პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?
რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­გან­გე­ბო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ოფიც­რის, სერ­გეი ტო­რო­პის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქრის­ტეს რე­ინ­კარ­ნა­ცი­აა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გა­სუ­ლი სამი დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ციმ­ბირ­ში მე­სი­ა­ნის­ტუ­რი სექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ოპე­რა­ცი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის, FSB-ს აგენ­ტე­ბიც.

და­კა­ვე­ბუ­ლი ტო­რო­პი, რო­მელ­საც მიმ­დევ­რე­ბი ვი­სა­რი­ონს უწო­დე­ბენ, ვერ­ტმფრე­ნით წა­იყ­ვა­ნეს. და­ა­კა­ვეს მისი ორი თა­ნა­შემ­წეც - ვა­დიმ რედ­კი­ნი, ვი­სა­რი­ო­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ვაჟ­თა მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში დრა­მე­რი იყო და კი­დევ ერთი თა­ნა­შემ­წე, ვლა­დი­მირ ვე­დერ­ნი­კო­ვი.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ტო­როპს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა უკა­ნო­ნო რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბის გამო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, მიმ­დევ­რებს ფულს სძა­ლავ­და და მათ­ზე ემო­ცი­უ­რად ძა­ლა­დობ­და.

და­კა­ვე­ბუ­ლი 59 წლი­საა, აქვს გრძე­ლი ჭა­ღა­რა თმა და წვე­რი.

ვი­სა­რი­ო­ნი, იგი­ვე სერ­გეი ტო­რო­პი, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ოფიც­რად მუ­შა­ობ­და და 1989 წელს სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამ ამ­ბის შემ­დეგ "გა­იღ­ვი­ძა“. 1991 წელს მან და­ა­არ­სა რე­ლი­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ხე­ლად - "ბოლო აღ­თქმის ეკ­ლე­სია“ და მას შემ­დეგ ათა­სო­ბით მიმ­დე­ვა­რი შე­აგ­რო­ვა.

მას ძი­რი­თა­დად მიმ­დევ­რე­ბი ჰყავს კრას­ნო­ი­არ­სკის მხა­რე­ში, ციმ­ბირ­ში, თუმ­ცა ასე­ვე მთე­ლი რუ­სე­თის მას­შტა­ბი­თაც.

"მე არ ვარ ღმერ­თი და შეც­დო­მაა იე­სოს ღმერ­თად გან­ხილ­ვა, მაგ­რამ მე ვარ მამა ღმერ­თის ცო­ცხა­ლი სი­ტყვა. ყვე­ლა­ფერს, რისი თქმაც ღმერ­თს სურს, ჩემი სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ბობს“, - უთხრა ვი­სა­რი­ონ­მა 2002 წელს "გარ­დი­ანს“.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ რუ­სულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­სა­რი­ო­ნი ამ­ბობ­და, რომ იესო ადა­მი­ა­ნებს დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ორ­ბი­ტი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და, ხოლო ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი "რუ­სეთს მარ­თავ­და", მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან თავი ქრის­ტედ გა­მო­ა­ცხა­და.

ვი­სა­რი­ო­ნი მიმ­დევ­რებ­თან ერ­თად რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის დროს

მან ასე­ვე და­ა­წე­სა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის რი­ტუ­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რი­ტუ­ა­ლებს, ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წე­სებს. სექ­ტა­ში მოქ­მე­დებს ვე­გა­ნიზ­მი. მიმ­დევ­რე­ბი ას­კე­ტურ სა­მოსს ატა­რე­ბენ და წელ­თაღ­რი­ცხვას იწყე­ბენ 1961 წლი­დან, ანუ ვი­სა­რი­ო­ნის და­ბა­დე­ბის დღი­დან, ხოლო 14 იან­ვარს, ვი­სა­რი­ო­ნის და­ბა­დე­ბის დღეს, შო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფი წლე­ბის წინ დაგ­მო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
4

ვისარიონი? ვაი თქვენს პატრონს.

ქართველი
28

რუსეთში თუ მოხდებოდა ეს აბა სხვაგან სად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

რუსმა სამართალდამცველებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარეს პოლიციის ყოფილი ოფიცრის, სერგეი ტოროპის დასაპატიმრებლად, რომელიც ირწმუნება, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა. რუსული მედიის ცნობით, გასული სამი დეკადის განმავლობაში, ის ციმბირში მესიანისტური სექტის ხელმძღვანელი იყო.

დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ვერტმფრენები. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის, FSB-ს აგენტებიც.

დაკავებული ტოროპი, რომელსაც მიმდევრები ვისარიონს უწოდებენ, ვერტმფრენით წაიყვანეს. დააკავეს მისი ორი თანაშემწეც - ვადიმ რედკინი, ვისარიონის მარჯვენა ხელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ვაჟთა მუსიკალურ ჯგუფში დრამერი იყო და კიდევ ერთი თანაშემწე, ვლადიმირ ვედერნიკოვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტოროპს ბრალი წარედგინა უკანონო რელიგიური ორგანიზაციის ფორმირების გამო, რომლის საშუალებითაც, მიმდევრებს ფულს სძალავდა და მათზე ემოციურად ძალადობდა.

დაკავებული 59 წლისაა, აქვს გრძელი ჭაღარა თმა და წვერი.

ვისარიონი, იგივე სერგეი ტოროპი, საგზაო მოძრაობის ოფიცრად მუშაობდა და 1989 წელს სამსახური დაკარგა. ირწმუნება, რომ ამ ამბის შემდეგ "გაიღვიძა“. 1991 წელს მან დააარსა რელიგიური მოძრაობა სახელად - "ბოლო აღთქმის ეკლესია“ და მას შემდეგ ათასობით მიმდევარი შეაგროვა.

მას ძირითადად მიმდევრები ჰყავს კრასნოიარსკის მხარეში, ციმბირში, თუმცა ასევე მთელი რუსეთის მასშტაბითაც.

"მე არ ვარ ღმერთი და შეცდომაა იესოს ღმერთად განხილვა, მაგრამ მე ვარ მამა ღმერთის ცოცხალი სიტყვა. ყველაფერს, რისი თქმაც ღმერთს სურს, ჩემი საშუალებით ამბობს“, - უთხრა ვისარიონმა 2002 წელს "გარდიანს“.

როგორც "გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდაპირველად ვისარიონი ამბობდა, რომ იესო ადამიანებს დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტიდან აკვირდებოდა, ხოლო ღვთისმშობელი მარიამი "რუსეთს მართავდა", მაგრამ მოგვიანებით მან თავი ქრისტედ გამოაცხადა.

ვისარიონი მიმდევრებთან ერთად რელიგიური რიტუალის შესრულების დროს

მან ასევე დააწესა ღვთისმსახურების რიტუალები, რომლებიც მოიცავს მართლმადიდებლურ რიტუალებს, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ წესებს. სექტაში მოქმედებს ვეგანიზმი. მიმდევრები ასკეტურ სამოსს ატარებენ და წელთაღრიცხვას იწყებენ 1961 წლიდან, ანუ ვისარიონის დაბადების დღიდან, ხოლო 14 იანვარს, ვისარიონის დაბადების დღეს, შობას აღნიშნავენ.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღნიშნული რელიგიური ჯგუფი წლების წინ დაგმო.

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება