პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"
რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

სა­ი­დან და რო­გორ ჩნდე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი? თით­ქოს, მარ­ტი­ვი შე­კი­თხვაა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნე­ბის შე­საყ­ვა­რებ­ლად, მთა­ვა­რია, და­ვი­წყოთ კი­თხვა. თუმ­ცა ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ წა­სა­კი­თხი წიგ­ნი, რათა მან უფრო მეტი წიგ­ნის გაც­ნო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მშობ­ლე­ბის­თვის, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა ბავ­შვი პირ­ვე­ლად იწყებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გებს ხში­რად უწევთ მათ­თვის რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, თუ რო­გორ გახ­დეს წიგ­ნი ბავ­შვის, მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი. ამ მხრივ, "პა­ლიტ­რა L-ის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის" სე­რია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა, რო­გორც მშობ­ლებს, პე­და­გო­გებს, ასე­ვე - ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნონ ასა­კობ­რი­ვად მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა.

"მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" არის სე­რია, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მო­ზარდს შე­აყ­ვა­რებს კი­თხვას და წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის. აქ არის ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომ­ლის შერ­ჩე­ვა­სა და სხვა­დას­ხვა კლა­სის მოს­წავ­ლე­თათ­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მწერ­ლებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი და თან­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებ­საც აერ­თი­ა­ნებს.

"მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" არის სე­რია იმ წიგ­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. ასო­ცი­ა­ცია ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის­თვის ად­გენს ანო­ტა­ცი­ას, კი­თხვარს და ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრავს, რო­მელ ას­კობ­რივ ჯგუფს, რო­მე­ლი წიგ­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს წიგ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს პე­და­გო­გებს, ვი­ნა­ი­დან, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თონ ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებ­შია მო­ცე­მუ­ლი, რად­გან კი­თხვე­ბი არის სამ­სჯე­ლო და ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას", - თი­ნა­თინ ქავ­თა­რა­ძე, პე­და­გო­გი.

"მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" უკვე 70-ზე მეტ წიგნს აერ­თი­ა­ნებს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მუდ­მი­ვად გა­მო­ი­ცე­მა სი­ახ­ლე­ე­ბი. გთა­ვა­ზობთ სე­რი­ის 5 ახალ გა­მო­ცე­მას:

წიგ­ნი მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წი­სა და „დედა ენის“ ავ­ტო­რის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ულ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ამ მო­თხრო­ბებ­ში ბავ­შვი გა­იც­ნობს სა­ხელ­გან­თქმულ ქარ­თველ მე­ფე­ებ­სა და გმი­რებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია შეც­ვა­ლეს: აა­გეს კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, და­ა­ფუძ­ნეს ქა­ლა­ქე­ბი, შექ­მნეს ქარ­თუ­ლი ენა და დამ­წერ­ლო­ბა, გა­ნა­ვი­თა­რეს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ნავ­რცეს გა­ნათ­ლე­ბა და აა­შე­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­ი­გეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის ომე­ბი და გა­ა­ერ­თი­ა­ნეს ქვე­ყა­ნა.

წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია აკა­კი წე­რეთ­ლის მცი­რე მო­თხრო­ბე­ბი და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტი „ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“. ამ მო­თხრო­ბებ­ში ავ­ტო­რი სამ­შობ­ლოს ბედ-იღ­ბალ­ზე, სირ­თუ­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე მის ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­სა და ქარ­თულ ადათ-წე­სებ­ზე გვიყ­ვე­ბა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკა­კი მხო­ლოდ აღ­წე­რით როდი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ხში­რად კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებ­საც გვთა­ვა­ზობს.

მცი­რე მო­თხრო­ბებ­ში სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლებს გა­ეც­ნო­ბით, ბავ­შვე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გა­ი­ზი­ა­რებთ. „ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ კი იმ კარს გა­გი­ღებთ, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბა­ში შე­გა­ხე­დებთ.

ვინი პუჰი მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი და მსუ­ნა­გი და­თუ­ნი­აა. მას თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს და გიჟ­დე­ბა თაფლზე. და­თუ­ნია პუ­ჰის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ხა­ლი­სი­თაა სავ­სე.

წიგნ­ში გა­იც­ნობთ ვი­ნის მე­გობ­რებს: კურ­დღელს, გო­ჭუ­ნას, ბუს, ვირუ­კე­ლა იო­ი­ოს, კენგს, ვე­ფხვსა და ბი­ჭუ­ნა კრის­ტო­ფერ რო­ბინს. ისი­ნი სულ პუ­ჰის გვერ­დით არი­ან და ხში­რად, და­იხ­სნი­ან ხოლ­მე და­თუ­ნი­ას გა­სა­ჭი­რი­დან. თა­ვის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მე­გო­ბა­რი მო­წყე­ნი­ლია, ან დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ამ­რი­გად, გა­ი­ცა­ნით ვინი პუჰი და მისი მე­გობ­რე­ბი. ისი­ნი გა­გი­ძღვე­ბი­ან და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გზა­ზე და გაჩ­ვე­ნე­ბენ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია ყო­ვე­ლი დღე, როცა მე­გობ­რებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ.

და­ი­კო ნუცა და ძა­მი­კო ბუცა თე­ატ­რი­დან გაქ­ცე­ულ ან­ბა­ნის თო­ჯი­ნებს ეძე­ბენ. ბრა­ზი­ან­მა თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა გა­ა­ნა­წყე­ნა თო­ჯი­ნე­ბი. ბავ­შვე­ბი რომ არა, ისი­ნი ახ­ლაც და­კარ­გუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. ნუ­ცამ და ბუ­ცამ ბევ­რი იწ­ვა­ლეს, რათა თო­ჯი­ნე­ბი ეპო­ვათ და ალ­ბათ, წარ­მა­ტე­ბას ვერც მი­აღ­წევ­დნენ, რომ არა მო­ლა­პა­რა­კე კურ­დღე­ლი, რო­მელ­მაც ბავ­შვებს ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვე­ბი ას­წავ­ლა: “ჩიკი, ჩიკი, ჩი­კო­ნი, და­კარ­გუ­ლებს ვი­პო­ვი!“

ნუცა და ბუცა შე­უდ­გნენ ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით თო­ჯი­ნე­ბის მო­ძებ­ნას და იცით სად აღ­მოჩ­ნდა თო­ჯი­ნა ანი? - ბა­ჭია აც­მა­ცუ­ნას აგა­რაკ­ზე, კი­დევ იცით, რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­უ­წი­ათ ბავ­შვებს, დარ­ჩე­ნი­ლი ოც­და­თორ­მე­ტი თო­ჯი­ნის სა­პოვ­ნე­ლად?

თო­ჯი­ნე­ბი მად­ლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ კურ­დღე­ლი­სა და ბავ­შვე­ბის, რომ­ლებ­მაც საყ­ვა­რელ თე­ატ­რში და­აბ­რუ­ნეს და კი­დევ ბევ­რი წარ­მოდ­გე­ნის გა­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს, მაგ­რამ სად და­ი­კარ­გნენ თო­ჯი­ნა ბანი, განი, ჯანი, ან სხვე­ბი? ამას უკვე წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ად­გენთ.

იგა­ვი შე­ფარ­ვით ეუბ­ნე­ბა სათ­ქმელს მკი­თხველს. მისი გმი­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ­ში ის ადა­მი­ა­ნუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და სატ­კი­ვა­რია გად­მო­ცე­მუ­ლი, რაც გვა­წუ­ხებს, რის შე­სა­ხე­ბაც, ხში­რად, კი­თხვებს ვსვამთ. სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია მის თხზუ­ლე­ბა­ში „სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა“. აღ­ნიშ­ნულ ტექ­სტში მე­ფის ორი ვე­ზი­რის, რუ­ქა­სა და სედ­რა­ქის, კა­მა­თი და პა­ექ­რო­ბა იგა­ვე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფია ცდი­ლობს იგავ-არა­კე­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ვი­სი მარ­თე­ბუ­ლო­ბა.

არა­კე­ბი, რო­მელ­თაც წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით, ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე და­გა­ფიქ­რებთ: რა არის პა­ტი­ოს­ნე­ბა? რას ნიშ­ნავს სი­კე­თე? არ­სე­ბობს თუ არა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა? პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის­თვის გარ­ჯა ჯო­ბია, თუ უან­გა­როდ სხვის­თვის და­ხარ­ჯვა? ეს კი­თხვე­ბი გან­მსჭვა­ლავს ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და მუ­დამ და­ფიქ­რე­ბას მო­ი­თხოვს მის­გან. იგა­ვე­ბი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ, რა­შიც ვე­რა­ვინ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა: ბა­ყაყ­მა თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს სხვა წყლებ­ში გა­და­ვი­დეს სა­ნა­ვარ­დოდ, თუ გუ­ბუ­რა­ში დარ­ჩეს და და­ი­ღუ­პოს („იხვი და ბა­ყა­ყი“), მცუ­რავ­მა უნდა არ­ჩი­ოს – ღმერ­თის შე­წევ­ნას და­ე­ლო­დოს, თუ თვი­თონ გა­და­ირ­ჩი­ნოს თავი („უგუ­ნუ­რი მცუ­რა­ვი“). ამ­რი­გად, ჩვენ მუ­დამ გვიხ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც კი­თხვე­ბის დას­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. მთა­ვა­რი კი ისაა, გა­ვი­აზ­როთ, რა იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­ფა­სუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

საიდან და როგორ ჩნდება წიგნების კითხვის სიყვარული? თითქოს, მარტივი შეკითხვაა და შეიძლება ითქვას, რომ წიგნების შესაყვარებლად, მთავარია, დავიწყოთ კითხვა. თუმცა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ წასაკითხი წიგნი, რათა მან უფრო მეტი წიგნის გაცნობის ინტერესი გამოიწვიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მშობლებისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ბავშვი პირველად იწყებს წიგნთან ურთიერთობას. შესაბამისად, პედაგოგებს ხშირად უწევთ მათთვის რჩევების გაზიარება, თუ როგორ გახდეს წიგნი ბავშვის, მოზარდის ცხოვრების ნაწილი. ამ მხრივ, "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული "მოსწავლის არჩევანის" სერია ძალიან დაეხმარება, როგორც მშობლებს, პედაგოგებს, ასევე - ბავშვებსა და მოზარდებს, რომ აღმოაჩინონ ასაკობრივად მათთვის სასურველი საინტერესო ლიტერატურა.

"მოსწავლის არჩევანი" არის სერია, რომელშიც გაერთიანებული წიგნები მოზარდს შეაყვარებს კითხვას და წიგნთან ურთიერთობას ბევრად უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის. აქ არის ლიტერატურა, რომლის შერჩევასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობენ. მსოფლიოში ცნობილ მწერლებთან ერთად, პროექტი ქართველი კლასიკოსი და თანმედროვე ავტორების წიგნებსაც აერთიანებს.

"მოსწავლის არჩევანი" არის სერია იმ წიგნებისა, რომელიც შეიქმნა ჩვენი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ასოციაცია ამ სერიის წიგნებისთვის ადგენს ანოტაციას, კითხვარს და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით განსაზღვრავს, რომელ ასკობრივ ჯგუფს, რომელი წიგნი შეესაბამება. ეს წიგნები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პედაგოგებს, ვინაიდან, საგაკვეთილო პროცესში შეიძლება ჩართონ ის კითხვები, რომლებიც წიგნებშია მოცემული, რადგან კითხვები არის სამსჯელო და ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარებას", - თინათინ ქავთარაძე, პედაგოგი.

"მოსწავლის არჩევანი" უკვე 70-ზე მეტ წიგნს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, მუდმივად გამოიცემა სიახლეები. გთავაზობთ სერიის 5 ახალ გამოცემას:

წიგნი მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე, ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში ბავშვი გაიცნობს სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ომები და გააერთიანეს ქვეყანა.

წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის მცირე მოთხრობები და ავტობიოგრაფიული ტექსტი „ჩემი თავგადასავალი“. ამ მოთხრობებში ავტორი სამშობლოს ბედ-იღბალზე, სირთულეებით აღსავსე მის ისტორიულ წარსულსა და ქართულ ადათ-წესებზე გვიყვება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აკაკი მხოლოდ აღწერით როდი შემოიფარგლება, ხშირად კრიტიკულ შეფასებებსაც გვთავაზობს.

მცირე მოთხრობებში სახალისო თავგადასავლებს გაეცნობით, ბავშვების დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს გაიზიარებთ. „ჩემი თავგადასავალი“ კი იმ კარს გაგიღებთ, რომელიც მე-19 საუკუნის მოზარდის ცხოვრებაში შეგახედებთ.

ვინი პუჰი მხიარული, კეთილი და მსუნაგი დათუნიაა. მას თავისი მეგობრები ძალიან უყვარს და გიჟდება თაფლზე. დათუნია პუჰის თავგადასავლები ხალისითაა სავსე.

წიგნში გაიცნობთ ვინის მეგობრებს: კურდღელს, გოჭუნას, ბუს, ვირუკელა იოიოს, კენგს, ვეფხვსა და ბიჭუნა კრისტოფერ რობინს. ისინი სულ პუჰის გვერდით არიან და ხშირად, დაიხსნიან ხოლმე დათუნიას გასაჭირიდან. თავის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მეგობარი მოწყენილია, ან დახმარება სჭირდება.

ამრიგად, გაიცანით ვინი პუჰი და მისი მეგობრები. ისინი გაგიძღვებიან დაუვიწყარი თავგადასავლების გზაზე და გაჩვენებენ, როგორი ბედნიერია ყოველი დღე, როცა მეგობრებს ერთმანეთი უყვართ.

დაიკო ნუცა და ძამიკო ბუცა თეატრიდან გაქცეულ ანბანის თოჯინებს ეძებენ. ბრაზიანმა თეატრის დირექტორმა გაანაწყენა თოჯინები. ბავშვები რომ არა, ისინი ახლაც დაკარგულები იქნებოდნენ. ნუცამ და ბუცამ ბევრი იწვალეს, რათა თოჯინები ეპოვათ და ალბათ, წარმატებას ვერც მიაღწევდნენ, რომ არა მოლაპარაკე კურდღელი, რომელმაც ბავშვებს ჯადოსნური სიტყვები ასწავლა: “ჩიკი, ჩიკი, ჩიკონი, დაკარგულებს ვიპოვი!“

ნუცა და ბუცა შეუდგნენ ანბანის მიხედვით თოჯინების მოძებნას და იცით სად აღმოჩნდა თოჯინა ანი? - ბაჭია აცმაცუნას აგარაკზე, კიდევ იცით, რამდენი საინტერესო ადგილის დათვალიერება მოუწიათ ბავშვებს, დარჩენილი ოცდათორმეტი თოჯინის საპოვნელად?

თოჯინები მადლიერები იყვნენ კურდღელისა და ბავშვების, რომლებმაც საყვარელ თეატრში დააბრუნეს და კიდევ ბევრი წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ სად დაიკარგნენ თოჯინა ბანი, განი, ჯანი, ან სხვები? ამას უკვე წიგნის წაკითხვის შემდეგ დაადგენთ.

იგავი შეფარვით ეუბნება სათქმელს მკითხველს. მისი გმირები ცხოველები, ფრინველები არიან, თუმცა მათში ის ადამიანური პრობლემები და სატკივარია გადმოცემული, რაც გვაწუხებს, რის შესახებაც, ხშირად, კითხვებს ვსვამთ. სულხან-საბა ორბელიანის იგავები წარმოდგენილია მის თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა“. აღნიშნულ ტექსტში მეფის ორი ვეზირის, რუქასა და სედრაქის, კამათი და პაექრობა იგავებით მიმდინარეობს. ორი დაპირისპირებული ფილოსოფია ცდილობს იგავ-არაკებით წარმოაჩინოს თავისი მართებულობა.

არაკები, რომელთაც წიგნში გაეცნობით, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ: რა არის პატიოსნება? რას ნიშნავს სიკეთე? არსებობს თუ არა აბსოლუტური ბოროტება? პირადი გამორჩენისთვის გარჯა ჯობია, თუ უანგაროდ სხვისთვის დახარჯვა? ეს კითხვები განმსჭვალავს ადამიანის ყოველდღიურობას და მუდამ დაფიქრებას მოითხოვს მისგან. იგავები არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე მიგვანიშნებენ, რაშიც ვერავინ დაგვეხმარება, გარდა საკუთარი თავისა: ბაყაყმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სხვა წყლებში გადავიდეს სანავარდოდ, თუ გუბურაში დარჩეს და დაიღუპოს („იხვი და ბაყაყი“), მცურავმა უნდა არჩიოს – ღმერთის შეწევნას დაელოდოს, თუ თვითონ გადაირჩინოს თავი („უგუნური მცურავი“). ამრიგად, ჩვენ მუდამ გვიხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც კითხვების დასმის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. მთავარი კი ისაა, გავიაზროთ, რა იქნება გაკეთებული არჩევანის საფასური.

"პალიტრა L" 15 წლისაა - როგორ ულოცავს გამომცემლობას იუბილეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე შესაძლებელია