საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე
"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე

მეს­ხი ფერ­მე­რი ჯაბა ხმა­ლა­ძე უცხო­ეთ­ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე ორ­ჯერ იყო - ჯერ შვე­ი­ცა­რი­ა­ში და შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში, რა­მაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა საქ­მის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მე­თო­დე­ბი. პრო­ფე­სი­ით მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რია, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში არ უმუ­შა­ვია - ინ­სტი­ტუ­ტი 90-იან წლებ­ში და­ამ­თავ­რა, როცა პრო­ფე­სი­ით საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან ჭირ­და.

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა ფერ­მას­თან, პი­რუ­ტყვთან მქონ­და საქ­მე, ოჯახ­შიც ვი­ნა­ხავ­დით მსხვილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვს, ვა­წარ­მო­ებ­დით რძეს, ყველს, გაგ­ვქონ­და აგ­რა­რულ ბა­ზარ­ზე. ვა­წარ­მო­ებ­დით სა­ფუ­რა­ჟე საკ­ვებს. ამ ყვე­ლა­ფერს კი ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ სხვა დარ­გე­ბის მსგავ­სად, არც აქ არ იყო გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში "შვე­ი­ცა­რი­ის მთი­ა­ნე­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მამ" სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ერთ-ერთი გახ­ლდათ 30 წლამ­დე ფერ­მე­რე­ბის შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­დამ­ზა­დე­ბა. მიჰ­ყავ­დათ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ რთულ კონ­კურსს გა­ივ­ლიდ­ნენ. მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა შემ­დგომ ჩვენს რა­ი­ონ­ში უნდა დაგ­ვე­ნერ­გა და სხვე­ბის­თვი­საც გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, 2002 წლის ზა­ფხულ­ში ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნი­დან 4 ფერ­მე­რი შეგ­ვარ­ჩი­ეს.

- შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მი­გავ­ლი­ნეს?

- ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი იყო ფერ­მერ­თა ოჯა­ხი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ­დით და ვცხოვ­რობ­დით. იმ დრო­ის­თვის ის ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის უცხო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რად­გან ახალ­შემ­დგა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ო­ცა­რი იყო შვე­ი­ცა­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ულა­მა­ზე­სი სოფ­ლე­ბის ხილ­ვა.მა­ის­ში ჩა­ვე­დით და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გა­ვა­ტა­რეთ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­ში, რო­მე­ლიც იყო რო­გორც მე­ხორ­ცუ­ლი, ისე მერ­ძე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის - რძე­სა და ხორცს აწარ­მო­ებ­და. სა­ფუ­რა­ჟე საკ­ვებ­საც მო­ვი­პო­ვებ­დით და მისი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ­დით. მა­ღალ დო­ნე­ზე ვე­უფ­ლე­ბო­დით რძის წარ­მო­ე­ბა­საც - ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში რო­გორ უნდა მოწ­ვე­ლი­ლი­ყო ძრო­ხა - წარ­მო­ე­ბი­დან გა­და­მუ­შა­ვე­ბამ­დე ყვე­ლა ეტა­პის მომსწრე და მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვით. შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებ­ში ალ­პურ ყველ­საც ვა­წარ­მო­ებ­დით.

იქ ტრა­დი­ცი­უ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, გულ­ღია. მე რე­ტო­რო­მა­ნე­ლე­ბის ოჯახ­ში გახ­ლდით. ალ­პებ­ში თი­ვის მო­პო­ვე­ბაც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი სა­ზამ­თროდ დამ­ზა­დე­ბის წე­სიც. ბა­ლახს 100%-ით უნარ­ჩუნ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო თვი­სე­ბა და ზამ­თარ­შიც ისე­თი­ვე საკ­ვე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, რო­გო­რიც ზა­ფხულ­ში... მას მერე 18 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ ხე­ლით გვი­წევს თი­ვის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებ­ზე დატ­ვირ­თვა. იქ პირ­და­პირ ხაზ­ზე გროვ­დე­ბა, მან­ქა­ნა კრეფს და სა­წყობ მე­ურ­ნე­ო­ბას ავ­ტო­მა­ტუ­რად აწ­ვდის.

- ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვამ, ალ­ბათ, ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა თქვენ­თვის.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად. ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ შე­ვის­წავ­ლეთ - აგ­რო­ნორ­მე­ბი­სა და ვა­დე­ბის დაც­ვა, საკ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევ­რსაც ვას­წავ­ლეთ და ავუხ­სე­ნით. ზოგ­მა დაგ­ვი­ჯე­რა, ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ჩვენს მამა-პა­პას რო­გორც უკე­თე­ბია, მხო­ლოდ ისე უნდა აკე­თოს. დიახ, უნდა ვა­კე­თოთ, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ? დღეს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში რო­ბო­ტე­ბი აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. მო­ვის­მი­ნეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მი­ხა­ილ ჰუს­მა­ნის ლექ­ცი­ე­ბიც, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ.

- მეს­ხეთ­ში ფრან­გუ­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა რო­გორ და­ი­წყეთ?

- როცა დავ­ბრუნ­დი, იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე, რომ გა­დავ­წყვი­ტე მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი მო­მე­ძებ­ნა. 2003 წელს აღ­მო­ვა­ჩი­ნე კი­დეც ფერ­მერ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც კახა ნა­დი­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. გა­მი­მარ­თლა და 2004 წელს საფ­რან­გეთ­ში იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო ფერ­მა­ში აღ­მოვ­ჩნდი.

საფ­რან­გეთ­ში მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემი მე­გო­ბა­რი და ნა­თე­სა­ვი ლე­ვან გე­ლა­ძე რძის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ში იყო, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ ყველს ამ­ზა­დებ­და. ხა­რის­ხი­ა­ნი რძის წარ­მო­ე­ბა იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ­თან კი ეს დღემ­დე პრობ­ლე­მაა. ლე­ვა­ნი საფ­რან­გე­თის სამ­ხრე­თით, ალ­პურ ზო­ნა­ში იყო, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. რძი­სა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა ამ ხალ­ხის­თვის კულ­ტუ­რის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი - 600-მდე სა­ხე­ო­ბის ყველს აწარ­მო­ე­ბენ! ლე­ვან­მა ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხა­რე კარ­გად აით­ვი­სა, მეც ვი­ყა­ვი მათ­თან ცოტა ხანს. ყვე­ლამ მი­ვი­ღეთ სა­თა­ნა­დო სერ­ტი­ფი­კა­ტი და ცოდ­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დით. აქ ჩა­მო­სუ­ლებ­მა ას­პინ­ძა­ში ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ამა­ში ლე­ვა­ნის ფრან­გი მას­პინ­ძე­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კარ­გი პი­როვ­ნე­ბა დაგ­ვეხ­მა­რა.

- რო­გორ?

- დიდი სა­წარ­მო დიდ ხარჯს უკავ­შირ­დე­ბო­და, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. მან შე­მოგ­ვთა­ვა­ზა პა­ტა­რა მი­ნი­სა­წარ­მო, ევ­როს­ტან­დარ­ტებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი, თა­ვი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტით. ეს იყო ტრა­ი­ლე­რი, რო­მელ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო მცი­რე სა­წარ­მო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, გავ­მარ­თეთ და ას­პინ­ძა­ში და­ვი­წყეთ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის­გან რძის შეგ­რო­ვე­ბა, ასე­ვე ფრან­გუ­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა. სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვამ­ზა­დებ­დით ფრან­გულ ყველს.

- გა­ა­მარ­თლა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უცხო­უ­რი ყვე­ლის ბა­ზა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მწი­რია, მაგ­რამ პრო­დუქ­ცია ძვი­რია. ვყიდ­დით სუ­პერ­მარ­კეტ­ში. გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, რად­გან ჩვე­ნი რძე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა შე­მად­გენ­ლო­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო კონ­კუ­რენ­ცია გაგ­ვე­წია იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლის­თვის, რო­მე­ლიც აქ კი­ლოგ­რა­მი 80-90 ლარი ღირ­და, რაც ნა­წი­ლობ­რივ შევ­ძე­ლით - 30-35 ლა­რად ვყიდ­დით, მა­შინ როცა იმე­რუ­ლის ფასი 6 ლარი გახ­ლდათ.

რძის ბა­ზა­რი იაფი იყო, შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი კი ძვი­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია, გვი­ღირ­და. მერე გა­რე­შე მი­ზე­ზე­ბით საქ­მე სხვა­ნა­ი­რად წა­ვი­და და შე­ვა­ჩე­რეთ. მუ­შა­ო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვი­წყე, სა­დაც ჩემს შვე­ი­ცა­რი­ულ-ფრან­გულ გა­მოც­დი­ლე­ბას რძის წარ­მო­ე­ბა­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ში მსურ­ვე­ლებს ვუ­ზი­ა­რებ­დი, კონ­სულ­ტან­ტი გახ­ლდით.

ახლა კვლავ კო­მერ­ცი­ა­ში ჩა­ვერ­თე, თბი­ლის­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნით, სა­დაც ახალ­ცი­ხე-ადი­გე­ნის პრო­დუქ­ტებს ვყი­დით. იმ ფერ­მე­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც კარგ პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ, ვყი­დუ­ლობ. ასე რომ, ახლა ასეც ვეხ­მა­რე­ბი ფერ­მე­რებს, ვა­ინ­ტე­რე­სებ, მეტ­საც ვუხ­დით, რომ კი­დევ უკე­თე­სი პრო­დუქ­ტი დაგ­ვიმ­ზა­დონ. ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა ჩემი ჰო­ბია და მალე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ საქ­მეს.

- ჩვენს მკი­თხველს რას ურ­ჩევთ?

- ვი­საც რა­ი­მე საქ­მის და­წყე­ბა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოს - ფიქ­რსა და კე­თე­ბას შო­რის პა­ტა­რა ზღვა­რია, რო­მე­ლიც უნდა გა­და­ი­ლა­ხოს. ეს საქ­მის ნა­ხე­ვა­რია.აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში მე­ტად რთუ­ლი დარ­გია, ის მეტ­წი­ლად სა­ხელ­მწი­ფო დო­ტა­ცი­ა­ზეა. თუ ფერ­მე­რებს არ მი­ვეხ­მა­რე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ში, თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რად, არა­ფე­რი გა­მო­ვა, რად­გა­ნაც რთულ და შრო­მა­ტე­ვად პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თუ არა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, გვექ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ­პორ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცია და ჩვენ­სას ვე­რა­ფერს შევ­ქმნით. ხელ­შე­წყო­ბა ყვე­ლა დამ­წყებ ფერ­მერს სჭირ­დე­ბა. რა­ღაც ამ სფე­რო­ში კეთ­დე­ბა, თუნ­დაც კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბი, მაგ­რამ ეს ცო­ტაა. კი, ბევ­რი გვაკ­ლია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი რძე ვა­წარ­მო­ოთ. ჰი­გი­ე­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს, მაგ­რამ წინ ნელა მივ­დი­ვართ. თუ მთავ­რო­ბა ხელს შე­აშ­ვე­ლებს, ფერ­მე­რებს პა­ტა­რა სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და­უ­ფი­ნანსდე­ბათ, მა­გას რა სჯო­ბია?! მა­შინ 10-15 წე­ლი­წად­ში და­ვე­წე­ვით ევ­რო­პას.

grigori
0

თუ არაფერს გააკეთებ, არც იმპორტული პროდუქცია გექნება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე

"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე

მესხი ფერმერი ჯაბა ხმალაძე უცხოეთში სტაჟირებაზე ორჯერ იყო - ჯერ შვეიცარიაში და შემდეგ საფრანგეთში, რამაც მთლიანად შეცვალა საქმის მიმართ მისი დამოკიდებულება და მეთოდები. პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, მაგრამ ამ სფეროში არ უმუშავია - ინსტიტუტი 90-იან წლებში დაამთავრა, როცა პროფესიით საქმიანობა ძალიან ჭირდა.

- მთელი ბავშვობა ფერმასთან, პირუტყვთან მქონდა საქმე, ოჯახშიც ვინახავდით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ვაწარმოებდით რძეს, ყველს, გაგვქონდა აგრარულ ბაზარზე. ვაწარმოებდით საფურაჟე საკვებს. ამ ყველაფერს კი ვაკეთებდით, მაგრამ სხვა დარგების მსგავსად, არც აქ არ იყო განვითარების საშუალება. იმ პერიოდში "შვეიცარიის მთიანეთის განვითარების პროგრამამ" საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელა და ერთ-ერთი გახლდათ 30 წლამდე ფერმერების შვეიცარიაში გადამზადება. მიჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც საკმაოდ რთულ კონკურსს გაივლიდნენ. მეცხოველეობაში იქ მიღებული ცოდნა შემდგომ ჩვენს რაიონში უნდა დაგვენერგა და სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. მოკლედ, 2002 წლის ზაფხულში ასპინძის რაიონიდან 4 ფერმერი შეგვარჩიეს.

- შვეიცარიაში საოჯახო მეურნეობაში მიგავლინეს?

- ჩვენი მასპინძელი იყო ფერმერთა ოჯახი, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით და ვცხოვრობდით. იმ დროისთვის ის ყველაფერი ჩვენთვის უცხო და საინტერესო იყო, რადგან ახალშემდგარი ქვეყნის მოქალაქეები ვიყავით. საოცარი იყო შვეიცარიის მოწესრიგებული, ულამაზესი სოფლების ხილვა.მაისში ჩავედით და მთელი ზაფხული გავატარეთ მეცხოველეობის ფერმაში, რომელიც იყო როგორც მეხორცული, ისე მერძეული მიმართულების - რძესა და ხორცს აწარმოებდა. საფურაჟე საკვებსაც მოვიპოვებდით და მისი დამზადების ტექნოლოგიას ვსწავლობდით. მაღალ დონეზე ვეუფლებოდით რძის წარმოებასაც - ჰიგიენურ პირობებში როგორ უნდა მოწველილიყო ძროხა - წარმოებიდან გადამუშავებამდე ყველა ეტაპის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. შვეიცარიის ალპებში ალპურ ყველსაც ვაწარმოებდით.

იქ ტრადიციული ხალხი ცხოვრობს, გულღია. მე რეტორომანელების ოჯახში გახლდით. ალპებში თივის მოპოვებაც საინტერესო იყო, მნიშვნელოვანია მისი საზამთროდ დამზადების წესიც. ბალახს 100%-ით უნარჩუნდება ყველა საჭირო თვისება და ზამთარშიც ისეთივე საკვები ღირებულება აქვს, როგორიც ზაფხულში... მას მერე 18 წელიწადი გავიდა, საქართველოში კვლავ ხელით გვიწევს თივის სატვირთო მანქანებზე დატვირთვა. იქ პირდაპირ ხაზზე გროვდება, მანქანა კრეფს და საწყობ მეურნეობას ავტომატურად აწვდის.

- ამ ყველაფრის ნახვამ, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა თქვენთვის.

- აბსოლუტურად. ყველაფერი, რაც იქ შევისწავლეთ - აგრონორმებისა და ვადების დაცვა, საკვების დამზადება, ძალიან გამოგვადგა საქართველოში, ბევრსაც ვასწავლეთ და ავუხსენით. ზოგმა დაგვიჯერა, ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენს მამა-პაპას როგორც უკეთებია, მხოლოდ ისე უნდა აკეთოს. დიახ, უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ხომ შეიძლება გავაუმჯობესოთ? დღეს არაერთ ქვეყანაში რობოტები აკეთებენ ყველაფერს. ტექნოლოგიებზე უარის თქმა არ შეიძლება. მოვისმინეთ პროფესიონალის მიხაილ ჰუსმანის ლექციებიც, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.

- მესხეთში ფრანგული ყველის წარმოება როგორ დაიწყეთ?

- როცა დავბრუნდი, იმდენად ვიყავი შთაბეჭდილებებით სავსე, რომ გადავწყვიტე მსგავსი პროგრამები მომეძებნა. 2003 წელს აღმოვაჩინე კიდეც ფერმერთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც კახა ნადირაძე ხელმძღვანელობს. გამიმართლა და 2004 წელს საფრანგეთში იმავე მიმართულების საოჯახო ფერმაში აღმოვჩნდი.

საფრანგეთში მარტო არ ვყოფილვარ. ჩემი მეგობარი და ნათესავი ლევან გელაძე რძის გადამმუშავებელ საწარმოში იყო, რომელიც ტრადიციულ ყველს ამზადებდა. ხარისხიანი რძის წარმოება იქ მნიშვნელოვანია, ჩვენთან კი ეს დღემდე პრობლემაა. ლევანი საფრანგეთის სამხრეთით, ალპურ ზონაში იყო, სადაც ტრადიციული ხალხი ცხოვრობს. რძისა და ყველის წარმოება ამ ხალხისთვის კულტურის დონეზეა აყვანილი - 600-მდე სახეობის ყველს აწარმოებენ! ლევანმა ეს ტექნოლოგიური მხარე კარგად აითვისა, მეც ვიყავი მათთან ცოტა ხანს. ყველამ მივიღეთ სათანადო სერტიფიკატი და ცოდნით შეიარაღებული დავბრუნდით. აქ ჩამოსულებმა ასპინძაში ყველის წარმოება გადავწყვიტეთ. ამაში ლევანის ფრანგი მასპინძელი, პროფესიონალი და კარგი პიროვნება დაგვეხმარა.

- როგორ?

- დიდი საწარმო დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, ამის საშუალება არ გვქონდა. მან შემოგვთავაზა პატარა მინისაწარმო, ევროსტანდარტებში გადაწყვეტილი, თავისი სერტიფიკატით. ეს იყო ტრაილერი, რომელშიც დამონტაჟებული იყო მცირე საწარმო. საქართველოში ჩამოვიტანეთ, გავმართეთ და ასპინძაში დავიწყეთ მოსახლეობისა და ადგილობრივი ფერმერებისგან რძის შეგროვება, ასევე ფრანგული ყველის წარმოება. საკუთარი ხელით ვამზადებდით ფრანგულ ყველს.

- გაამართლა?

- მოგეხსენებათ, უცხოური ყველის ბაზარი საქართველოში მწირია, მაგრამ პროდუქცია ძვირია. ვყიდდით სუპერმარკეტში. გემრიელი პროდუქტი გამოგვივიდა, რადგან ჩვენი რძე ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობით. ჩვენი მიზანი იყო კონკურენცია გაგვეწია იმპორტირებული ყველისთვის, რომელიც აქ კილოგრამი 80-90 ლარი ღირდა, რაც ნაწილობრივ შევძელით - 30-35 ლარად ვყიდდით, მაშინ როცა იმერულის ფასი 6 ლარი გახლდათ.

რძის ბაზარი იაფი იყო, შექმნილი პროდუქტი კი ძვირი და ეს ყველაფერი ცხადია, გვიღირდა. მერე გარეშე მიზეზებით საქმე სხვანაირად წავიდა და შევაჩერეთ. მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე, სადაც ჩემს შვეიცარიულ-ფრანგულ გამოცდილებას რძის წარმოებასა და გადამუშავებაში მსურველებს ვუზიარებდი, კონსულტანტი გახლდით.

ახლა კვლავ კომერციაში ჩავერთე, თბილისში რძის პროდუქტების მაღაზია გავხსენით, სადაც ახალციხე-ადიგენის პროდუქტებს ვყიდით. იმ ფერმერებისგან, რომლებიც კარგ პროდუქციას აწარმოებენ, ვყიდულობ. ასე რომ, ახლა ასეც ვეხმარები ფერმერებს, ვაინტერესებ, მეტსაც ვუხდით, რომ კიდევ უკეთესი პროდუქტი დაგვიმზადონ. ყველის წარმოება ჩემი ჰობია და მალე აუცილებლად დავუბრუნდები ამ საქმეს.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევთ?

- ვისაც რაიმე საქმის დაწყება უნდა, აუცილებლად უნდა დაიწყოს - ფიქრსა და კეთებას შორის პატარა ზღვარია, რომელიც უნდა გადაილახოს. ეს საქმის ნახევარია.აგრარული სექტორი მსოფლიოში მეტად რთული დარგია, ის მეტწილად სახელმწიფო დოტაციაზეა. თუ ფერმერებს არ მივეხმარებით ტექნოლოგიურ საკითხებში, თუნდაც ფინანსურად, არაფერი გამოვა, რადგანაც რთულ და შრომატევად პროცესში არიან ჩართული. ჩვენს ქვეყანაში თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით. ხელშეწყობა ყველა დამწყებ ფერმერს სჭირდება. რაღაც ამ სფეროში კეთდება, თუნდაც კოოპერატივები, მაგრამ ეს ცოტაა. კი, ბევრი გვაკლია, რომ ტექნოლოგიურად ხარისხიანი რძე ვაწარმოოთ. ჰიგიენური თვალსაზრისითაც დიდი პრობლემა გვაქვს, მაგრამ წინ ნელა მივდივართ. თუ მთავრობა ხელს შეაშველებს, ფერმერებს პატარა საოჯახო მეურნეობები დაუფინანსდებათ, მაგას რა სჯობია?! მაშინ 10-15 წელიწადში დავეწევით ევროპას.

მეოთხედ ჩაშლილი აუქციონი - "რიყის დოქები"  50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ისევ ვერ გაიყიდა

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

რა შეღავათი დაუწესდებათ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დავალიანება აქვთ?