პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე
"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე

მო­ვახ­დი­ნეთ ის რე­ა­გი­რე­ბა, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გვაქვს და­კის­რე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბა იმ თე­მა­ზე, უნდა და­ემ­თხვეს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის დღის წეს­რიგს ან სა­არ­ჩევ­ნო კა­ლენ­დარს გა­მო­ძი­ე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ხდე­ბო­და დე­და­ნი რუ­კის და­მალ­ვა და სწო­რედ ეს დე­და­ნი რუკა, რო­მე­ლიც "რუ­სულ რუ­კად" მო­ი­ნათ­ლა, იპო­ვეს იძუ­ლე­ბი­თი ჩხრე­კის შე­დე­გად, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­მუ­შაო ოთახ­ში.

„აქ გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქემ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი რუ­კე­ბი გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, ამ რუ­კას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც რუ­სულ რუ­კად მო­ი­ნათ­ლა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნილ იქნა ამე­რი­კუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი რუ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იგი­ვე მო­ცე­მუ­ლო­ბას ასა­ხავს.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ ჯგუ­ფებს შე­უძ­ლი­ათ ამ სცე­ნარს, ამე­რი­კუ­ლი ან გერ­მა­ნუ­ლი სცე­ნა­რიც კი უწო­დონ. 17 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც მოხ­და ჩვენ­თვის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა, მყი­სი­ე­რად და­ვი­წყეთ რე­ა­გი­რე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
13:46 / 08-10-2020

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

21:06 / 08-10-2020

"მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული" - პროკურორი

21:39 / 08-10-2020

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

11:01 / 12-10-2020

"მელაშვილის გარდა, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა საგარეო საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც" - არქიმანდრიტის სკანდალური ჩვენება

ჩა­ვა­ტა­რეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო, რომ არ­სე­ბობ­და ასლი, ერთი 1:200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კის, რო­მე­ლიც შემ­დგომ იძუ­ლე­ბი­თი ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა დე­და­ნი რუკა, რო­მე­ლიც ე.წ. რუ­სუ­ლი რუ­კის სა­ხე­ლი­თაა მო­ნათ­ლუ­ლი, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ოთახ­ში და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს რუკა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან და­ი­მა­ლა და არ წა­რედ­გი­ნა კო­მი­სი­ას.

შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, ჩვენ კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ვახ­დი­ნეთ ის რე­ა­გი­რე­ბა, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გვაქვს და­კის­რე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბა იმ თე­მა­ზე, უნდა და­ემ­თხვეს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის დღის წეს­რიგს ან სა­არ­ჩევ­ნო კა­ლენ­დარს გა­მო­ძი­ე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია“,-აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯვებე
17

რუკა რატო არ გაანადგურა მაგ ხალხმა? ეგენი უეჭველი აზერბაიჯანის დავალებით მოქმედებდნენ და დამატებით ჯაშუშობა უნდა დაბრალდეთ მაგათ.

ნინო
15

რაღაც შეუსაბამობაა.თუ დამალეს ეს რუკა,მაშინ სამხილად რატომ შეინახეს,რატომ არ გაანადგურეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე

"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე

მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე, უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ბრალდებულების მიერ ხდებოდა დედანი რუკის დამალვა და სწორედ ეს დედანი რუკა, რომელიც "რუსულ რუკად" მოინათლა, იპოვეს იძულებითი ჩხრეკის შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში.

„აქ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოქალაქემ გადაწყვიტა თავისი კუთვნილი რუკები გადაეცა სახელმწიფოსთვის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ხელშეწყობის მიზნით, ამ რუკასთან ერთად, რომელიც რუსულ რუკად მოინათლა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ასევე წარმოდგენილ იქნა ამერიკული, გერმანული რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით იგივე მოცემულობას ასახავს.

შესაბამისად, ამ ჯგუფებს შეუძლიათ ამ სცენარს, ამერიკული ან გერმანული სცენარიც კი უწოდონ. 17 აგვისტოს, როდესაც მოხდა ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება.

ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები. კომისიის წევრების შესახებ ცნობილი იყო, რომ არსებობდა ასლი, ერთი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის, რომელიც შემდგომ იძულებითი ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩნდა დედანი რუკა, რომელიც ე.წ. რუსული რუკის სახელითაა მონათლული, ერთ-ერთი ბრალდებული სამუშაო ოთახში და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა ბრალდებულის მხრიდან დაიმალა და არ წარედგინა კომისიას.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პროკურატურისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, ჩვენ კანონიერი ვალდებულების შესრულების პროცესში მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე, უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია“,-აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

კახეთში 18 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე მისი თანასოფლელი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

კახეთში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - "სახეში ქვა აქვს დარტყმულიო"

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში