პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში
აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ, ახლა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 7-ში, თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის სივ­რცე მზად არის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის მას­პინ­ძლო­ბი­სათ­ვის.

მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე თი­ბი­სის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის ნა­წი­ლია და ის მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბურ და გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას სთა­ვა­ზობს. აქ მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის ერთ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­უ­კე­თე­სო პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ყვე­ლა ის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

სივ­რცე შე­ნო­ბის 4 სარ­თულ­ზე, 2400 კვ.მ.-ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და 11 ქვე­სივ­რცედ იყო­ფა. ესე­ნია: სა­გა­მო­ფე­ნო და საპ­რე­ზენ­ტა­ციო დარ­ბა­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, კაფე, სა­ერ­თო-სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნე­ბი. პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა თი­ბი­სიმ ორი წლის წინ და­ი­წყო. იდეა და ჩა­ნა­ფიქ­რი ბრი­ტა­ნულ რი­თე­ილ დი­ზა­ინ სა­ა­გენ­ტო - Sheridan & Co-სთან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 7 შე­მოქ­მე­დე­ბით-შე­მეც­ნე­ბი­თი ცენ­ტრი და სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მოა ერ­თმა­ნეთ­თან შე­სახ­ვედ­რად და იდე­ე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტი მუდ­მი­ვად უმას­პინ­ძლებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გა­მო­ფე­ნებ­სა და შეხ­ვედ­რებს სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან - ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბაც, აქ მო­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის, შე­საძ­ლოა, პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლი­სა და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ბიძ­გი გახ­დეს.

1912 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მა­ღა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ნა­გე­ბო­ბაა, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. კავ­კა­სი­ის ოფი­ცერ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის ოფი­სის შემ­დეგ, 1934 წელს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უნი­ვერ­მა­ღად გა­და­კეთ­და. 2003 წელს კი, თი­ბი­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­ნო­ბას თავ­და­პირ­ვე­ლი იე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, სრულ­ყო­ფი­ლი რეს­ტავ­რა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და და ბან­კის სა­თაო ოფი­სად იქცა.

თი­ბი­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბაა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი იყო. სწო­რედ ამ შთა­გო­ნე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა აქ, ახლა ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით გა­ცო­ცხლდა.

თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის სივ­რცე დღე­ი­დან ყვე­ლას­თვის ღიაა, მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის.

მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული.

სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა. ესენია: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. პროექტზე მუშაობა თიბისიმ ორი წლის წინ დაიწყო. იდეა და ჩანაფიქრი ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად განხორციელდა.

მარჯანიშვილის 7 შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. თიბისი კონცეპტი მუდმივად უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.

1912 წელს აშენებული ისტორიული შენობა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რომელსაც საუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთი დანიშნულება ჰქონდა. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური ასოციაციის ოფისის შემდეგ, 1934 წელს თბილისის ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა. 2003 წელს კი, თიბისის ინიციატივით, შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნების მიზნით, სრულყოფილი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბანკის სათაო ოფისად იქცა.

თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა აქ, ახლა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

თიბისი კონცეპტის სივრცე დღეიდან ყველასთვის ღიაა, მისი მომხმარებლები კი სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

R

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში