პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი
მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია და რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბას? - ეს ის მთა­ვა­რი კი­თხვე­ბია, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ და რომ­ლებ­ზეც კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი არა­ვის აქვს.

პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად და კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა უნდა იყოს, რომ­ლის შექნმა­ზეც ათო­ბით ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და თუ მათ და­ვეყ­რდნო­ბით, ის 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკვე უნდა იყოს, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა.

სა­ნამ ვაქ­ცი­ნა დამ­ტკიც­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­ეშ­ვე­ბა, მან რამ­დე­ნი­მე ეტა­პი უნდა გა­ი­ა­როს - ჯერ გან­ვი­თა­რე­ბის სამი ფაზა, თუ მე­სა­მე ფაზა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იწყე­ბენ გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში მის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, რის შემ­დე­გაც, წარ­მა­ტე­ბულ ვაქ­ცი­ნას ამ­ტკი­ცე­ბენ.

ამ ეტაპ­ზე გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ველ ფა­ზას გა­დის 33 ვაქ­ცი­ნა, მე­ო­რე ფა­ზა­შია 15 ვაქ­ცი­ნა, მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზეა 11 ვაქ­ცი­ნა, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ეტაპ­ზეა 6 ვაქ­ცი­ნა, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი არ არის.

  • ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც მუ­შა­ო­ბა შე­ჩერ­და

აქამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორ ვაქ­ცი­ნა­ზე შე­ა­ჩე­რეს მუ­შა­ო­ბა - ოქსფორ­დის და ასე­ვე ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია Johnson & Johnson-ის მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ვაქ­ცი­ნე­ბი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მე­ბად ით­ვლე­ბო­და. ოქსფორ­დის ვაქ­ცი­ნა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­ახ­ლდა, თუმ­ცა Johnson & Johnson-ის ვაქ­ცი­ნა ამ დრომ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის მი­ხედ­ვით, მან "აუხ­სნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა“ გა­მო­იწ­ვია.

გა­ვეც­ნოთ, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს, რომ­ლებ­საც უკვე ადა­მი­ან­ზე ცდი­ან, ან კვლე­ვას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იწყე­ბენ:

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დას მალე და­ი­წყე­ბენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მო­ხა­ლი­სე­ებს კო­ვიდ 19-ით გან­ზრახ და­ა­ინ­ფი­ცი­რე­ბენ.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვებს, რომ­ლებ­საც ლონ­დო­ნის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კო­ლე­ჯის, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია Open Orphan ჩა­ა­ტა­რებს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა 33,6 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გით (43,5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი) და­ა­ფი­ნან­სებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, კვლე­ვე­ბი იან­ვარ­ში და­ი­წყე­ბა და შე­დე­გე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2021 წლის მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა. ცდებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, 18-დან 30 წლამ­დე ასა­კის 90-მდე მო­ხა­ლი­სე ჩა­ერ­თვე­ბა.

  • აშშ

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ვაქ­ცი­ნა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე გან­ვი­თა­რე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზეა.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია COVID-19 სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნია Novavax-მა შექ­მნა. ვაქ­ცი­ნა ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის დას­კვნით ეტაპ­ზეა და თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, კომ­პა­ნია გეგ­მავს 2021 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის­თვის 100 მი­ლი­ო­ნი დო­ზის წარ­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ აშშ-ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

  • გერ­მა­ნია

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რა თქმა უნდა, შექ­მნეს გერ­მა­ნი­ა­შიც. ვაქ­ცი­ნა კომ­პა­ნია Biontech-მა და ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია Pfizer-მა ში­მუ­შა­ვეს. ის ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ვი­თა­რე­ბის მე­სა­მე ფა­ზას გა­დის და თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის, 2021 წლის ბო­ლოს­თვის 1.2 მი­ლი­არ­დი დო­ზის წარ­მო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.

  • ის­რა­ე­ლი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი და­ი­წყეს ის­რა­ელ­შიც. Timesofisrael-ის ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნას Brilife ჰქვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ბენი განთსმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი თვის ბო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­ტესტვას ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ი­წყებს. ის­რა­ელ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა 2 თე­ბერ­ვალს და­ი­წყეს და ახლა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბი­ან. "თუ ეს პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი ამ­ბა­ვი რო­გორც ის­რა­ე­ლის­თვის, ასე­ვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის“, - ამ­ბობს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

  • ჩი­ნე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი აქვთ ჩი­ნეთ­ში, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც ცოტა ხნის წინ მცი­რე ჯგუ­ფებ­ში და­ი­წყო, ხოლო ახლა თან­და­თან ვაქ­ცი­ნის მოხ­მა­რე­ბის წრეს აფარ­თო­ე­ბენ. ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნა ჩი­ნე­თის ეროვ­ნულ­მა ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა შექ­მნა, თუმ­ცა ისე მი­ი­ღო, რომ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო, ამი­ტო­მაც, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია აქვს თუ არა ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას უკუჩვნე­ბე­ბი. ჩი­ნეთ­ში ამ ეტა­პის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სულ ხუთი ვაქ­ცი­ნაა გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნა­ლურ სა­ფე­ხურ­ზე, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოხ­მა­რე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი მათ­გა­ნი არაა ჩაშ­ვე­ბუ­ლი. ჩი­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა 2020 წლის ბო­ლოს­თვის იქ­ნე­ბა.

  • რუ­სე­თი

რუ­სეთ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უკვე ორი ვაქ­ცი­ნა და­ა­რე­გის­ტრი­რა. "ნო­ვო­სი­ბირსკის ცენ­ტრმა "ვექ­ტორ­მა“ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ო­რე რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა "ეპი­ვა­კკო­რო­ნა“ და­ა­რე­გის­ტრი­რა. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გზა­შია კი­დევ მე­სა­მე ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­ზეც ჩუ­მა­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრი მუ­შა­ობს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთ­ში ვაქ­ცი­ნე­ბი კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ა­რე­გის­ტრი­რეს, რის გა­მოც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ცნო­ბი­ლია, რომ ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში 40 000 მო­ხა­ლი­სე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა და პირ­ვე­ლი პარ­ტი­ას - 60 000 დო­ზის მო­ცუ­ლო­ბით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აწარ­მო­ე­ბენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­ვე­ლად 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნეთ­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. 2020 წლის 11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრომ­დე ვირუ­სით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 41,1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 1,1 მი­ლი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 30,6 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

წყა­რო

ავტორი:

მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

როდის დასრულდება პანდემია და როდის დაუბრუნდება საზოგადოება ძველებურ ცხოვრებას? - ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებიც თანამედროვე ადამიანებს აწუხებთ და რომლებზეც კონკრეტული პასუხები არავის აქვს.

პანდემიის დასასრულებლად და კორონავირუსის დასამარცხებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა იყოს, რომლის შექნმაზეც ათობით ფარმაცევტული კომპანია დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს და თუ მათ დავეყრდნობით, ის 2021 წლის პირველ ნახევარში უკვე უნდა იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

სანამ ვაქცინა დამტკიცდება და საზოგადოების მოხმარებაში ჩაეშვება, მან რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს - ჯერ განვითარების სამი ფაზა, თუ მესამე ფაზა წარმატებული იქნება, სპეციალისტები იწყებენ გარკვეულ ჯგუფებში მის გამოყენებას შეზღუდული რაოდენობით, რის შემდეგაც, წარმატებულ ვაქცინას ამტკიცებენ.

ამ ეტაპზე განვითარების პირველ ფაზას გადის 33 ვაქცინა, მეორე ფაზაშია 15 ვაქცინა, მესამე საფეხურზეა 11 ვაქცინა, ლიმიტირებული გამოყენების ეტაპზეა 6 ვაქცინა, დამტკიცებული კი ჯერჯერობით არც ერთი არ არის.

  • ვაქცინები, რომლებზეც მუშაობა შეჩერდა

აქამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინაზე შეაჩერეს მუშაობა - ოქსფორდის და ასევე ფარმაცევტულ კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილ ვაქცინებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინები ყველაზე იმედისმომცემებად ითვლებოდა. ოქსფორდის ვაქცინაზე მოგვიანებით მუშაობა გაახლდა, თუმცა Johnson & Johnson-ის ვაქცინა ამ დრომდე შეჩერებულია, რადგანაც კლინიკური ცდების მიხედვით, მან "აუხსნელი დაავადება“ გამოიწვია.

გავეცნოთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც უკვე ადამიანზე ცდიან, ან კვლევას უახლოეს დღეებში იწყებენ:

  • დიდი ბრიტანეთი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდას მალე დაიწყებენ დიდ ბრიტანეთში. კვლევის ფარგლებში მოხალისეებს კოვიდ 19-ით განზრახ დააინფიცირებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევებს, რომლებსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ფარმაცევტული მომსახურების კომპანია Open Orphan ჩაატარებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 33,6 მილიონი გირვანქა სტერლინგით (43,5 მილიონი აშშ დოლარი) დააფინანსებს.

სააგენტოს ცნობით, კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისამდე იქნება. ცდებში, პირველ ეტაპზე, 18-დან 30 წლამდე ასაკის 90-მდე მოხალისე ჩაერთვება.

  • აშშ

ფარმაცევტული კომპანიები Sanofi და GSK მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ვაქცინა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირველ ნახევარში. ამ ეტაპზე ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე განვითარების მესამე საფეხურზეა.

ასევე, აღსანიშნავია COVID-19 საწინააღმდეგო ერთ-ერთი კანდიდატი ვაქცინა, რომელიც აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა შექმნა. ვაქცინა ამ დროისთვის კლინიკური ცდების დასკვნით ეტაპზეა და თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, კომპანია გეგმავს 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 100 მილიონი დოზის წარმოებას, რომელიც მხოლოდ აშშ-ზე იქნება გათვლილი.

  • გერმანია

ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა თქმა უნდა, შექმნეს გერმანიაშიც. ვაქცინა კომპანია Biontech-მა და ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა შიმუშავეს. ის ჯერჯერობით განვითარების მესამე ფაზას გადის და თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, 2021 წლის ბოლოსთვის 1.2 მილიარდი დოზის წარმოება იგეგმება.

  • ისრაელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს ისრაელშიც. Timesofisrael-ის ცნობით, ვაქცინას Brilife ჰქვია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განთსმა განაცხადა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტი თვის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გატესტვას ადამიანებზე დაიწყებს. ისრაელში აცხადებენ, რომ ვაქცინაზე მუშაობა 2 თებერვალს დაიწყეს და ახლა დასასრულს უახლოვდებიან. "თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, ეს იქნება უდიდესი ამბავი როგორც ისრაელისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

  • ჩინეთი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინები აქვთ ჩინეთში, რომელთა გამოყენებაც ცოტა ხნის წინ მცირე ჯგუფებში დაიწყო, ხოლო ახლა თანდათან ვაქცინის მოხმარების წრეს აფართოებენ. ერთ-ერთი ვაქცინა ჩინეთის ეროვნულმა ბიოტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნა, თუმცა ისე მიიღო, რომ კლინიკური კვლევები დასრულებული არ იყო, ამიტომაც, ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა ჩინურ ვაქცინას უკუჩვნებები. ჩინეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სულ ხუთი ვაქცინაა განვითარების ფინალურ საფეხურზე, თუმცა საზოგადოებრივ მოხმარებაში ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არაა ჩაშვებული. ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამტკიცებული ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება.

  • რუსეთი

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი ვაქცინა დაარეგისტრირა. "ნოვოსიბირსკის ცენტრმა "ვექტორმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა "ეპივაკკორონა“ დაარეგისტრირა. რამდენადაც ვიცი, გზაშია კიდევ მესამე ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი მუშაობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინები კვლევების დასრულებამდე დაარეგისტრირეს, რის გამოც მთელ მსოფლიოში დარგის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცნობილია, რომ ვაქცინის კლინიკური ცდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 40 000 მოხალისეზე ჩატარდება და პირველი პარტიას - 60 000 დოზის მოცულობით, უახლოეს პერიოდში აწარმოებენ.

ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ამ დრომდე ვირუსით, გლობალური მასშტაბით, 41,1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 1,1 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო 30,6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

წყარო

"ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო" - რას წერს უცხოური მედია

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

Reuters-ი: დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის ვაქცინის ცდები იწყება, რომლის დროსაც მოხალისეებს განზრახ დააინფიცირებენ