ავტორი:

ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია

ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ცხედრებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს", - აღნიშნულია განცხადებაში.

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი