მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?
სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?

28 სექ­ტემ­ბრი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-14 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

ბევ­რჯერ ვთქვით ეს, მაგ­რამ... კო­რო­ნა არ არის რა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა... რა­ღაც ცუდი პრო­ცე­სე­ბი აგორ­და გლო­ბა­ლუ­რად - ში­შის ვირუ­სი შე­ე­ყა­რა ადა­მი­ანს, მწვა­ვე ფორ­მით... ჰოდა დარ­ბის ეს შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აქეთ-იქით და ვე­ღარ გა­უ­გია, რა ქნას... მა­სობ­რი­ვი ის­ტე­რი­კაა... ამ შიშს რომ გა­ექ­ცნენ, ზოგი კო­რო­ნას არარ­სე­ბო­ბას ამ­ტკი­ცებს და ექი­მებს ლან­ძღავს, ზოგს სჯე­რა პან­დე­მი­ის არ­სე­ბო­ბა და თა­ვის შე­ში­ნე­ბუ­ლო­ბა­საც ცხა­დად აღი­ა­რებს... ზოგს ვირუ­სის არა, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის ეში­ნია, რომ­ლი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბის მოს­პო­ბა უნ­დათ თურ­მე... სა­ზა­რე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია შე­ში­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო... ალ­ბათ კო­რო­ნა გა­ივ­ლის, მაგ­რამ ში­შის ვირუ­სი ჭკუ­ი­დან შეშ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს... ერთი ათო­ნე­ლი ბე­რის ქა­და­გე­ბა მო­ვის­მი­ნე გა­ზა­ფხულ­ზე - ვირუ­სი კი არა, თვით ბო­რო­ტი მძვინ­ვა­რებ­სო დე­და­მი­წა­ზე...

სად არის სიმ­შვი­დე? სად შე­ვა­ფა­როთ თავი? სად გა­ვექ­ცეთ ამ სა­ში­ნე­ლე­ბას?ღმერ­თია ჩვე­ნი თავ­შე­სა­ფა­რი! ის არის სიმ­შვი­დეც, სიყ­ვა­რუ­ლიც, იმე­დიც, მო­მა­ვა­ლიც... დიდი სი­ნა­ნუ­ლით უნდა მი­ვი­დეთ მას­თან... ცრემ­ლი­ა­ნი სი­ნა­ნუ­ლით! და ჩვე­ნი სუ­ლე­ბიც იპოვ­ნი­ან და­კარ­გულ სი­ხა­რულს და ბედ­ნი­ე­რე­ბას!

უნდა მი­ვი­დეთ აუ­ცი­ლებ­ლად!

***

უნდა შეძ­ლო და­ცე­მის შემ­დგომ წა­მოდ­გო­მა, რად­გან ამა­შია ცხო­ნე­ბა!

***

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს: „სიყ­ვა­რუ­ლი სულ­გრძე­ლია და კე­თილ­მო­წყა­ლე; სიყ­ვა­რულს არ შურს, არ ქედ­მაღ­ლობს, არ ზვა­ობს; არ უკე­თუ­რობს, არ ეძებს თა­ვი­სას, არ მრის­ხა­ნებს, არ იზ­რა­ხავს ბო­როტს...ყვე­ლა­ფერს იტანს, ყვე­ლა­ფე­რი სწამს, ყვე­ლაფ­რის იმე­დი აქვს, ყვე­ლა­ფერს ით­მენს“...

რო­გორ გვაკ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი!ჩვენ ხომ ყვე­ლა­ფერ­ში ჩვენ­სას ვე­ძებთ - შუ­რი­ა­ნე­ბი, ქედ­მაღ­ლე­ბი, მრის­ხა­ნე­ნი, უი­მე­დო­ნი... უსიყ­ვა­რუ­ლო­ნი!!!

***

მტკი­ვა, რო­გორ არ მტკი­ვა - როცა უსა­მარ­თლოდ მექ­ცე­ვი­ან, როცა მა­ტყუ­ე­ბენ, როცა თავს ზედ­მე­ტად მაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, როცა სი­კე­თის წილ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პა­სუხს მიბ­რუ­ნე­ბენ - ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი... რომ არ იყოს ერთი უე­ბა­რი წა­მა­ლი - უფალს მი­ვან­დობ ხოლ­მე... რათა მა­თაც კი არ ეტ­კი­ნოთ, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­იღ­ვა­როს ყვე­ლას გულ­ში... რათა სი­ნა­ნუ­ლი ვიგ­რძნოთ ყვე­ლამ, ვინც ვერ ვხვდე­ბით, რას ვა­შა­ვებთ...

ღმერ­თო, აგ­ვი­ხი­ლე სუ­ლი­ე­რი თვა­ლე­ბი...

***

როცა ხე­დავ, რომ ქრის­ტი­ა­ნი მორ­წმუ­ნე და­ე­ცა, ნურც გა­ი­ფიქ­რებ, ეს რო­გორ მო­უ­ვი­დაო - იცო­დე, რომ უფა­ლი მას დიდი აღ­დგო­მის­თვის ამ­ზა­დებს. ეს და­ცე­მა კი მისი ცხო­ნე­ბის­თვის იყო სა­ჭი­რო, რათა ისე­თი სი­ნა­ნუ­ლი და თავ­მდაბ­ლო­ბა შე­ე­ძი­ნა, რომ მო­მა­ვალ­მა დი­დე­ბამ მის გო­ნე­ბას და გულს ხიბ­ლი ვე­ღარ გა­ა­კა­როს.

თუ ამის და­ნახ­ვა არ შეგ­ვიძ­ლია, ისე­თი­ვე და­ცე­მის გა­რე­შე ვერც ჩვენ გა­ვივ­ლით ცი­ცა­ბო ბი­ლი­კებს.

***

დი­ა­დი სი­ჩუ­მე უძღვის წინ ყო­ველ დიდ ბრძო­ლას!..

"ეჰა, მე­ო­მარ­ნო ქრის­ტე­სა­ნო!.."

აუ­ცი­ლებ­ლად! აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დიდი გა­მარ­ჯვე­ბა!

***

ახლა, რო­გორც არას­დროს, დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცურ­ვის დრო დგე­ბა! არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ცურ­ვა ვი­ცით თუ არა, ნა­პირს ვხე­დავთ თუ ვერა, მდი­ნა­რის სა­თა­ვემ­დე შო­რია თუ არა, ერთი ცხად­ზე ცხა­დია: ეს გამ­ხე­ცე­ბუ­ლი დი­ნე­ბა უფსკრუ­ლის­კენ მიგ­ვე­რე­კე­ბა ყვე­ლას! თუნდ და­ვი­ხო­ცოთ, ოღონდ ბრძო­ლა­ში! ოღონდ მძი­ნა­რე­ნი ნუ გავ­ყვე­ბით ბო­რო­ტე­ბის მდი­ნა­რე­ბას... გა­მო­ფხიზ­ლე­ბის დროა!!! ძნე­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დრო! სა­ი­თაც მივ­დი­ვართ, იმის სა­პი­რის­პი­როდ წას­ვლის დრო! უნდა გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ რა! უფა­ლი შეგ­ვე­წი­ოს!

***

სი­მინ­დი ვი­ყი­დე... კი ვა­ტყობ­დი გამ­ყიდ­ველს, რა­ღა­ცის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ვჩ­ქა­რობ­დი და... მოკ­ლედ, შინ რომ მო­ვი­ტა­ნე, თურ­მე ორი ტარო ჭი­ა­ნი ყო­ფი­ლა და ფუ­ჩეჩს სა­გულ­და­გუ­ლოდ აფა­რებ­და, რომ არ შე­მემ­ჩნია... მო­უ­ტყუ­ე­ბი­ხა­რო - მი­თხრეს... იმან იკი­თხოს, ვინც მო­ი­ტყუა-მეთ­ქი... მო­ტყუ­ე­ბუ­ლი შენ ხარ და იმან რა უნდა იკი­თხო­სო... რა და, როცა ვინ­მეს ატყუ­ებ, გა­ა­ცუ­რებ, მო­უ­გებ რა­ღა­ცას, აი, მერე რომ მარ­ტო რჩე­ბი იმ შენი მო­გე­ბუ­ლი 1 ლა­რით, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყო ადა­მი­ა­ნი? ნუთუ არ გა­ი­ფიქ­რებ ერთხელ მა­ინც, შენ რომ მო­ა­ტყუე და ჭი­ა­ნი სი­მინ­დი გა­ა­ტა­ნე სახ­ლში, იმ ადა­მი­ანს გული და­წყდე­ბო­და? იმის გამო კი არა, რომ სი­მინ­დი და­აკ­ლდა, უფრო იმი­ტომ, რომ შენ მო­ა­ტყუე... განა იმ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი 1 ლა­რით, თუნ­დაც 10-ით და თუნ­დაც 100-ით, რა ცხოვ­რე­ბა უნდა აი­წყო და რა ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა იპო­ვო? ბედ­ნი­ე­რე­ბის მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია ხომ ის არის, რომ სხვას სი­კე­თე უკე­თო, სხვი­სი გა­ხა­რე­ბის­თვის იცხოვ­რო და ამით იხა­რო? ჰო, ეგ­რეა სი­ნამ­დვი­ლე­ში: მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ის არის ვინც სხვას ატყუ­ებს, ღა­რი­ბი ის არის, ვინც სხვას არ­თმევს, მკვდა­რი ის არის, ვინც სხვას კლავს... ჰოდა ამი­ტომ, ისე მო­ე­ქე­ციო სხვას, რო­გორ მოქ­ცე­ვა­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ისურ­ვებ­დი სხვე­ბის­გან... სი­ნა­ნუ­ლი მოგ­ვმად­ლოს უფალ­მა ყვე­ლა იმ საქ­ცი­ე­ლის გამო, რაც მოყ­ვა­სის­თვის დაგ­ვი­შა­ვე­ბია... უფალ­მა დაგ­ლო­ცოს შენ, ვინც მო­მა­ტყუე და მი­გახ­ვედ­როს, რა არის ნამ­დვი­ლი სი­ხა­რუ­ლი...

***

ახლა ფე­ის­ბუქ­მა შე­მახ­სე­ნა, რომ შარ­შან სწო­რედ სექ­ტემ­ბერ­ში პირ­ვე­ლი ეგ­ზემპლა­რი მო­უ­ტა­ნი­ათ რე­დაქ­ცი­ა­ში...

რამ­დე­ნი ბრძო­ლა გა­მო­ვი­ა­რეთ მა­ნამ­დეც და მას მე­რეც, მაგ­რამ ერთი წა­მი­თაც არ შეგ­ვპარ­ვია ეჭვი, რომ საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­ვი­დეს...ახლა "ახალ აღ­თქმა­ზე" ვმუ­შა­ობთ და წი­ნას­წარ ნამ­დვი­ლად არ დაგ­ვი­გეგ­მავს, არც გაგ­ვით­ვლია, მაგ­რამ ალ­ბათ შემ­თხვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის, რომ ახა­ლი აღ­თქმის პირ­ვე­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლის დღე 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას და­ემ­თხვა.

მათ­თვის, ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბო­და პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში, გვაქვს სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე - სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რა­ზე მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის პროგ­რა­მა­ში უკვე შე­ი­ტა­ნეს "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით", რო­გორც ერთ-ერთი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!

28 სექ­ტემ­ბრი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-14 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

ავტორი:

სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?

სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?

28 სექტემბრიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-14 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

ბევრჯერ ვთქვით ეს, მაგრამ... კორონა არ არის რა მთავარი პრობლემა... რაღაც ცუდი პროცესები აგორდა გლობალურად - შიშის ვირუსი შეეყარა ადამიანს, მწვავე ფორმით... ჰოდა დარბის ეს შეშინებული ადამიანი აქეთ-იქით და ვეღარ გაუგია, რა ქნას... მასობრივი ისტერიკაა... ამ შიშს რომ გაექცნენ, ზოგი კორონას არარსებობას ამტკიცებს და ექიმებს ლანძღავს, ზოგს სჯერა პანდემიის არსებობა და თავის შეშინებულობასაც ცხადად აღიარებს... ზოგს ვირუსის არა, მაგრამ ვაქცინის ეშინია, რომლითაც კაცობრიობის მოსპობა უნდათ თურმე... საზარელი საყურებელია შეშინებული მსოფლიო... ალბათ კორონა გაივლის, მაგრამ შიშის ვირუსი ჭკუიდან შეშლის მილიონობით ადამიანს... ერთი ათონელი ბერის ქადაგება მოვისმინე გაზაფხულზე - ვირუსი კი არა, თვით ბოროტი მძვინვარებსო დედამიწაზე...

სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი? სად გავექცეთ ამ საშინელებას?ღმერთია ჩვენი თავშესაფარი! ის არის სიმშვიდეც, სიყვარულიც, იმედიც, მომავალიც... დიდი სინანულით უნდა მივიდეთ მასთან... ცრემლიანი სინანულით! და ჩვენი სულებიც იპოვნიან დაკარგულ სიხარულს და ბედნიერებას!

უნდა მივიდეთ აუცილებლად!

***

უნდა შეძლო დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება!

***

პავლე მოციქული ბრძანებს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს...ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს“...

როგორ გვაკლია ეს ყველაფერი!ჩვენ ხომ ყველაფერში ჩვენსას ვეძებთ - შურიანები, ქედმაღლები, მრისხანენი, უიმედონი... უსიყვარულონი!!!

***

მტკივა, როგორ არ მტკივა - როცა უსამართლოდ მექცევიან, როცა მატყუებენ, როცა თავს ზედმეტად მაგრძნობინებენ, როცა სიკეთის წილ არაკეთილსინდისიერ პასუხს მიბრუნებენ - ძალიან მტკივნეული იქნებოდა ეს ყველაფერი... რომ არ იყოს ერთი უებარი წამალი - უფალს მივანდობ ხოლმე... რათა მათაც კი არ ეტკინოთ, არამედ სიყვარული ჩაიღვაროს ყველას გულში... რათა სინანული ვიგრძნოთ ყველამ, ვინც ვერ ვხვდებით, რას ვაშავებთ...

ღმერთო, აგვიხილე სულიერი თვალები...

***

როცა ხედავ, რომ ქრისტიანი მორწმუნე დაეცა, ნურც გაიფიქრებ, ეს როგორ მოუვიდაო - იცოდე, რომ უფალი მას დიდი აღდგომისთვის ამზადებს. ეს დაცემა კი მისი ცხონებისთვის იყო საჭირო, რათა ისეთი სინანული და თავმდაბლობა შეეძინა, რომ მომავალმა დიდებამ მის გონებას და გულს ხიბლი ვეღარ გააკაროს.

თუ ამის დანახვა არ შეგვიძლია, ისეთივე დაცემის გარეშე ვერც ჩვენ გავივლით ციცაბო ბილიკებს.

***

დიადი სიჩუმე უძღვის წინ ყოველ დიდ ბრძოლას!..

"ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!.."

აუცილებლად! აუცილებლად იქნება დიდი გამარჯვება!

***

ახლა, როგორც არასდროს, დინების საწინააღმდეგოდ ცურვის დრო დგება! არა აქვს მნიშვნელობა, ცურვა ვიცით თუ არა, ნაპირს ვხედავთ თუ ვერა, მდინარის სათავემდე შორია თუ არა, ერთი ცხადზე ცხადია: ეს გამხეცებული დინება უფსკრულისკენ მიგვერეკება ყველას! თუნდ დავიხოცოთ, ოღონდ ბრძოლაში! ოღონდ მძინარენი ნუ გავყვებით ბოროტების მდინარებას... გამოფხიზლების დროა!!! ძნელი არჩევანის გაკეთების დრო! საითაც მივდივართ, იმის საპირისპიროდ წასვლის დრო! უნდა გამოვიღვიძოთ რა! უფალი შეგვეწიოს!

***

სიმინდი ვიყიდე... კი ვატყობდი გამყიდველს, რაღაცის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ვჩქარობდი და... მოკლედ, შინ რომ მოვიტანე, თურმე ორი ტარო ჭიანი ყოფილა და ფუჩეჩს საგულდაგულოდ აფარებდა, რომ არ შემემჩნია... მოუტყუებიხარო - მითხრეს... იმან იკითხოს, ვინც მოიტყუა-მეთქი... მოტყუებული შენ ხარ და იმან რა უნდა იკითხოსო... რა და, როცა ვინმეს ატყუებ, გააცურებ, მოუგებ რაღაცას, აი, მერე რომ მარტო რჩები იმ შენი მოგებული 1 ლარით, როგორი ბედნიერი შეიძლება იყო ადამიანი? ნუთუ არ გაიფიქრებ ერთხელ მაინც, შენ რომ მოატყუე და ჭიანი სიმინდი გაატანე სახლში, იმ ადამიანს გული დაწყდებოდა? იმის გამო კი არა, რომ სიმინდი დააკლდა, უფრო იმიტომ, რომ შენ მოატყუე... განა იმ მოტყუებული 1 ლარით, თუნდაც 10-ით და თუნდაც 100-ით, რა ცხოვრება უნდა აიწყო და რა ბედნიერება უნდა იპოვო? ბედნიერების მთელი ფილოსოფია ხომ ის არის, რომ სხვას სიკეთე უკეთო, სხვისი გახარებისთვის იცხოვრო და ამით იხარო? ჰო, ეგრეა სინამდვილეში: მოტყუებული ის არის ვინც სხვას ატყუებს, ღარიბი ის არის, ვინც სხვას ართმევს, მკვდარი ის არის, ვინც სხვას კლავს... ჰოდა ამიტომ, ისე მოექეციო სხვას, როგორ მოქცევასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდი სხვებისგან... სინანული მოგვმადლოს უფალმა ყველა იმ საქციელის გამო, რაც მოყვასისთვის დაგვიშავებია... უფალმა დაგლოცოს შენ, ვინც მომატყუე და მიგახვედროს, რა არის ნამდვილი სიხარული...

***

ახლა ფეისბუქმა შემახსენა, რომ შარშან სწორედ სექტემბერში პირველი ეგზემპლარი მოუტანიათ რედაქციაში...

რამდენი ბრძოლა გამოვიარეთ მანამდეც და მას მერეც, მაგრამ ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს...ახლა "ახალ აღთქმაზე" ვმუშაობთ და წინასწარ ნამდვილად არ დაგვიგეგმავს, არც გაგვითვლია, მაგრამ ალბათ შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ახალი აღთქმის პირველი წიგნის გამოსვლის დღე 23 ნოემბერს, გიორგობას დაემთხვა.

მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა პროექტის ღირებულებაში, გვაქვს სასიხარულო სიახლე - სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამაში უკვე შეიტანეს "ბიბლია განმარტებებით", როგორც ერთ-ერთი სახელმძღვანელო.დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

28 სექტემბრიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-14 ტომი! არ გამოგრჩეთ!

პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი

"ლიბერთინსი" ტრადიციული აქციით ბრუნდება - დიდი ფასდაკლება სერიის ახალ გამოცემაზე