საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს
"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

გა­მო­ცე­მა "ეხო კავ­კა­ზას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი და ბე­ლო­რუ­სი პოპ-მომ­ღერ­ლე­ბის ჯგუფ­მა სიმ­ღე­რა და ვი­დე­ოკ­ლი­პი ბე­ლო­რი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­წე­რა.

ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ ქვე­ყა­ნა­ში უკვე ერთი თვეა, მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის: დი­ა­ნა ღურწკა­ია, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი, ალექ­სან­დრ ბუ­ი­ნო­ვი, ანი­ტა ცოი, დე­ნის მა­ი­და­ნო­ვი და სხვე­ბი.

ვი­დეო ღა­მით, ბე­ლო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი "აუ­რას" "იუ­თუ­ბის" არხზე აიტ­ვირ­თა. სიმ­ღე­რა­ში გვა­რი "ლუ­კა­შენ­კო" არ ის­მის, თუმ­ცა მოყ­ვა­ნი­ლია ცი­ტა­ტა მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სი­ტყვი­დან: "საყ­ვა­რელს არ თმო­ბენ" (სა­უ­ბა­რი სწო­რედ ბე­ლო­რუ­სი­ა­ზეა).

"ჩვენ აქ ვცხოვ­რობთ, აქ იცხოვ­რე­ბენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც, სიმ­შვი­დე­ში, სიყ­ვა­რულ­სა და ჰარ­მო­ნი­ა­ში - ერ­თად!" - მღე­რი­ან ბე­ლო­რუ­სი და რუსი მომ­ღერ­ლე­ბი.

ვი­დე­ორ­გო­ლის ქვეშ კო­მენ­ტა­რე­ბის სექ­ცია გა­თი­შუ­ლია, ასე­ვე არ ჩანს მო­წო­ნე­ბე­ბი­სა თუ პი­რი­ქით, ე.წ. "დის­ლა­ი­ქე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა. კირ­კო­რო­ვი­სა და ბუ­ი­ნო­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ "ლუ­კა­შენ­კოს მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ნა­ი­რი კლი­პი არ ჩა­უ­წე­რი­ათ".

ბუ­ი­ნო­ვის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, მას უბ­რა­ლოდ, ბას­კოვ­თან და კირ­კო­როვ­თან ერ­თად "კარ­გი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა" შეს­თა­ვა­ზეს და სიმ­ღე­რის ტექ­სტში ბე­ლო­რუ­სი­ის ლი­დე­რის ცი­ტა­ტის შე­სა­ხებ შემ­სრუ­ლე­ბელ­მა არ იცო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
2

ამ ნაძირლებმა უსინათლო გოგოც ჩართეს თავიანთ ბინძურ სამეში!!!

მოქალაქე
1

საბანძეთი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

გამოცემა "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რუსი და ბელორუსი პოპ-მომღერლების ჯგუფმა სიმღერა და ვიდეოკლიპი ბელორისიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაწერა.

ლუკაშენკოს წინააღმდეგ ქვეყანაში უკვე ერთი თვეა, მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კლიპში მონაწილეობას იღებენ რუსული ესტრადის ვარსკვლავები, მათ შორის: დიანა ღურწკაია, ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ ბუინოვი, ანიტა ცოი, დენის მაიდანოვი და სხვები.

ვიდეო ღამით, ბელორუსული ჯგუფი "აურას" "იუთუბის" არხზე აიტვირთა. სიმღერაში გვარი "ლუკაშენკო" არ ისმის, თუმცა მოყვანილია ციტატა მისი წინასაარჩევნო სიტყვიდან: "საყვარელს არ თმობენ" (საუბარი სწორედ ბელორუსიაზეა).

"ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ იცხოვრებენ ჩვენი შვილებიც, სიმშვიდეში, სიყვარულსა და ჰარმონიაში - ერთად!" - მღერიან ბელორუსი და რუსი მომღერლები.

ვიდეორგოლის ქვეშ კომენტარების სექცია გათიშულია, ასევე არ ჩანს მოწონებებისა თუ პირიქით, ე.წ. "დისლაიქების" რაოდენობა. კირკოროვისა და ბუინოვის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათ "ლუკაშენკოს მხარდასაჭერად არანაირი კლიპი არ ჩაუწერიათ".

ბუინოვის წარმომადგენლის თქმით, მას უბრალოდ, ბასკოვთან და კირკოროვთან ერთად "კარგი სიმღერის ჩაწერა" შესთავაზეს და სიმღერის ტექსტში ბელორუსიის ლიდერის ციტატის შესახებ შემსრულებელმა არ იცოდა.