ბათუმში ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში, ტაქსსა თუ მიკროავტობუსში რაც მე ვნახე, კიდე კარგი, უარესი არ მოხდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის გახსნის პირობებშიც კი ოდნავ უკეთესი ვითარება იქნებოდა, მოქალაქეებს 400-კაციანი ქორწილებისთვის თავი რომ აერიდებინათ.
„ქვეყანა პრაქტიკულად ივნისიდან მთლიანად გახსნილია. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში არაფერი შეზღუდული აღარ იყო, ქვეყანაში მობილობა მთლიანად აღდგა. დაემატა ყველა ქვეყნიდან და განსაკუთრებით საფრანგეთდან, გერმანიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან ჩამომსვლელები და ასეთ გახსნილ პირობებში, ვინ ამბობდა იმას, რომ სიტუაცია დარჩებოდა და კიდევ გვექნებოდა 10-15 შემთხვევა?! ეს შეუძლებელია, უბრალოდ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მოიმატებდა. შეიძლებოდა ცოტა უკეთესი მდგომარეობა, ჩვენს თანამოქალაქეებს ცოტა მეტად რომ გაეთავისებინათ და 300-400 კაციან ქორწილებში არ ყოფილიყვნენ.
ზაფხული განმავლობაში აჭარაში მომიწია ჩასვლა და ძალიან კარგად იყო დაცული ყველა ეს წესი დიდ სუპერმარკეტებსა და ქსელურ სასტუმროებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში ტაქსსა თუ მიკროავტობუსში რაც მე ვნახე, კიდე კარგი უარესი არ მოხდა. ყველა პატარა მაღაზიაში თითო პოლიციელს ხომ არ დააყენებ და თითო სამარშრუტო ტაქსში?!“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დენდროპარკის 2 საათიან რიგებზე ხმა რომ ამოგეღო, მთლად უკეთესად იქნებოდა საქმე, მარა მაგის გამკეთებელი ხარ?
ეეე ბიჯო არ გადაგვაყოლა ამ კაცმა თავის მუქარებს კაცო ?? ჯერ კუბოების თვლაო, ეხლა ეს 400 კაციანი ქორწილიო.მეტროში ჩადით ღრმადპატიცემულო პაატა იმნაძევ, 150 კაცი გაჭედილ ვაგონში ერთმანეთს რო ეხუტება. ავტობუსში ადით 80 კაცი ერთმანეთს ეხუტება. ეს ხდება მთელი თბილისის მაშტაბით.ეს არ მოქმედებს ხო ეპიდ სიტუაციაზე.პოლიციის მაღალ თანამდებობაზე უნდა გემუშავათ მანდ კი არა სადაც ეხლა ხართ. არ შეგვჭამა კაცოოო.