კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80%-ის დაზიანება აღენიშნებოდა.
ინფიცირებული 54 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
„პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.
პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე",- აცხადებენ უწყებაში.