საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს
"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

ფონდ "იავ­ნა­ნას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ირაკ­ლი შო­თა­ძეს მი­მარ­თავს, და­ხუ­როს ფონდ "იავ­ნა­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე.

რო­გორც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და არ­ტის­ტთა სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თავს იკა­ვე­ბენ იმ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­გან, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ფონდ "იავ­ნა­ნას" მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დარ­ბე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის იდე­ას ჩრდი­ლი მი­ად­გა.

"გუ­შინ, 20 სექ­ტემ­ბერს გა­ვი­და ზუს­ტად 3 წელი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე აღ­ძრა ფონდ "იავ­ნა­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ. მოგ­მარ­თავთ შე­კი­თხვით, რას ელო­დე­ბით, რა­ტომ არ ხუ­რავთ ამ სა­მარ­ცხვი­ნო და მავ­ნებ­ლურ საქ­მეს?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თქვე­ნი უწყე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში (#13/69583) აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამი წლის მან­ძილ­ზე ფონდ "იავ­ნა­ნას" საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ან ბრალ­დე­ბუ­ლად არ არის ცნო­ბი­ლი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პირი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ, არ დარ­ჩა ადა­მი­ა­ნი, ვინც ვერ ხვდე­ბა, რომ პი­რად მტრო­ბა­სა და სი­ძულ­ვილ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეს ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად, რა­შიც ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნეს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფონ­დი "იავ­ნა­ნა" მხო­ლოდ ჩემს მიერ არ ყო­ფი­ლა შექ­მნი­ლი, მის შე­ნე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ქარ­თველ­მა არ­ტის­ტებ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა. დღეს ყვე­ლა მათ­გა­ნი თქვენ­გან ელო­დე­ბა იმა­ვე პა­სუხს - თუკი სამი წლის მან­ძილ­ზე ვე­რა­ფე­რი სა­ეჭ­ვო ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლეს და რა­ტომ არ ხუ­რავთ ამ მავ­ნებ­ლურ საქ­მეს? თან მა­შინ, რო­დე­საც ხე­დავთ რომ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და კი­დევ უფრო მეტი ოჯა­ხი სა­ჭი­რო­ებს გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის თა­ნად­გო­მით არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თობ­ლი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა ჯერ­ზე წა­ვა­წყდი ერ­თი­და­ი­გი­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას: სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და არ­ტის­ტთა სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თავს იკა­ვე­ბენ იმ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­გან, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მა­რათ­ლის საქ­მე. მი­თხა­რით, ვინ პო­უ­ლობს სარ­გე­ბელს ამ ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ საქ­მე­ში?

ფონდ "იავ­ნა­ნას" მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დარ­ბე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩრდი­ლი მი­ად­გა მთლი­ა­ნად ქველ­მოქ­მე­დე­ბის იდე­ას, აღა­რა­ვის აქვს სურ­ვი­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ე­ბი. ზი­ა­ნი მი­ად­გა ქვეყ­ნის იმიჯს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვე­ლო­ბის არ­ტის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად დღეს თავს იკა­ვე­ბენ და ელო­დე­ბი­ან რო­დის გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი არის ის, რომ დახ­მა­რე­ბას ვე­ღარ იღე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი და ფონ­დის სხვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვმარ­თა­ვენ თა­ნად­გო­მის იმე­დით.

ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თქვენ ალ­ბათ, ჩემ­ზე უკეთ იცით უკვე, რომ რამ­დე­ნი წე­ლიც არ უნდა ეძე­ბოთ, ფონდ "იავ­ნა­ნა­ში"ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი დიდი სი­კე­თის მეტს ვე­რა­ფერს იპო­ვით. სამ­წუ­ხა­როა, რომ 2017 წელს სწო­რედ თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აღიძ­რა "თეთ­რი ძა­ფით" შე­კე­რი­ლი საქ­მე, რა­საც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, ძალ­ზედ სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბის ნაც­ვლიშ­ვილ-რა­მიშ­ვი­ლი­სა და მათი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სი­ძულ­ვი­ლის ენით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ფეიკ-ფილ­მე­ბი. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ნაც­ვლიშ­ვი­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პიარ კონ­სულ­ტან­ტი გახ­ლავთ, იგი თა­ვა­დაც ჩნდე­ბო­და ეკ­რან­ზე და ხან ირი­ბად მო­უ­წო­დებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემი ჩა­მოხ­რჩო­ბის­კენ და ხა­ნაც ფა­შიზ­მის მიმ­დევ­რებს ადა­რებ­და ფონდ "იავ­ნა­ნას" მხარ­დამ­ჭე­რებს. სიც­რუ­ით გა­ჯე­რე­ბულ ფილ­მებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ვი­თომ­და "ფაქ­ტე­ბი­დან" ვერც ერთი ვერ და­ა­დას­ტუ­რა სამ­წლი­ან­მა გა­მო­ძი­ე­ბამ, რაც კი­დევ ერთხელ გახ­ლავთ დას­ტუ­რი იმი­სა, რომ საქ­მე გვაქვს ორ­გა­ნი­ზე­ბულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას­თან. ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა და და­ე­სა­ჯა ამ მავ­ნე კამ­პა­ნი­ის დამ­კვე­თი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი.

ამ სამი წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და კვლავ თქვენ დაბ­რუნ­დით, იქ­ნებ თქვენ­ვე გქონ­დეთ სურ­ვი­ლი ჩა­მო­ი­რე­ცხოთ ეს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ლაქა. ნუ და­ე­ლო­დე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, თქვენ ხომ გაქვთ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და ზედ­მი­წევ­ნით გა­ე­ცა­ნით სი­მარ­თლეს.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, და­ხუ­როთ ეს სა­მარ­ცხვი­ნო საქ­მე და სა­კუ­თარ თავს და თქვე­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დე­გაც მის­ცეთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შან­სი.

შე­ნიშ­ვნა: წე­რი­ლის ასლი გა­ეგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკრდი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ელ­ჩო­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს", - აცხა­დებს ფონდ "იავ­ნა­ნას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
80

ამასაც პრემიერობა უნდა ალბათ!

მირიანი
76

ფული შემოაკლდა.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ აღძრული საქმე.

როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, ფონდ "იავნანას" მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ქველმოქმედების იდეას ჩრდილი მიადგა.

"გუშინ, 20 სექტემბერს გავიდა ზუსტად 3 წელი, რაც საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ. მოგმართავთ შეკითხვით, რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?

შეგახსენებთ, რომ თქვენი უწყების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში (#13/69583) აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამი წლის მანძილზე ფონდ "იავნანას" საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არ არის ცნობილი რომელიმე კონკრეტული პირი.

საქართველოში ალბათ, არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ ხვდება, რომ პირად მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული ეს ბოროტმოქმედება მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რაშიც იარაღად გამოიყენეს საქველმოქმედო ფონდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი "იავნანა" მხოლოდ ჩემს მიერ არ ყოფილა შექმნილი, მის შენებაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო და ქართველმა არტისტებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმენებმა, საქართველოს მოქალაქეებმა. დღეს ყველა მათგანი თქვენგან ელოდება იმავე პასუხს - თუკი სამი წლის მანძილზე ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეთ ფონდის საქმიანობაში, რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას სიმართლეს და რატომ არ ხურავთ ამ მავნებლურ საქმეს? თან მაშინ, როდესაც ხედავთ რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

ბოლო პერიოდში ჩემი უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების თანადგომით არაერთი შემოთავაზება მივიღე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელების თაობაზე, მაგრამ ყველა ჯერზე წავაწყდი ერთიდაიგივე წინააღმდეგობას: საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამარათლის საქმე. მითხარით, ვინ პოულობს სარგებელს ამ ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმეში?

ფონდ "იავნანას" მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ჩრდილი მიადგა მთლიანად ქველმოქმედების იდეას, აღარავის აქვს სურვილი განახორციელოს მასშტაბური კულტურული და სოციალური აქციები. ზიანი მიადგა ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო მნიშველობის არტისტები, რომლებიც მანამდე სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად დღეს თავს იკავებენ და ელოდებიან როდის გაირკვევა სიმართლე. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დახმარებას ვეღარ იღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და ფონდის სხვა ბენეფიციარები, რომლებიც მოგვმართავენ თანადგომის იმედით.

ბატონო ირაკლი, თქვენ ალბათ, ჩემზე უკეთ იცით უკვე, რომ რამდენი წელიც არ უნდა ეძებოთ, ფონდ "იავნანაში"ადამიანებისთვის გაკეთებული დიდი სიკეთის მეტს ვერაფერს იპოვით. სამწუხაროა, რომ 2017 წელს სწორედ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში აღიძრა "თეთრი ძაფით" შეკერილი საქმე, რასაც საფუძვლად დაედო ბატონ ივანიშვილთან დაახლოებული, ძალზედ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების ნაცვლიშვილ-რამიშვილისა და მათი დაჯგუფების მიერ მომზადებული, სიძულვილის ენით გაჯერებული ფეიკ-ფილმები. ნიშანდობლივია, რომ ნაცვლიშვილი პარტია "ქართული ოცნების" პიარ კონსულტანტი გახლავთ, იგი თავადაც ჩნდებოდა ეკრანზე და ხან ირიბად მოუწოდებდა საზოგადოებას ჩემი ჩამოხრჩობისკენ და ხანაც ფაშიზმის მიმდევრებს ადარებდა ფონდ "იავნანას" მხარდამჭერებს. სიცრუით გაჯერებულ ფილმებში მოყვანილი ვითომდა "ფაქტებიდან" ვერც ერთი ვერ დაადასტურა სამწლიანმა გამოძიებამ, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს პროკურატურას გამოეძიებინა და დაესაჯა ამ მავნე კამპანიის დამკვეთი და დამფინანსებელი.

ამ სამი წლის მანძილზე არაერთი ხელმძღვანელი გამოიცვალა საქართველოს პროკურატურამ და კვლავ თქვენ დაბრუნდით, იქნებ თქვენვე გქონდეთ სურვილი ჩამოირეცხოთ ეს დამაზიანებელი ლაქა. ნუ დაელოდებით არჩევნების შედეგებს, თქვენ ხომ გაქვთ ფონდის საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტი და ზედმიწევნით გაეცანით სიმართლეს.

მოგმართავთ თხოვნით, დახუროთ ეს სამარცხვინო საქმე და საკუთარ თავს და თქვენი უწყების თანამშრომლებს ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც მისცეთ სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის გაგრძელების შანსი.

შენიშვნა: წერილის ასლი გაეგზავნა საქართველოში აკრდიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს", - აცხადებს ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, საქართველოს სახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე.