Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„ცოდნის ბანკი“ - სტუდენტის ციფრული მეხსიერება - უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან
„ცოდნის ბანკი“ - სტუდენტის ციფრული მეხსიერება - უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მას­შტა­ბუ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მა “ცოდ­ნის ბან­კი” წა­რად­გი­ნა. ეს არის უნი­კა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა, რო­მელ­საც BTU თა­ვის სტუ­დენ­ტებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს სთა­ვა­ზობს. ციფ­რუ­ლი სივ­რცე - სტუ­დენ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ მეხ­სი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენს და სხვა­დას­ხვა მო­წი­ნა­ვე ინ­დუსტრი­ის გარ­შე­მო სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნილ ლი­ტე­რა­ტუ­რას, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, სტა­ტი­ებს, ვი­დე­ო­ებს და სხვა მა­სა­ლას აერ­თი­ა­ნებს. პლატ­ფორ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენტს, შექ­მნას პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო, გა­ა­კე­თოს ჩა­ნა­წე­რე­ბი, და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ამ­დიდ­როს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით.

„ცოდ­ნის ბან­კი“ აშშ-ს სი­ლი­კონ ვე­ლი­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო აპ­ლი­კა­ცია „Notion“-ის პლატ­ფორ­მის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. აპ­ლი­კა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ უნი­კორ­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ინ­ვეს­ტი­რე­ბა ინ­ვეს­ტორ­თა ჯგუფ­მა ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რო­გო­რე­ბი­ცაა Google, Pinterest, Twitter, Uber, LinkedIn, Airbnb და სხვა. აპ­ლი­კა­ცი­ას 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პა­კეტ­თან წვდო­მა BTU-ს 4000-ზე მეტ სტუ­დენტს ექ­ნე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, მო­ბი­ლუ­რით, პლან­შე­ტით, პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ცოდ­ნის ბან­კი სტუ­დენ­ტის ერ­თგვა­რი ციფ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბაა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, 5 წლის შემ­დეგ, ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ 3% ამახ­სოვ­რდე­ბა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მა სტუ­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ ათა­სო­ბით ჩა­ნა­წერს, ე.წ. "ნო­უ­თებს’’, აგ­რეთ­ვე ყვე­ლა­ფერს, რა­საც ის კი­თხუ­ლობს, უყუ­რებს, უს­მენს, ფიქ­რობს, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, თე­მა­ტუ­რად ალა­გებს და ერთ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში აქ­ცევს. გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სტუ­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, და­ი­მახ­სოვ­როს ყვე­ლა დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სას, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის შექ­მნი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რი­სას სჭირ­დე­ბა.

მე­გა­მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა ქარ­თულ ენა­ზე ხდე­ბა და ეს პირ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მოა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტის­თვის ან/და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ციფ­რუ­ლი ასის­ტენ­ტის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად. ცოდ­ნის ბან­კი ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს, მო­ახ­დი­ნოს იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ერთი გა­რე­მო­დან მარ­თვა.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, BTU-ს ყვე­ლა სტუ­დენტს წვდო­მა ეხ­სნე­ბა ცოდ­ნის ბან­კის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე.

ავტორი:

„ცოდნის ბანკი“ - სტუდენტის ციფრული მეხსიერება - უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან

„ცოდნის ბანკი“ - სტუდენტის ციფრული მეხსიერება - უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მასშტაბური, მაღალტექნოლოგიური პლატფორმა “ცოდნის ბანკი” წარადგინა. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელსაც BTU თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს. ციფრული სივრცე - სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები, და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.

„ცოდნის ბანკი“ აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი სამუშაო აპლიკაცია „Notion“-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. აპლიკაციის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარით არის შეფასებული და ის ტექნოლოგიების ახალ უნიკორნად მოიხსენიება. მისი განვითარებისთვის ინვესტირება ინვესტორთა ჯგუფმა ისეთი კომპანიებიდან განახორციელეს, როგორებიცაა Google, Pinterest, Twitter, Uber, LinkedIn, Airbnb და სხვა. აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საგანმანათლებლო პაკეტთან წვდომა BTU-ს 4000-ზე მეტ სტუდენტს ექნება, რომლის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით, მობილურით, პლანშეტით, პერსონალური კომპიუტერითაა შესაძლებელი.

ცოდნის ბანკი სტუდენტის ერთგვარი ციფრული მეხსიერებაა. კვლევების თანახმად, 5 წლის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 3% ამახსოვრდება. რევოლუციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა სტუდენტის მიერ გაკეთებულ ათასობით ჩანაწერს, ე.წ. ,,ნოუთებს’’, აგრეთვე ყველაფერს, რასაც ის კითხულობს, უყურებს, უსმენს, ფიქრობს, შინაარსობრივად, თემატურად ალაგებს და ერთ სამუშაო გარემოში აქცევს. გენერირებული ინფორმაცია სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, დაიმახსოვროს ყველა დეტალი, რომელიც საქმის შესრულებისას, საკუთარი ბიზნესის შექმნისას, ნებისმიერი ამოცანის გადაჭრისას სჭირდება.

მეგამონაცემთა დამუშავება ქართულ ენაზე ხდება და ეს პირველი ციფრული ანალიტიკური სამუშაო გარემოა, რომელიც სტუდენტისთვის ან/და კურსდამთავრებულისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ციფრული ასისტენტის და ტექნოლოგიური მეხსიერების ფუნქციას შეასრულებს. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ციფრული ინსტრუმენტი პროდუქტიულობის გასაზრდელად. ცოდნის ბანკი ასევე, შესაძლებლობას აძლევს თავის მომხმარებელს, მოახდინოს იდეების განვითარების მონიტორინგი და მასშტაბური პროექტების ერთი გარემოდან მართვა.

ახალი სასწავლო წლიდან, BTU-ს ყველა სტუდენტს წვდომა ეხსნება ცოდნის ბანკის გამოყენებისთვის საჭირო აპლიკაციაზე.