პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული" - რას მოჰყვა ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი პირდაპირ ეთერში
"ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული" - რას მოჰყვა ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი პირდაპირ ეთერში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარს" "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელს მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი. მისი თქმით, ფი­ლი­ალ­ში სულ 19 მძე­ვა­ლი იმ­ყო­ფე­ბა და თავ­დამ­სხმე­ლი მათ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი მლნ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

"შე­ნო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ერთ ოთახ­ში 19 კაცი, თავ­დამ­სხმე­ლი არის კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ავ­ტო­მა­ტით, პის­ტო­ლე­ტით, ყუმ­ბა­რით, რო­მელ­საც მოხ­სნი­ლი აქვს დამ­ცვე­ლი და ხელ­ში უჭი­რავს მუდ­მი­ვად, ამი­ტომ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ამ სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, იმი­ტომ რომ ეს გა­მო­იწ­ვევს მძევ­ლე­ბის მსხვერ­პლს, გამ­ტა­ცე­ბე­ლი ითხოვს 500 000 დო­ლარს და რომ სწრა­ფად შე­მო­ვი­დეს ვინ­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი და ვი­საც აქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. თავ­დამ­სხმე­ლი ჩემს გვერ­დით არის ახლა... იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­თან, მაგ­რამ სა­ათ­ზე მე­ტია აქ ვართ და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ შე­მო­სუ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მას და­პირ­დნენ რომ შე­მოვ­ლენ, მაგ­რამ უც­ნო­ბია რო­დის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას თქმით, ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში სწო­რედ ნიღ­ბი­ა­ნი თავ­დამ­სხმე­ლის ნე­ბარ­თვით ჩა­ერ­თო, თუმ­ცა მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან თა­ვად სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თავ­დამ­სხმე­ლი მძევ­ლებს მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ გა­უშ­ვებს და ასე­ვე ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს, რომ ტე­რი­ტო­რი­ას ხელ­შე­უ­ხებ­ლად და­ტო­ვებს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული" - რას მოჰყვა ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი პირდაპირ ეთერში

"ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული" - რას მოჰყვა ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია "მთავარს" "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო ერთ-ერთი ადამიანი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი. მისი თქმით, ფილიალში სულ 19 მძევალი იმყოფება და თავდამსხმელი მათ მხოლოდ ნახევარი მლნ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, თავდამსხმელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყოველგვარი ძალადობრივი გზით ამ სიტუაციის მოგვარება გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და რომ სწრაფად შემოვიდეს ვინმე შეიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. თავდამსხმელი ჩემს გვერდით არის ახლა... იყო მოლაპარაკება სამართალდაცველებთან, მაგრამ საათზე მეტია აქ ვართ და ჯერჯერობით არავინ შემოსულა. სამართალდამცველები მას დაპირდნენ რომ შემოვლენ, მაგრამ უცნობია როდის", - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სწორედ ნიღბიანი თავდამსხმელის ნებართვით ჩაერთო, თუმცა მან ჟურნალისტებთან თავად საუბარი არ ისურვა. როგორც მან აღნიშნა, თავდამსხმელი მძევლებს მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ გაუშვებს და ასევე ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ ტერიტორიას ხელშეუხებლად დატოვებს.

"მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული" - შს მინისტრის მოადგილე უახლესი ინფორმაციით

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა - "ეს არის რიგითი მოქალაქე"