სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."
სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."

მოგ­მარ­თავთ ჩემ კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს, რო­გორც მთავ­რო­ბის შემ­დე­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი, შე­ი­ნა­ხეთ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის მი­სა­მარ­თით ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­ვე­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა ვე­ნა­ხი­დან, რო­მე­ლიც მისი თქმით უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში მის მიერ არის გა­შე­ნე­ბუ­ლი.

"ამა­ზეა ნათ­ქვა­მი, აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა შე და­ლოც­ვი­ლო, შენა. ეს არის სა­ფე­რა­ვი, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არის ჩაყ­რი­ლი, კი­ე­ვურ ვე­ნახ­ში, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში.

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი ვე­ნა­ხი ყვა­რელ­ში. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემს თავ­ზე კი არ მინ­და სა­უ­ბა­რი, მინ­და სა­უ­ბა­რი ჩვენს მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე. საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მათ მის­ცე­მენ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 30 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. ეს თან­ხა დო­ლა­რებ­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ არის რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბი იმ თან­ხი­სა, რა­საც ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ვაძ­ლევ­დი ხალ­ხს და ისიც არ იყო საკ­მა­რი­სი! ხა­ზი­ნა ცა­რი­ე­ლია და მე მგო­ნი ეს თან­ხა, 30 თეთ­რი და­ცინ­ვაა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის!

ამი­ტომ მე მინ­და გი­თხრათ და მე მინ­და მოგ­მარ­თოთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შემ­დეგ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩემს კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს ყვე­ლა სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ეს პრობ­ლე­მა დგას შე­ი­ნა­ხეთ ეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, რაც ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი და 80 თეთ­რის ნაც­ვლად ყვე­ლა­ნი აი­ღებთ 1.60 თეთ­რს. აი, ეს არის ჩემი კონ­კრე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გა­კეთ­დე­ბა იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ ამ სფე­როს სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი. ძა­ლი­ან დიდი ბა­ზა­რია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მთელს მსოფ­ლი­ო­ში უბ­რა­ლოდ თვა­ლე­ბის გა­ხე­ლაა სა­ჭი­რო და ახლა სა­ჭი­როა გა­დარ­ჩე­ნა ბო­ლომ­დე თი­თო­ე­უ­ლი მე­ვე­ნა­ხის",- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
427

მიხაელ! წასვლის წინ შენ იმერელ ძმებს ხოლივუდის ღიმილს რომ შეპირდი და ამისთვის კბილებ დაძძრობილები რომ დატოვე მაგაზე რა ხდება? რომ მოხვალ ჩაუსვავ თუ?

აკა-კა
50

საღოლ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."

სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."

მოგმართავთ ჩემ კახელ ძვირფას ძმებს, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ, რომ დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მევენახეების მისამართით ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილმა მევენახეებს მიმართა ვენახიდან, რომელიც მისი თქმით უკრაინაში, კიევში მის მიერ არის გაშენებული.

"ამაზეა ნათქვამი, აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო, შენა. ეს არის საფერავი, რომელიც ჩემს მიერ არის ჩაყრილი, კიევურ ვენახში, უკრაინის დედაქალაქის გარეუბანში.

ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30 თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა, რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი ეს თანხა, 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების!

ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის",- განაცხადა სააკაშვილმა.

"სიღარიბის არსებობას ვაღიარებთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ ეს "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია" - ივანიშვილი

"სინამდვილეში, მამაკაცი მოვიდა კალმით უბრალოდ ავტოგრაფისთვის" - სააკაშვილი უარყოფს, რომ მას თავს დაესხნენ

"8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი