვა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

მე­ზობ­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ 32 წლის კაცს ვა­ლე­ბი ჰქონ­და ბან­კში, კერ­ძოდ, 20 000 ლარი ჰქონ­და სეს­ხად აღე­ბუ­ლი და ამის გა­დახ­და უჭირ­და.

"კონ­ტრაქ­ტით იყო ჯარ­ში, მერე თა­ვი­სი ნე­ბით მი­ა­ტო­ვა. 20 000 ლა­რამ­დე ჰქონ­და ვალი და არ ჩა­მო­უჭ­რეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბანკს მიჰ­ქონ­და და ამი­ტომ მი­ა­ტო­ვა მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და "ტვ პირ­ველ­თან" მის­მა ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა. კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ იმ დღე­ებ­ში ბად­რი ესე­ბუა სო­ფელ­ში ნახა. "ცხვრებს მწყემ­სავ­და, ყო­ველ დი­ლით მიჰ­ყავ­და. აქ იყო სახ­ლში, სამი დღის წინ ვნა­ხე, მო­მე­სალ­მა, ვსა­უბ­რობ­დით. 2 მეტ­რია ის კაცი, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვინც გვა­ნა­ხეს, ტე­რო­რის­ტი და ეს პა­ტა­რა ბი­ჭია," - გა­ნა­ცხა­და ესე­ბუ­ას ახ­ლო­ბელ­მა. ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვიც ამ­ბობს, რომ 23 ოქ­ტომ­ბერს სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში ნახა ბად­რი.

"თბი­ლის­ში­აო წა­სუ­ლი და რა­ტომ წა­ვი­და ახლა, მა­გას ვერ გე­ტყვით. სე­ნა­კის ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობ­და ადრე, არ­ტი­ლე­რის­ტი იყო, მგო­ნი. ომის მო­ნა­წი­ლეც არის, ჯა­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მას სამ­ხედ­რო ფორ­მა არ ჩა­უც­ვამს. რა­ტომ არ არის, იცით, ამის გამ­კე­თე­ბე­ლი? - იმი­ტომ, რომ სი­მაღ­ლე არ ემ­თხვე­ვა. სე­ნა­კის ბა­ზა­ში ხომ არის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, წო­ნაც არის, ზო­მაც, ფეხი რა ზო­მაც აქვს, თა­ვის ზო­მაც არის აღე­ბუ­ლი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ა­და­რონ ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ბან­კში ვინც იყო - იმი­სას", - აცხა­დებს ბად­რი ესე­ბუ­ას ნა­თე­სა­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ. ბად­რის მამა, ტა­რი­ელ ესე­ბუა სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბის შემ­კე­თე­ბე­ლია და სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მას წე­სი­ე­რი ოჯა­ხი აქვს. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა თა­ვად ჩა­ბარ­დეს პო­ლი­ცი­ას. ბად­რი ესე­ბუ­ას ოჯა­ხი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრი­გო­ლიშ­ში ცხოვ­რობს. მას ჰყავს ორი ძმა. ესე­ბუა სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ით­თა ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და. ავ­ღა­ნეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ი­თაც იყო წა­სუ­ლი და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­შიც იბ­რძო­და. ყავ­და თუ არა მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი. არის თუ არა ბად­რი ესე­ბუა დამ­ნა­შა­ვე და და­ა­კა­ვე­ბენ თუ არა, ეს ამ დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩვე­ნი წყა­როს თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ის თვი­თონ ჩა­ბარ­დეს პო­ლი­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცხვრებსაო?
2

ცხვრების მწყემსვისა არ ვიცი, "ემვედეს" კი აათალა საჩანახე დუმები!

temur
10

ის ფული გამოიყენოს ,რაც საჭიროა შეიძინოს ( სხვა პირზე გააფორმოს) მერე ჩაბარდეს და მალე ამნისტიითაც გამოვა, ასე , რომ დიდი დიდი 7-10 წელი მიცენ და იქაც არის ცხოვრება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?

"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში არაოფიციალურად დადანაშაულებულ ბადრი ესებუას ახლობლებს არ სჯერათ, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ესებუა თბილისშია და ზუგდიდში ხვალ ჩავა. ძმა, ბიძინა ესებუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თავდამსხმელის აღნაგობა არ ემთხვევა მისი ძმის აღნაგობას.

"იმ დღეს მე ბადრი არ მინახავს. რადგან მე ცალკე ვცხოვრობ. მსგავსებაც არ არის ბადრისთან. ცილისწამებაა რასაც ამბობენ, არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში, მას სხვანაირი აღგნაგობა აქვს. ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში. ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს... აქ არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ". ახლობლები ამბობენ, რომ ამ დრომდე ოჯახს ბადრი ესებუასთან სატელეფონო კონტაქტი აქვს. იმასაც ადასტურებენ, რომ ის ნამდვილად მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მან წელიწადნახევრის წინ დატოვა თავდაცვის სამინისტრო.

მეზობლები ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ 32 წლის კაცს ვალები ჰქონდა ბანკში, კერძოდ, 20 000 ლარი ჰქონდა სესხად აღებული და ამის გადახდა უჭირდა.

"კონტრაქტით იყო ჯარში, მერე თავისი ნებით მიატოვა. 20 000 ლარამდე ჰქონდა ვალი და არ ჩამოუჭრეს, ფაქტობრივად, ბანკს მიჰქონდა და ამიტომ მიატოვა მუშაობა", - განაცხადა "ტვ პირველთან" მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა. კიდევ ერთი მეზობელი ადასტურებს, რომ იმ დღეებში ბადრი ესებუა სოფელში ნახა. "ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ ვნახე, მომესალმა, ვსაუბრობდით. 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია," - განაცხადა ესებუას ახლობელმა. ერთ-ერთი ნათესავიც ამბობს, რომ 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა ბადრი.

"თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვით. სენაკის ბაზაზე მსახურობდა ადრე, არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, ჯარიდან წამოსვლის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? - იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო - იმისას", - აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.

ადგილობრივები მას დადებითად ახასიათებენ. ბადრის მამა, ტარიელ ესებუა სარეცხი მანქანების შემკეთებელია და სოფელში ამბობენ, რომ მას წესიერი ოჯახი აქვს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა თავად ჩაბარდეს პოლიციას. ბადრი ესებუას ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ცხოვრობს. მას ჰყავს ორი ძმა. ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ავღანეთში, საერთაშორისო მისიითაც იყო წასული და 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ყავდა თუ არა მას თანამზრახველი. არის თუ არა ბადრი ესებუა დამნაშავე და დააკავებენ თუ არა, ეს ამ დღეებში გამოჩნდება. ჩვენი წყაროს თქმით, არ არის გამორიცხული ის თვითონ ჩაბარდეს პოლიციას.

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო