პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს
"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ტე­ბას­თან ერ­თად იმა­ტებს კი­თხვე­ბიც COVID -19-ისა და ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. "კვი­რის პა­ლიტ­რა", ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა თუ კლი­ნი­ცის­ტე­ბის­გან იღებს. ამ­ჟა­მად ჩვენ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ისე აზი­ა­ნებს ფილ­ტვებს, ქსო­ვი­ლი აღა­რას­დროს აღ­დგე­ბა. ეს მარ­თა­ლია თუ პა­ნი­კის ნა­ყო­ფი?

- ვერ ვი­ტყვით, რომ ფილ­ტვე­ბი მთლად დან­გრე­უ­ლი რჩე­ბა, მაგ­რამ კვალს ტო­ვებს - ასეა ცნო­ბი­ლი ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბით, მაგ­რამ ჩვენ ჯერ ასე­თი კვლე­ვე­ბი არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, ჩვენ­თან არც ერთი ავად­მყო­ფი არ მო­სუ­ლა კო­ვი­დის"შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით.ახლა ვამ­ზა­დებთ სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც, დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბი სამი და ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­ვა­მოწ­მოთ.

იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და სამი და ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­მეძ­ლე­ბა გი­თხრათ, ტო­ვებს თუ არა ეს ვირუ­სი კვალს. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მიძ­ლია მხო­ლოდ უცხო­უ­რი სტა­ტი­ე­ბი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით გი­თხრათ, რომ ტო­ვებს, მაგ­რამ არა - მძი­მეს ან სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშს.

- რამ­დენ ადა­მი­ანს აინ­ფი­ცი­რებს ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და უსიმპტო­მო ავად­მყო­ფი არის თუ არა გა­დამ­დე­ბი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა, რომ ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ 2,5 ადა­მი­ანს აინ­ფი­ცი­რებს. ამას ჰქვია რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი რი­ცხვი. ვი­ღაც 10-12-ს და­ა­ინ­ფი­ცი­რებს, ვი­ღაც - არც ერთს, სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლად კი 2,5 ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა.რაც შე­ე­ხე­ბა უსიმპტო­მო­ებს, ამის თა­ო­ბა­ზე აზრი მსოფ­ლი­ო­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან ით­ვლე­ბო­და, რომ ისი­ნი გა­დამ­დე­ბი არ არი­ან, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ არი­ან და თა­ნაც არა­ნაკ­ლებ, ვიდ­რე სიმპტო­მუ­რე­ბი. ბოლო ვერ­სია ასე­თია - უსიმპტო­მო­ე­ბი გა­დამ­დე­ბი არი­ან, ოღონდ, შე­საძ­ლოა, ცოტა უფრო ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე - სიმპტო­მი­ა­ნე­ბი.

- მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ში თუ არის სი­ახ­ლე?

- პრინ­ცი­პუ­ლი სი­ახ­ლე ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, მაგ­რამ მსოფ­ლიო ემ­ზა­დე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. მთავ­რდე­ბა კვლე­ვე­ბი "რემ­დე­სი­ვირ­ზე", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო მე­დი­კა­მენ­ტად ით­ვლე­ბო­და. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა და სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ო­ბენ, რომ ეს პრე­პა­რა­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­მო­ი­ტა­ნონ ქვე­ყა­ნა­ში. მსოფ­ლი­ო­ში ის დე­ფი­ცი­ტია, მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში იშო­ვე­ბა, რად­გან ჯერ ამე­რი­კის ბა­ზა­რიც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა კომ­პა­ნია "გი­ლი­ად­მა", რო­მე­ლიც ამ წა­მალს აწარ­მო­ებს. დიდი იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც "რემ­დე­სი­ვირს" შე­მო­ი­ტანს.

ფარ­თოვ­დე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის პლაზ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბაც. სა­ქარ­თვე­ლომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ეს მე­თო­დი, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ შვიდ ავად­მყოფ­თან გა­მო­ვი­ყე­ნეთ და გა­დარ­ჩა ხუთი, ისი­ნი, ვინც სხვაგ­ვა­რად ვერ გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. დავ­სვით სა­კი­თხი სა­მი­ნის­ტრო­ში, რომ გა­ი­ზარ­დოს ასე­თი პლაზ­მის მი­ღე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა მა­სობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს, გა­ა­კე­თონ სი­კე­თე და გა­ი­ღონ პლაზ­მა სხვის გა­და­სარ­ჩე­ნად. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ხა­ლი­სე დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა.

სულ ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბაა ე.წ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ტერ­მი­ნი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იცი­ან. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს, ყველ­გან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. თუ ეს კო­ვი­დის დრო­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი იყოს.

კმა­ყო­ფი­ლე­ბით მინ­და ვთქვა, რომ აშშ-ის ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და მისი ლი­დე­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მსოფ­ლი­ო­ში იმ ერ­თე­უ­ლი წამ­ყვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სი­ა­შია, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი და­ი­წყე­ბენ მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მოც­დას.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გენ­დო­ბათ და შევ­შინ­დით, როცა თქვენს გა­დად­გო­მა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი... ბევ­რი რამ ით­ქვა, მი­ნის­ტრმა ტი­კა­რა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი თა­ვის მი­ნის­ტრსა და ქვე­ყა­ნას არ უღა­ლა­ტებ­სო..

- ცო­ტას ვმერ­ყე­ობ­დი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია - მე ვრჩე­ბი, არ­სად მივ­დი­ვარ! დიახ, ვრჩე­ბი!...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleqsandre
82

კომკავშირელის პატაკია 

((
4

არაფერს არ ანგრევს.ნუ ზაფრავთ ხალხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

კოვიდინფიცირებულთა მატებასთან ერთად იმატებს კითხვებიც COVID -19-ისა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. "კვირის პალიტრა", ტრადიციულად, ამ კითხვებზე პასუხს ცნობილი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგებისა თუ კლინიცისტებისგან იღებს. ამჟამად ჩვენ თენგიზ ცერცვაძეს ვესაუბრებით.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი ისე აზიანებს ფილტვებს, ქსოვილი აღარასდროს აღდგება. ეს მართალია თუ პანიკის ნაყოფი?

- ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს - ასეა ცნობილი ცალკეული კვლევებით, მაგრამ ჩვენ ჯერ ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, ჩვენთან არც ერთი ავადმყოფი არ მოსულა კოვიდის"შემდგომი გართულებებით.ახლა ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, კოვიდგადატანილები სამი და ექვსი თვის შემდეგ შევამოწმოთ.

იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და სამი და ექვსი თვის შემდეგ შემეძლება გითხრათ, ტოვებს თუ არა ეს ვირუსი კვალს. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ უცხოური სტატიებისა და გამოკვლევების მიხედვით გითხრათ, რომ ტოვებს, მაგრამ არა - მძიმეს ან სიცოცხლისთვის საშიშს.

- რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული და უსიმპტომო ავადმყოფი არის თუ არა გადამდები?

- ოფიციალურად ითვლება, რომ ერთი ინფიცირებული საშუალოდ 2,5 ადამიანს აინფიცირებს. ამას ჰქვია რეპროდუქციული რიცხვი. ვიღაც 10-12-ს დააინფიცირებს, ვიღაც - არც ერთს, საშუალო მაჩვენებლად კი 2,5 ადამიანი ითვლება.რაც შეეხება უსიმპტომოებს, ამის თაობაზე აზრი მსოფლიოში რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ითვლებოდა, რომ ისინი გადამდები არ არიან, შემდეგ გაირკვა, რომ არიან და თანაც არანაკლებ, ვიდრე სიმპტომურები. ბოლო ვერსია ასეთია - უსიმპტომოები გადამდები არიან, ოღონდ, შესაძლოა, ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე - სიმპტომიანები.

- მკურნალობის მეთოდებში თუ არის სიახლე?

- პრინციპული სიახლე ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მსოფლიო ემზადება სიახლეებისთვის. მთავრდება კვლევები "რემდესივირზე", რომელიც ყველაზე საიმედო მედიკამენტად ითვლებოდა. ჩვენი მთავრობა და სამინისტრო მუშაობენ, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ქვეყანაში. მსოფლიოში ის დეფიციტია, მხოლოდ ამერიკაში იშოვება, რადგან ჯერ ამერიკის ბაზარიც ვერ დააკმაყოფილა კომპანია "გილიადმა", რომელიც ამ წამალს აწარმოებს. დიდი იმედია, რომ საქართველო თავისი კავშირებით ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც "რემდესივირს" შემოიტანს.

ფართოვდება გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებაც. საქართველომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ეს მეთოდი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ შვიდ ავადმყოფთან გამოვიყენეთ და გადარჩა ხუთი, ისინი, ვინც სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ. დავსვით საკითხი სამინისტროში, რომ გაიზარდოს ასეთი პლაზმის მიღება. ამისთვის საჭიროა მასობრივი კამპანიის დაწყება, რომელიც მოუწოდებს კოვიდგადატანილებს, გააკეთონ სიკეთე და გაიღონ პლაზმა სხვის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოხალისე დონორების რაოდენობა ძალიან მცირეა.

სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. მონოკლონური ანტისხეულები რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა, რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.

კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას.

- ბევრი ადამიანი გენდობათ და შევშინდით, როცა თქვენს გადადგომაზე დაიწყო ლაპარაკი... ბევრი რამ ითქვა, მინისტრმა ტიკარაძემ კი განაცხადა, ბატონი თენგიზი თავის მინისტრსა და ქვეყანას არ უღალატებსო..

- ცოტას ვმერყეობდი, მაგრამ ამჟამად ყველაფერი გადაწყვეტილია - მე ვრჩები, არსად მივდივარ! დიახ, ვრჩები!...განაგრძეთ კითხვა

აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 29 ბენეფიციარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ - ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს" - ნატალია ილიჩოვა

საქართველომ ბელარუსი 1:0 დაამარცხა - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია