საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე
"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ოქ­როს ბირ­ჟის" კლას­ტერ­მა 100 ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, თბი­ლის­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას ვირუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბა­მაც შე­უ­წყო ხელი.

"თბი­ლის­ში გვქონ­და "ოქ­როს ბირ­ჟის" კლას­ტე­რი, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია და ამ 100-მა ადა­მი­ან­მა ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი და­ა­ინ­ფი­ცი­რა და ასე შემ­დეგ. მაგ­რამ, იმის თქმა, რომ მხო­ლოდ ამ კლას­ტერ­მა მის­ცა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას სტი­მუ­ლი, ასე­თი რამ არ არის. ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბაა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ნაკ­ლე­ბი შეკ­რე­ბე­ბი იყოს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო სამი რე­გი­ო­ნია. აქე­დან, მისი თქმით, დღეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­და. გამ­ყრე­ლი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ღა­ლი რჩე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აჭა­რა­ში, თუმ­ცა იქ ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის.

„ახ­ლად­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 24 სა­ათ­ში არის 680. ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ქვე­ყა­ნა­ში დღეს ჩვენ­თან და­ფიქ­სირ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი ქვე­ყა­ნა­ში იყო აჭა­რა, სა­დაც მუდ­მი­ვად ფიქ­სირ­დე­ბო­და მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აჭა­რა­ში თან­და­თან არის ნიშ­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ. დღე­ვან­დე­ლი დი­ლით, 680 შემ­თხვე­ვი­დან 189 არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აჭა­რა­ში, რო­მელ­მაც და­ი­კა­ვა სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის 28%. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, აჭა­რა­ზე მო­დი­ო­და ხოლ­მე 65% -დან 70% ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა, მაგ­რამ ინ­ფექ­ცია გა­მო­ვი­და აჭა­რის გა­რეთ და დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა სამი წერ­ტი­ლი და, მათ შო­რის, დე­და­ქა­ლა­ქი, სა­დაც დღეს და­ფიქ­სირ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 297 შემ­თხვე­ვა, რა­მაც მო­იც­ვა 44% ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, ასე­ვე, მა­ღა­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმე­რეთ­ში, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ქუ­თა­ი­სის ხარ­ჯზეა, აქ 150 შემ­თხვე­ვაა ანუ 22% სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის, გვაქვს კა­ხეთ­ში - 2 შემ­თხვე­ვა, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 9, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 3, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში - 1, ქვე­მო ქარ­თლში -11 და შიდა ქარ­თლში - 12,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მა­რე­ბით, ახ­ლა­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან, ყვე­ლა­ზე მეტი სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, მე­ო­რე დიდი ჯგუ­ფი, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფე­ბი არი­ან. გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, იზ­რდე­ბა ექი­მე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც და ახ­ლა­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის მათი რა­ო­დე­ნო­ბა 54-ს შე­ად­გენს.

„სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თა­დად, ეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მო­დის სიმპტო­მი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებს, კო­ვიდ კლი­ნი­კებ­სა და ასე­ვე, ონ­ლა­ინ კლი­ნი­კებს და ხდე­ბა მათი ნა­ცხის აღე­ბა და შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბა. ამ 680 შემ­თხვე­ვი­დან 362 არის სწო­რედ სიმპტო­მი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ზე და ამი­ტომ ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა მუ­დამ მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი არის ის, რომ ახლა უკვე ვი­საც კი პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი აქვს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს არის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა დარ­ე­კონ 112-ზე და შე­სა­ბა­მი­სად ოჯა­ხის ექი­მებ­მა მარ­თონ მათი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი. მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდი ჯგუ­ფი ამ ახა­ლი ინ­ცი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­სა არის კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი - 167 და ამი­ტომ ისევ და ისევ ჩვე­ნი მო­წო­დე­ბაა, რომ ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ეძებ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ტეს­ტი იმა­ვე ან მე­ო­რე დღეს ჩა­ი­ტა­როს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ის დარ­ჩეს იზო­ლა­ცი­ა­ში 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ ეწყე­ბა კო­ვი­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, მა­შინ მი­მარ­თოს 112-ს და შე­სა­ბა­მი­სად გა­ი­ა­როს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი. იზ­რდე­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 54-ს შე­ად­გენს. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან 14 და­დე­ბი­თი იყო, იუს­ტი­ცია-შსს - 5, სატ­ვირ­თოს მძღო­ლი - 3 და სხვა რისკ ჯგუ­ფებ­ში70-მდე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, დი­ა­ლიზ­ზე მყოფ 2 პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან სულ 748 000 PCR ტეს­ტი არის გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, სას­წრა­ფო­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ექი­მებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა ყო­ველ 72 სა­ათ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია იძა­ბე­ბა, და­წყე­ბუ­ლია მე­ო­რე ტალ­ღა, რო­მე­ლიც რი­ცხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ძლი­ე­რია, თუმ­ცა, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია სიმ­ძი­მის თვალ­საზ­რი­სით.

„ქვე­ყა­ნა­ში სულ და­წყე­ბი­დან ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 748 000 PCR ტეს­ტი, ბოლო დღე­ე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ გვაქვს 8 500 და გუ­შინ გვქონ­და 7 532 ტეს­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, ახლა ჩემი კო­ლე­გე­ბის დიდი ჯგუ­უ­ფი ერ­თვე­ბა, ანუ სა­მე­დი­ცი­ნო ყვე­ლა მუ­შა­კის ორ კვი­რა­ში ერთხელ ტეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა, ხოლო ყვე­ლა­ზე უფრო კრი­ტი­კუ­ლი მუ­შა­კე­ბი­სა, რო­გო­რე­ბიც არი­ან კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბის ექი­მე­ბი, ისი­ნი კვი­რა­ში ერთხელ გა­ი­ტეს­ტე­ბი­ან. ხოლო კი­დევ უფრო სტრა­ტე­გი­უ­ლი, რო­გო­რიც არი­ან სას­წრა­ფო და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის კო­ლე­გე­ბი, გა­ი­ტეს­ტე­ბი­ან ყო­ველ 72 სა­ათ­ში, რამ­დე­ნა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე არი­ან და მათ­თან მყო­ფი კონ­ტაქ­ტე­ბი გა­ი­ტეს­ტე­ბი­ან უფრო რე­გუ­ლა­რუ­ლად, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დე­ფი­ცი­ტი. ზო­გა­დად, მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში PCR ტეს­ტის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,82%-ია და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 6% გვაქვს და­დე­ბი­თო­ბის, რაც მა­ღა­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი გვაქვს აჭა­რა­ში, ეს გახ­ლავთ და­ახ­ლო­ე­ბით 22% და შემ­დეგ უკვე გვაქვს მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმე­რეთ­ში - 7%, თბი­ლის­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არაგ­ვი­შავს, 4%-ია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

მოკ­ლედ რომ შვე­ა­ჯა­მოთ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მთლი­ა­ნა­დაც და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც, თან­და­თან იძა­ბე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცია და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო შე­მოდ­გო­მა­ზე, მე­ო­რე ტალ­ღა და­წყე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც უფრო ძლი­ე­რია რი­ცხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის თვალ­საზ­რი­სით, ანუ უფრო მე­ტია მსუ­ბუ­ქად და ასიმპტო­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბი. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს 36%-მდე უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა, ანუ საკ­მა­ოდ დიდი წი­ლია უსიმპტო­მო­ე­ბის და მსუ­ბუ­ქე­ბის, რომ­ლე­ბიც სწო­რედ უნდა იმარ­თონ ბი­ნა­ზე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექი­მე­ბის მიერ და ვი­საც ბი­ნა­ზე იზო­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში უნდა მოხ­ვდნენ მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი, ამა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია მუ­შა­ობს. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცეს­კო გან­ცხა­დე­ბას თა­ვად გა­ა­კე­თებს.

"არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ქვე­ყა­ნა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
სანტეხნიკი
0

ხომ გავაკეთე, რო არ გამოქვეყნებულა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვირუსის შიდა გავრცელებამაც შეუწყო ხელი.

"თბილისში გვქონდა "ოქროს ბირჟის" კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანი ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა ოჯახის სხვა წევრები დააინფიცირა და ასე შემდეგ. მაგრამ, იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ კლასტერმა მისცა ვირუსის გავრცელებას სტიმული, ასეთი რამ არ არის. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელებაა, ამიტომ ვამბობ, რომ ნაკლები შეკრებები იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია. აქედან, მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში დაფიქსირდა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში, თუმცა იქ ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

„ახლადდადასტურებული შემთხვევა 24 საათში არის 680. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი. აჭარაში თანდათან არის ნიშნები სერიოზული სტაბილიზაციისკენ. დღევანდელი დილით, 680 შემთხვევიდან 189 არის დაფიქსირებული აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28%. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აჭარაზე მოდიოდა ხოლმე 65% -დან 70% ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი წერტილი და, მათ შორის, დედაქალაქი, სადაც დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44% ახალი შემთხვევების, ასევე, მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც, ძირითადად, ქუთაისის ხარჯზეა, აქ 150 შემთხვევაა ანუ 22% საერთო ინფიცირების, გვაქვს კახეთში - 2 შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, ქვემო ქართლში -11 და შიდა ქართლში - 12,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარებით, ახლადინფიცირებულთაგან, ყველაზე მეტი სიმპტომიანი პაციენტები არიან, მეორე დიდი ჯგუფი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან. გამყრელიძის თქმით, იზრდება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელიც და ახლადინფიცირებულთა შორის მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს.

„სამიზნე ჯგუფების მიხედვით, ძირითადად, ეს ახალი შემთხვევები მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდ კლინიკებსა და ასევე, ონლაინ კლინიკებს და ხდება მათი ნაცხის აღება და შემდეგ ტესტირება. ამ 680 შემთხვევიდან 362 არის სწორედ სიმპტომიან პაციენტებზე და ამიტომ ჩვენი მოწოდება მუდამ მოსახლეობისადმი არის ის, რომ ახლა უკვე ვისაც კი პირველი სიმპტომები აქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და ეს არის ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე და შესაბამისად ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ამ ახალი ინციცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები - 167 და ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი იმავე ან მეორე დღეს ჩაიტაროს. აუცილებელია, რომ ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაშინ მიმართოს 112-ს და შესაბამისად გაიაროს დიაგნოსტირების პროტოკოლი. იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო და მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი იყო, იუსტიცია-შსს - 5, სატვირთოს მძღოლი - 3 და სხვა რისკ ჯგუფებში70-მდე შემთხვევა გამოვლინდა, დიალიზზე მყოფ 2 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან სულ 748 000 PCR ტესტი არის გაკეთებული. როგორც მან განმარტა, სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია იძაბება, დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც რიცხობრივი თვალსაზრისით ძლიერია, თუმცა, შედარებით მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით.

„ქვეყანაში სულ დაწყებიდან ჩატარებულია 748 000 PCR ტესტი, ბოლო დღეების დღიური მაჩვენებელი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს 8 500 და გუშინ გვქონდა 7 532 ტესტი. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში, ახლა ჩემი კოლეგების დიდი ჯგუუფი ერთვება, ანუ სამედიცინო ყველა მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება მოხდება, ხოლო ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკებისა, როგორებიც არიან კოვიდკლინიკების რეანიმაციების ექიმები, ისინი კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული, როგორიც არიან სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კოლეგები, გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათთან მყოფი კონტაქტები გაიტესტებიან უფრო რეგულარულად, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში PCR ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 1,82%-ია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6% გვაქვს დადებითობის, რაც მაღალია და განსაკუთრებით მაღალი გვაქვს აჭარაში, ეს გახლავთ დაახლოებით 22% და შემდეგ უკვე გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმერეთში - 7%, თბილისში ჯერჯერობით არაგვიშავს, 4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, საყურადღებოა.

მოკლედ რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორი იქნება არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლი, ამაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს. როგორც მან განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას თავად გააკეთებს.

"არჩევნებისა და ხმის მიცემის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მაქსიმალურად შეეცდება ქვეყანა, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა