პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა
"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"ვუ­ყუ­რებ დღეს, პრე­მი­ე­რის მერე გა­და­ღე­ბულ პირ­ველ ფო­ტოს და ვფიქ­რობ... ალ­ბათ ყვე­ლა, ვი­საც ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, თე­მურ ჩხე­ი­ძის სას­წავ­ლო რე­პე­ტი­ცი­ებს დას­წრე­ბო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მსა­ხი­ობ­ზე და მსა­ხი­ო­ბის თე­ატრზე. სხვა სა­კი­თხია, პრაქ­ტი­კა­ში ვის რო­გორ გა­მოს­დის ეს... მა­ესტრო სა­კუ­თა­რი არ­სე­ბით გვი­ნერ­გავ­და მსა­ხი­ო­ბის სიყ­ვა­რულს... ალ­ბათ ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაც და უბე­დუ­რე­ბაც"... - ეს იყო პირ­ვე­ლი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა ბად­რი წე­რე­დი­ან­მა ლი­ე­ტუ­ვა­ში დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ თა­ვის "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე" და­წე­რა. ბად­რი წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ლი­ე­ტუ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რის სტა­ტუ­სით მი­იწ­ვი­ეს და სპექ­ტაკ­ლი "ლიფ­ტი­ო­რიც" ლი­ე­ტუ­ვის ქა­ლაქ ტელ­შა­ის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან დად­გა. სპექ­ტაკ­ლის დრა­მა­ტურ­გიც ქარ­თვე­ლი გახ­ლავთ - მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი და რე­ჟი­სო­რი ნინო ბა­სი­ლია. იმა­საც გე­ტყვით, რომ ამ სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა გა­ცი­ლე­ბით ადრე, მარ­ტში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო გა­და­ი­დო, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ინც შედ­გა ახ­ლა­ხან, 16-17 სექ­ტემ­ბერს. ტელ­შა­ის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში "ლიფ­ტი­ო­რის" ორი წარ­მოდ­გე­ნა მო­ე­წყო და, სა­გან­გე­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩანს, იქა­ურ მა­ყუ­რე­ბელს ისე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, პრე­მი­ე­რამ­დე ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და. წარ­მა­ტე­ბულ პრე­მი­ე­რა­ზე სა­სა­უბ­როდ ბად­რი წე­რე­დი­ანს ლი­ე­ტუ­ვა­ში და­ვუ­კავ­შირ­დი.

ბად­რი წე­რე­დი­ა­ნი თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად

- ბად­რი, უპირ­ვე­ლე­სად, გი­ლო­ცავ პრე­მი­ე­რას. გვი­ამ­ბე, წარ­მოდ­გე­ნებ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა, ვინ გეს­წრე­ბო­დათ, რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა მო­გიხ­დათ და თა­ვად თუ ხარ კმა­ყო­ფი­ლი?

- დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. სპექ­ტაკლს ლი­ე­ტუ­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი სივ­რცის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თე­ატ­რის ად­გი­ლობ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. თე­ატ­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, სა­გან­გე­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს - მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბით ეს­წრე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნას. გარ­და ამი­სა, ისი­ნი დარ­ბაზ­ში გა­და­ნა­წილ­დნენ სა­ერ­თო ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, ანუ თუ ვინ­მეს ჯგუ­ფუ­რად ჰქონ­და ნა­ყი­დი ბი­ლე­თე­ბი, ოთხ-ხუთ ადა­მი­ანს, ისი­ნი ერ­თად ის­ხდნენ და სხვა ჯგუ­ფებ­თან იცავ­დნენ დის­ტან­ცი­ას. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვიდ­რე პან­დე­მი­აა, ამ­გვა­რი შე­ზღუდ­ვა გაგ­რძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს და მას­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კმა­ყო­ფი­ლი ვარ მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბით, თუმ­ცა არ ვიცი, რე­ჟი­სო­რი­სათ­ვის რას ნიშ­ნავს, იყო თვითკმა­ყო­ფი­ლი...

- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ პი­ე­სას ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტურ­გი ჰყავს. რო­გო­რია სი­უ­ჟე­ტი, შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ იმუ­შა­ვეთ სპექ­ტაკლზე, სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ა­ხერ­ხე თუ არა რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გავ­ლა, მსა­ხი­ო­ბებს ხომ არ გა­უძ­ნელ­დათ?

ნინო ბა­სი­ლია

- პი­ე­სა ეკუთ­ვნის ქარ­თველ მწე­რალს, დრა­მა­ტურგს და რე­ჟი­სორს ნინო ბა­სი­ლი­ას. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ პი­ე­სის დად­გის იდეა შე­მომ­თა­ვა­ზა ლი­ე­ტუ­ვა­ში ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა ჰანა შუ­მი­ლა­ი­ტემ. პი­ე­სა­ში მო­თხრო­ბი­ლია ახალ­გაზ­რდა გო­გოს ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ღრმა სუ­ლი­ერ დეპ­რე­სი­ას გა­ნიც­დის და ფიქ­რობს თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე. ნა­წარ­მო­ებ­ში ორი მოქ­მე­დი გმი­რია და სპექ­ტაკ­ლის ოთხმო­ცი პრო­ცენ­ტი მონო ჟან­რის პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი. პი­ე­სამ ჩემ­ზეც იმოქ­მე­და. იგი გა­ვა­ცა­ნი ტელ­შა­ი­სა და კა­უ­ნა­სის მცი­რე დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობს მარ­გა­რი­ტა ბლა­ჯი­ნა­უს­კა­ი­ტეს, რომ­ლის­თვი­საც ასე­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა პი­ე­სა­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი და გა­დავ­წყვი­ტეთ ერ­თად გვე­მუ­შა­ვა. მა­მა­კა­ცის როლს ას­რუ­ლებს ლი­ე­ტუ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი დო­ნა­ტას ჟი­ლინ­სკა­სი. ვფიქ­რობ, სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ­პან­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო პრე­მი­ე­რამ­დე ერთი კვი­რით ადრე რე­პე­ტი­ცი­ე­ბის იძუ­ლე­ბით გა­ჩე­რე­ბას.

- ბად­რი, რო­გორ შე­ა­ფა­სა ლი­ე­ტუ­ველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა სპექ­ტაკ­ლი, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მას?

- ვფიქ­რობ, ჩვე­ნი და მა­ყუ­რე­ბე­ლის კონ­ტაქ­ტი შედ­გა და ჩემ­თვის ეს არის მთა­ვა­რი, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა მხო­ლოდ მათი პრე­რო­გა­ტი­ვაა, გე­ტყვით მხო­ლოდ, რომ უკვე სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნეს მო­წყო­ბაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ბედი. არა­ვინ იცის, რო­დის მი­ე­ცე­მათ რე­ჟი­სო­რებს წარ­მოდ­გე­ნე­ბის დად­გმის, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რას ფიქ­რობ, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე ან ლი­ე­ტუ­ვუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ურ­ჩევ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ისე, რომ არა­ვინ და­ზა­რალ­დეს და თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბიც შედ­გეს?

- ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას, გა­ეც­ნონ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში. ლი­ე­ტუ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა არის სა­მე­დი­ცი­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვა თე­ატ­რებ­ში, თუმ­ცა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის უპი­რო­ბო გაგ­რძე­ლე­ბა, იმა­ვეს ვურ­ჩევ­დი სა­ქარ­თვე­ლო­საც.

- ახლა რას აპი­რებ, ახალ სპექ­ტაკლზე და­ი­წყებ მუ­შა­ო­ბას? ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­დი ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხე. ახლა გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მე, ახა­ლი გეგ­მე­ბი გაქვს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, აქ კი ვგეგ­მავ ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას ამა­ვე თე­ატ­რში, რომ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რიც ვარ და მე­ვა­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა თქმა უნდა, პან­დე­მი­ის არ­სე­ბო­ბა რთულს ხდის გე­სა­უბ­როთ იმ გეგ­მებ­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სხვა თე­ატ­რებ­თან და­გეგ­მილ ურ­თი­ერ­თო­ბებს, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით დრო­ში გა­ურ­კვე­ველს ხდის არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია. თუმ­ცა ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი და მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვარ­დე­ბა. და­სას­რულ კი მინ­და, მო­ვი­კი­თხო ჩემი ქვე­ყა­ნა, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნი და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დავით
0

ყოჩაღ ბადრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"ვუყურებ დღეს, პრემიერის მერე გადაღებულ პირველ ფოტოს და ვფიქრობ... ალბათ ყველა, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, თემურ ჩხეიძის სასწავლო რეპეტიციებს დასწრებოდა, შეყვარებულია მსახიობზე და მსახიობის თეატრზე. სხვა საკითხია, პრაქტიკაში ვის როგორ გამოსდის ეს... მაესტრო საკუთარი არსებით გვინერგავდა მსახიობის სიყვარულს... ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერებაც და უბედურებაც"... - ეს იყო პირველი სტატუსი, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა ლიეტუვაში დადგმული სპექტაკლის შემდეგ თავის "ფეისბუკგვერდზე" დაწერა. ბადრი წელიწადზე მეტია, ლიეტუვაში იმყოფება, პროფესიონალი რეჟისორის სტატუსით მიიწვიეს და სპექტაკლი "ლიფტიორიც" ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დრამატულ თეატრში პროფესიონალ მსახიობებთან დადგა. სპექტაკლის დრამატურგიც ქართველი გახლავთ - მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ბასილია. იმასაც გეტყვით, რომ ამ სპექტაკლის პრემიერა გაცილებით ადრე, მარტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა, საბედნიეროდ, მაინც შედგა ახლახან, 16-17 სექტემბერს. ტელშაის დრამატულ თეატრში "ლიფტიორის" ორი წარმოდგენა მოეწყო და, საგანგებო რეკომენდაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ჩანს, იქაურ მაყურებელს ისეთი დიდი ინტერესი ჰქონდა, პრემიერამდე ყველა ბილეთი გაიყიდა. წარმატებულ პრემიერაზე სასაუბროდ ბადრი წერედიანს ლიეტუვაში დავუკავშირდი.

ბადრი წერედიანი თემურ ჩხეიძესთან ერთად

- ბადრი, უპირველესად, გილოცავ პრემიერას. გვიამბე, წარმოდგენებმა როგორ ჩაიარა, ვინ გესწრებოდათ, რა რეკომენდაციების დაცვა მოგიხდათ და თავად თუ ხარ კმაყოფილი?

- დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სპექტაკლს ლიეტუვის თეატრალური სივრცის წარმომადგენლები და თეატრის ადგილობრივი მოყვარულები დაესწრნენ. თეატრებისთვის, რა თქმა უნდა, საგანგებო რეკომენდაციები აქვს სახელმწიფოს - მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას. გარდა ამისა, ისინი დარბაზში გადანაწილდნენ საერთო ჯგუფების მიხედვით, ანუ თუ ვინმეს ჯგუფურად ჰქონდა ნაყიდი ბილეთები, ოთხ-ხუთ ადამიანს, ისინი ერთად ისხდნენ და სხვა ჯგუფებთან იცავდნენ დისტანციას. ჯერჯერობით, ვიდრე პანდემიაა, ამგვარი შეზღუდვა გაგრძელდება. რაც შეეხება სპექტაკლს და მასზე მუშაობის პროცესს, შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ მსახიობებთან მუშაობით, თუმცა არ ვიცი, რეჟისორისათვის რას ნიშნავს, იყო თვითკმაყოფილი...

- ძალიან სასიამოვნოა, რომ პიესას ქართველი დრამატურგი ჰყავს. როგორია სიუჟეტი, შეზღუდვებიდან გამომდინარე, როგორ იმუშავეთ სპექტაკლზე, სრულფასოვნად მოახერხე თუ არა რეპეტიციების გავლა, მსახიობებს ხომ არ გაუძნელდათ?

ნინო ბასილია

- პიესა ეკუთვნის ქართველ მწერალს, დრამატურგს და რეჟისორს ნინო ბასილიას. საინტერესო ის არის, რომ ამ პიესის დადგის იდეა შემომთავაზა ლიეტუვაში ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა ჰანა შუმილაიტემ. პიესაში მოთხრობილია ახალგაზრდა გოგოს ისტორია, რომელიც ღრმა სულიერ დეპრესიას განიცდის და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ნაწარმოებში ორი მოქმედი გმირია და სპექტაკლის ოთხმოცი პროცენტი მონო ჟანრის პრინციპითაა აგებული. პიესამ ჩემზეც იმოქმედა. იგი გავაცანი ტელშაისა და კაუნასის მცირე დრამატული თეატრის მსახიობს მარგარიტა ბლაჯინაუსკაიტეს, რომლისთვისაც ასევე მიმზიდველი აღმოჩნდა პიესაში მოთხრობილი ამბავი და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა. მამაკაცის როლს ასრულებს ლიეტუველი მსახიობი და რეჟისორი დონატას ჟილინსკასი. ვფიქრობ, სპექტაკლზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, თუ არ გავითვალისწინებთ ქვეყანაში კოვიდპანდემიის აფეთქებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე რეპეტიციების იძულებით გაჩერებას.

- ბადრი, როგორ შეაფასა ლიეტუველმა მაყურებელმა სპექტაკლი, ასევე, პროფესიონალებისგან რა გამოხმაურება მოჰყვა მას?

- ვფიქრობ, ჩვენი და მაყურებელის კონტაქტი შედგა და ჩემთვის ეს არის მთავარი, რაც შეეხება პროფესიონალებს, საკუთარი აზრის დაფიქსირება მხოლოდ მათი პრეროგატივაა, გეტყვით მხოლოდ, რომ უკვე საგასტროლო ტურნეს მოწყობაც შემოგვთავაზეს.

- საქართველოში ჯერ კიდევ გაურკვეველია თეატრალური ცხოვრების ბედი. არავინ იცის, როდის მიეცემათ რეჟისორებს წარმოდგენების დადგმის, რეპეტიციების ჩატარების საშუალება. რას ფიქრობ, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ან ლიეტუვური გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევ ჩვენს ხელისუფლებასა და თეატრალურ საზოგადოებას - როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა ისე, რომ არავინ დაზარალდეს და თეატრალური წარმოდგენებიც შედგეს?

- ვურჩევდი ყველას, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ამ საკითხთან მიმართებაში. ლიეტუვის გამოცდილება არის სამედიცინო რეკომენდაციების სრული დაცვა თეატრებში, თუმცა შემოქმედებითი პროცესის უპირობო გაგრძელება, იმავეს ვურჩევდი საქართველოსაც.

- ახლა რას აპირებ, ახალ სპექტაკლზე დაიწყებ მუშაობას? ვიცი, საქართველოში აპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ვერ მოახერხე. ახლა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმე, ახალი გეგმები გაქვს?

- სამწუხაროდ, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, საქართველოში არსებული რეგულაციების გამო, აქ კი ვგეგმავ ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყებას ამავე თეატრში, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ვარ და მევალება აქტიური მონაწილეობის მიღება მის პროფესიულ განვითარებაში. რა თქმა უნდა, პანდემიის არსებობა რთულს ხდის გესაუბროთ იმ გეგმებზე, რომელიც უკავშირდება სხვა თეატრებთან დაგეგმილ ურთიერთობებს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჯერჯერობით დროში გაურკვეველს ხდის არსებული ეპიდსიტუაცია. თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც დროთა განმავლობაში მოგვარდება. დასასრულ კი მინდა, მოვიკითხო ჩემი ქვეყანა, თითოეული თქვენთაგანი და ვუსურვო წარმატება!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან