პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა
იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა, სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის მკვლე­ლო­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს და დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დე­რის მხრი­დან მო­ბო­დი­შე­ბას "იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვას" უწო­დებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კიმ ჩენ ინის ბო­დი­შის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტის, მუნ ჯე ინის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კიმ ჩენ ინმა თა­ვის სამ­ხრეთ კო­რე­ელ კო­ლე­გას უთხრა, რომ ინ­ცი­დენ­ტი არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტი მუნ ჯე ინი

"ბა­ტო­ნი კიმი თა­ვის წე­რილ­ში ამ­ბობს, რომ ძა­ლინ წუხს ბა­ტო­ნი მუ­ნის იმედ­გაც­რუ­ე­ბის გამო“, - იუ­წყე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი სა­ა­გენ­ტო Yonhap.

ცნო­ბის­თვის, ჩრდი­ლო კო­რე­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს და შემ­დეგ დაწ­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სე­უ­ლის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვარ­თან, სა­პატ­რუ­ლო გე­მი­დან გაქ­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი ნა­წი­ლობ­რივ დამ­წვა­რი სხე­უ­ლი ჩრდი­ლო­ე­თის წყლებ­ში იპო­ვეს.

სამ­ხრეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დას­კვნამ­დე შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვიდ­ნენ. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მე­თევ­ზე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და და გა­სულ ორ­შა­ბათს და­ი­კარ­გა.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ან­ტი­კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და და მა­მა­კა­ცი ჩრდი­ლო კო­რე­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა იმის გამო მოკ­ლეს, რომ მის­გან კო­რო­ნა­ვირუ­სი არა­ვის გა­დას­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
2

ამ ბოდიშის მერე რა ელით მკვლელებს წარმოდგენილი მაქვს.

XXX
5

რას ეწევით ეგეთს მეც მითხარით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ BBC წერს და დიქტატორული რეჟიმის ლიდერის მხრიდან მობოდიშებას "იშვიათ შემთხვევას" უწოდებს. გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინის ბოდიშის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინმა თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი

"ბატონი კიმი თავის წერილში ამბობს, რომ ძალინ წუხს ბატონი მუნის იმედგაცრუების გამო“, - იუწყება სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap.

ცნობისთვის, ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემდეგ დაწვეს. ოფიციალური სეულის ცნობით, მამაკაცი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, საპატრულო გემიდან გაქრა და მოგვიანებით, მისი ნაწილობრივ დამწვარი სხეული ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამ დასკვნამდე შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა და გასულ ორშაბათს დაიკარგა.

მედიაში წერენ, რომ ყოველივე ანტიკორონავირუსული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა და მამაკაცი ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა იმის გამო მოკლეს, რომ მისგან კორონავირუსი არავის გადასდებოდა.

მარსი ჩინური მარსმავალის ობიექტივში - რა ფოტოები გამოაგზავნა Zhurong-მა "წითელი პლანეტიდან“

პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ემანუელ მაკრონი "დილის ყავაზე“ პარიზის გარე კაფეში - როგორ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შეზღუდვების შემსუბუქება