პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი
"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს­თან ერ­თად, კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­თა ცალ­კე ჯგუ­ფის შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს. პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს პრო­ცე­სი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე ყვე­ლას მო­უ­წო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ აპ­ლი­კა­ცი­ით - Stop Covid, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირ­თან შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

„დღეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ეს ტალ­ღა ვმარ­თოთ. ამი­ტომ, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწრა­ფად მოხ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ტეს­ტი­რე­ბა და მათი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნა, რა­ზეც შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ამ ხალ­ხის იზო­ლა­ცი­ა­ში სწრა­ფად გა­დაყ­ვა­ნა. ამის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია აპ­ლი­კა­ცია Stop Covid-ი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­კე­თა. მეც მაქვს ტე­ლე­ფონ­ში ჩატ­ვირ­თუ­ლი და ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხვდე­ბა, უნდა ვუ­თხრათ, რომ ჩატ­ვირ­თოს ეს აპ­ლი­კა­ცია. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სტრუქ­ტუ­რა და­ვა­ლა­გოთ ისე, რომ სტა­ცი­ო­ნარ­ში მი­ვი­დეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სტა­ცი­ო­ნა­რი სჭირ­დე­ბა. რო­გორც კი ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა ან კრი­ტი­კუ­ლი, მისი მარ­თვა უკვე სა­ერ­თო საქ­მეა, ეს ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ. ამი­ტომ მი­ვიჩ­ნევთ, რომ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის ცალ­კე ჯგუ­ფის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რი. რა თქმა უნდა, კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც დაგ­რო­ვი­ლია, ყვე­ლამ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. პირ­ვე­ლი ტალ­ღის წარ­მა­ტე­ბას ჰყავ­და თა­ვი­სი გმი­რე­ბი და სა­ხე­ე­ბი; ახლა შევ­დი­ვართ მე­ო­რე ტალ­ღა­ში, სა­დაც სხვა რი­გის პრობ­ლე­მე­ბი დგას და უნდა გაჩ­ნდნენ ახა­ლი გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ღირ­სე­ულ კოჰორ­ტას უნდა შე­ე­მა­ტონ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ­მა მო­ის­მი­ნა კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მე­დი­კო­სე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, კლი­ნი­კურ, მათ შო­რის, მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ კლი­ნი­კებ­ში.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მსგავ­სი ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რე­ბი კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა მშვილდაძე სააკაშვილისა
15

თუ საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავალთ მერე შეიძლება მართლა გვეშველოს .გახარია რო გამოეყოს ოცნებას და ცალკე პარტია შექმნას 100%-ით მოუგებს ყველას. . გახარია პრეზიდენტად.

ანა
2

და აქამდე რატომ არ შეიქმნა? რა სირთულე იყო, რომ შეექმნათ ასეთი ონლაინ კონსილიუმი??

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი

"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პრემიერის განცხადებით, ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

„დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მივიჩნევთ, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები, კლინიკურ, მათ შორის, მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები კლინიკების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

"ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"-ი

"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა