პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში
"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში

სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­რან­ბო­ის, ტერ­ტე­რი­სა და აღ­და­ბის რა­ი­ო­ნებ­ში ნაღმტყორ­ცნე­ბი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, დღეს დი­ლი­დან კი - აღჯა­ბა­დის ტე­რი­ტო­რი­ას ბომ­ბა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 ოქ­ტომ­ბერს დღი­სით და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­შიც ოპე­რა­ცი­ე­ბი აღ­და­რა-აღ­და­მის, ფუ­ზუ­ლი-გად­რუ­ტი-ჯაბ­რა­ი­ლი­სა და მდი­ნა­რე არა­ზის გას­წვრივ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„ამ­ჟა­მად, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბას მთელს ფრონტზე აკონ­ტრო­ლე­ბენ,“ - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის არ­მი­ამ ჯებ­რა­ი­ლის რა­ი­ონ­ში კი­დევ 13 სო­ფე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, - აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ილ­ჰამ ალი­ევ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ და­წე­რა.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვი­ეს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მძი­მე არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნეს.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ მტერს უპა­სუ­ხა და რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა,“ - წერს ალი­ე­ვი.

17 ოქ­ტომ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ახალ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს. ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო უწყე­ბებ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცე­ცხლი 18 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან შე­წყდე­ბო­და, თუმ­ცა მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში კვლავ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
41

სომხეთი უნდა გაჩერდეს, თორემ დაღუპავენ მთელ კავკასიას.

ლიზა
0

უღირთ ის მიწა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების სისხლის ფასად. ეს მძიმე ცოდვა ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელობის კისერზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში

სომხეთის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ, დღეს დილიდან კი - აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 18 ოქტომბერს დღისით და ღამის განმავლობაშიც ოპერაციები აღდარა-აღდამის, ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილისა და მდინარე არაზის გასწვრივ მიმდინარეობდა.

„ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს და აზერბაიჯანული დასახლებების წინააღმდეგ მძიმე არტილერია გამოიყენეს.

„აზერბაიჯანის არმიამ მტერს უპასუხა და რამდენიმე დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა,“ - წერს ალიევი.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და აღებული სოფლები - რა ინფორმაციას ავრცელებენ სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე

"საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში საჭირო ძალები გაიგზავნება" - რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"