უკვე თვეზე მეტია რაც მაკა ასათიანი პანდემიის პერიოდს საქართველოში ატარებს. საერთოდ კი, ის წლებია მეუღლესთან და შვილებთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. მაკას რამდენიმე თვის წინ პირველი შვილიშვილიც შეეძინა.
მაკა ასათიანის საქართველოში სტუმრობას ყოველთვის ინტერესით ადევნებს თვალს საზოგადოება, რადგან საინტერესო აქტივობებით გამოირჩევა ხოლმე. არც ამჯერად გაგვაწბილა. მან სოზარ სუბართან ერთად ვარკეთილი მოიარა და "ქართული ოცნების“ მაჟორიტარს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ასათიანისთვის უჩვეულო არ გახლავთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ის აქტიური მოწინაამღდეგე იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის და წლების წინ ზვიად ძიძიგურსაც გულშემატკივრობდა.
ვარკეთილის შემდეგ, მაკა ასათიანი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რთველში ესტუმრა. მიპატიჟებისთვის დიზაინერმა მადლობა ვასაძის ცოლს ნინო დურგლიშვილს გამოუცხადა, ხოლო რთველის მიმდინარეობისა და შემდგომი სუფრის კადრები "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, "სთორიში“ გაგვიზიარა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/isSSKq6ILYU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/BPfMgs3ozjc" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>