პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ

სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თმა­ნეთს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის გა­ნახ­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

„სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვით, გო­რან­ბო­ის, ტერ­ტე­რის, აღ­და­მი­სა და აღჯა­ბე­დის რე­გი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა და­ი­წყეს,“ - ნათ­ქვა­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თა­ვის მხრივ, ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბაც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ცა­ხის და­ბომბვას გა­ნაგ­რძო­ბენ. ისი­ნი თავ­დას­ხმას ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ,“ - აცხა­დებს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა მოქ­მე­დებს, რო­მელ­საც მხა­რე­ებ­მა მოს­კოვ­ში მი­აღ­წი­ეს და ძა­ლა­ში 10 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან შე­ვი­და.

ავტორი:

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რეგიონების ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის უწყებაც და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მძიმე არტილერიის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მძიმე არტილერიის გამოყენებით არცახის დაბომბვას განაგრძობენ. ისინი თავდასხმას ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით ახორციელებენ,“ - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი" - ნატო-ს გენერალური მდივანი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "ლიდერი" მძიმედ დაჭრილია - ბოლო ცნობები საომარი ზონიდან