Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან"
გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან"

ფრაქ­ცია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი ლო­მი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მი­სა­მარ­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შავ პი­არ­ზე ისა­უბ­რა და ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ის 137 ბი­ლე­თი შე­ახ­სე­ნა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა მათი ფა­რუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი მოს­კოვ­ში. ლო­მი­ას თქმით, "პატ­რი­ო­ტე­ბის" ყვე­ლა ჩას­ვლა მოს­კოვ­ში, ვა­შინგტონ­სა თუ ბრი­უ­სელ­ში ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და და მოხ­დე­ბა სა­ჯა­როდ, ვი­ნა­ი­დან მათ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი არ აქვთ, "ოც­ნე­ბის" ვი­ზი­ტე­ბი კი, "პატ­რი­ო­ტე­ბი­სა­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ფა­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სწო­რედ იმ მოვ­ლე­ნებს ემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო აკ­ვირ­დე­ბა, რაც უკვე ეჭვს ბა­დებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იქ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­დის.

"მინ­და დავ­სვა კი­თხვა - რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩვე­ნი პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია? იმა­ში, რომ ჩვენ გვინ­და პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი სო­ხუმ­თან, ცხინ­ვალ­თან და მოს­კოვ­თან? ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩვე­ნი პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია? თუ თქვენ ეყ­რდნო­ბით იმ ე.წ. ყვე­ლას­თვის უც­ნობ საიტ "დო­სი­ეს", ე.წ. დო­კუ­მენტს, რო­მელ­შიც რა­ღაც ბი­უ­ჯე­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დღემ­დე ვე­რა­ვის ვერ გა­ურ­კვე­ვია, რა ბი­უ­ჯე­ტია? სხვა­თა შო­რის, თქვენ მი­ა­ნი­ჭეთ იმ ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალდს დო­კუ­მენ­ტის სტა­ტუ­სი! ქა­ღალდს, რო­მელ­საც არც გერ­ბი აქვს, არც ბე­ჭე­დი და არც ხელ­მო­წე­რა - არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ქა­ღალდს დო­კუ­მენ­ტი უწო­დოთ!

და ისიც მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ, რო­დე­საც თქვენ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დით, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს, -ჯერ რის სა­ფუძ­ველ­ზე, ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დის სა­ფუძ­ველ­ზე?! მაგ­რამ მა­ინც აკე­თებ­დით ამ გან­ცხა­დე­ბებს და არ­ცერთ თქვენ­განს არ გით­ქვამთ და არ გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა კუ­როპ­ტე­ვის ნათ­ქვამ­ზე, რო­მელ­მაც თქვა, რომ "ეს პარ­ტია უნდა მო­იხ­სნას არ­ჩევ­ნე­ბი­დან". ვინ ეკი­თხე­ბა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მო­იხ­სნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე პარ­ტია არ­ჩევ­ნე­ბი­დან?! ეს არ არის უხე­ში ჩა­რე­ვა ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში?! მაგ­რამ ამ თე­მა­ზე არ­ცერ­თს ხმა არ ამო­გი­ღი­ათ, იმი­ტომ რომ თქვენ გა­წყობ­დათ ეს შავი პი­ა­რი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ! და ახლა ვი­სა­უბ­როთ "TV პირ­ველ­ზე" გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში, რაზე სა­უბ­რო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. იქ ნაჩ­ვე­ნე­ბია უკვე დო­კუ­მენ­ტე­ბი, იმი­ტომ რომ ის 137 ბი­ლე­თი, რო­მე­ლიც მათ ამო­ი­ღეს, ადას­ტუ­რებს იმას, რომ თქვენც, "ოც­ნე­ბა", ჩა­დი­ხართ მოს­კოვ­ში, მაგ­რამ, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამას ფა­რუ­ლად აკე­თებთ.

ჩვე­ნი ყვე­ლა ჩას­ვლა მოს­კოვ­ში, ვა­შინგტონ­ში თუ ბრი­უ­სელ­ში ხდე­ბო­და სა­ჯა­როდ და მოხ­დე­ბა სა­ჯა­როდ - ჩვენ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი არ გვაქვს. და თქვენ რომ ჩა­დი­ხართ და თქვე­ნი ჩას­ვლა იქ რა­ტომ­ღაც ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისეთ მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­საც აკ­ვირ­დე­ბა მთე­ლი მსოფ­ლიო, უკვე ეჭვს ბა­დებს, რომ იქ ჩა­დი­ხართ, ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად. და ჩვენ ვართ პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია, თუ თქვენ ხართ პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია? რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცებს", რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ ხმა არ აქვთ ამო­სა­ღე­ბი - 2008 წლის ომის შემ­დეგ მინ­სკში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბი­დან მე-7-ე პუნ­ქტი ამო­ი­ღო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რუ­სეთს, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა სო­ხუ­მი და ცხინ­ვა­ლი! ჩვენ ვართ პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია?!

2008 წლის ომის შემ­დეგ ევ­რო­საბ­ჭოს ასამ­ბლე­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ხელ­მომ­წე­რი იყო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა და იმ დე­ლე­გა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წევ­რი დღეს პარ­ლა­მენ­ტა­რია ჩვენს პარ­ლა­მენ­ტში! და იმათ მო­ა­წე­რეს ხელი ისეთ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, რო­მელ­შიც ნა­გუ­ლის­ხმე­ბი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ყე­ნა კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბი სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - ბომ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ვენ­ცი­ით არის აკ­რძა­ლუ­ლი! ამა­ზე ხელი მო­ა­წე­რეს ამ გამ­ყიდ­ვე­ლებ­მა! და ჩვენ ვართ პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია?!

2018 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, გრი­გოლ ვა­შა­ძემ, რო­მელ­მაც უმაღ­ლე­სი "კგბ"-ს სკო­ლა და­ამ­თავ­რა, იმი­ტომ რომ "მგიმო", ჩათ­ვა­ლეთ, იგი­ვე "კგბ"-ს სკო­ლაა - ყვე­ლა აგენ­ტი გა­მო­დის. პო­ლო­ნეთ­მა შე­მო­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვი­საც აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი "მგიმო", სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ მი­ი­ღე­ბა და ასეთ­მა ადა­მი­ან­მა რუ­სე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თავ­დნენ გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას!

და ჩვენ ვართ პრო­რუ­სუ­ლი ძალა?! ჩვენ ვართ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი?! რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ - ხმა ვერ ამოგ­ვი­ღია, სი­მარ­თლე ვერ გვით­ქვამს ისე, რომ იარ­ლი­ყი ვინ­მემ არ მო­გა­კე­როს! ასე­თი ქვე­ყა­ნა უნდა და­ვუ­ტო­ვოთ ჩვენ ჩვენს შთა­მო­მა­ვალს, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას?!" - გა­ნა­ცხა­და ფრაქ­ცია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი ლო­მი­ამ.

ვი­დეო

R

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

ესენი ინსტრუქციებით სურვილებს უსრულებენ და ისინი ამის საპასუხოდ ლამის თბილისამდე მივიდნენ!

qeTo
4

რა, აქამდე არ ვიცოდით თუ 137 ბილეთია დამადასტურებელი? რამოდენიმე ნოლიც მიუმატეთ! ახლა უკვე ვა ბანკზე მიდიან!

ავტორი:

გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან"

გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან"

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "პატრიოტთა ალიანსის" მისამართით განხორციელებულ შავ პიარზე ისაუბრა და ცრუ ბრალდებების საპასუხოდ "ქართულ ოცნებას" ის 137 ბილეთი შეახსენა, რომლითაც დასტურდება მათი ფარული ვიზიტები მოსკოვში. ლომიას თქმით, "პატრიოტების" ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში ყოველთვის ხდებოდა და მოხდება საჯაროდ, ვინაიდან მათ დასამალი არაფერი არ აქვთ, "ოცნების" ვიზიტები კი, "პატრიოტებისაგან" განსხვავებით, ფარულად ხორციელდება და რატომღაც საქართველოში მიმდინარე სწორედ იმ მოვლენებს ემთხვევა, რომელსაც მსოფლიო აკვირდება, რაც უკვე ეჭვს ბადებს, რომ "ქართული ოცნება" იქ ინსტრუქციების მისაღებად ჩადის.

"მინდა დავსვა კითხვა - რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან? ამაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? თუ თქვენ ეყრდნობით იმ ე.წ. ყველასთვის უცნობ საიტ "დოსიეს", ე.წ. დოკუმენტს, რომელშიც რაღაც ბიუჯეტია წარმოდგენილი და დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია, რა ბიუჯეტია? სხვათა შორის, თქვენ მიანიჭეთ იმ ფარატინა ქაღალდს დოკუმენტის სტატუსი! ქაღალდს, რომელსაც არც გერბი აქვს, არც ბეჭედი და არც ხელმოწერა - არ შეიძლება ასეთ ქაღალდს დოკუმენტი უწოდოთ!

და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ, როდესაც თქვენ განცხადებებს აკეთებდით, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს, -ჯერ რის საფუძველზე, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე?! მაგრამ მაინც აკეთებდით ამ განცხადებებს და არცერთ თქვენგანს არ გითქვამთ და არ გაუკეთებია განცხადება კუროპტევის ნათქვამზე, რომელმაც თქვა, რომ "ეს პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან". ვინ ეკითხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოიხსნება თუ არა საქართველოში რომელიმე პარტია არჩევნებიდან?! ეს არ არის უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესში?! მაგრამ ამ თემაზე არცერთს ხმა არ ამოგიღიათ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობდათ ეს შავი პიარი ჩვენს წინააღმდეგ! და ახლა ვისაუბროთ "TV პირველზე" გასულ სიუჟეტში, რაზე საუბრობენ ჟურნალისტები. იქ ნაჩვენებია უკვე დოკუმენტები, იმიტომ რომ ის 137 ბილეთი, რომელიც მათ ამოიღეს, ადასტურებს იმას, რომ თქვენც, "ოცნება", ჩადიხართ მოსკოვში, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ამას ფარულად აკეთებთ.

ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ - ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. და თქვენ რომ ჩადიხართ და თქვენი ჩასვლა იქ რატომღაც ემთხვევა საქართველოში ისეთ მოვლენებს, რომელსაც აკვირდება მთელი მსოფლიო, უკვე ეჭვს ბადებს, რომ იქ ჩადიხართ, ინსტრუქციების მისაღებად. და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია, თუ თქვენ ხართ პრორუსული პარტია? რაც შეეხება "ნაცებს", რომლებსაც საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები - 2008 წლის ომის შემდეგ მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7-ე პუნქტი ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა, რითაც საშუალება მისცა რუსეთს, რომ ეღიარებინა სოხუმი და ცხინვალი! ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?!

2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ხელმომწერი იყო მთელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და იმ დელეგაციიდან რამდენიმე წევრი დღეს პარლამენტარია ჩვენს პარლამენტში! და იმათ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციაზე, რომელშიც ნაგულისხმები იყო, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედება, რომ საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ - ბომბები, რომლებიც კონვენციით არის აკრძალული! ამაზე ხელი მოაწერეს ამ გამყიდველებმა! და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?!

2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც უმაღლესი "კგბ"-ს სკოლა დაამთავრა, იმიტომ რომ "მგიმო", ჩათვალეთ, იგივე "კგბ"-ს სკოლაა - ყველა აგენტი გამოდის. პოლონეთმა შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ვისაც აქვს დამთავრებული "მგიმო", საჯარო სამსახურში არ მიიღება და ასეთმა ადამიანმა რუსეთიდან ჩამოიყვანა პოლიტტექნოლოგები, რომლებიც მართავდნენ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას!

და ჩვენ ვართ პრორუსული ძალა?! ჩვენ ვართ მოღალატეები და გამყიდველები?! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - ხმა ვერ ამოგვიღია, სიმართლე ვერ გვითქვამს ისე, რომ იარლიყი ვინმემ არ მოგაკეროს! ასეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ ჩვენს შთამომავალს, ჩვენს მომავალ თაობას?!" - განაცხადა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ.

ვიდეო

R

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე