Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა
"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა ფა­რეხ­ში იდგა და იმ მინ­დორ­ში, სა­დაც ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს, არ იყო.

ამის შე­სა­ხებ თა­მა­ზაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თა­მა­ზაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ავ­ტო­მო­ბი­ლი მხო­ლოდ ოჯა­ხის პრო­ტეს­ტის და აქ­ცი­ის გა­მარ­თვის შემ­დეგ გა­მო­ა­ჩი­ნეს.

"იმ დღე­ე­ბი თა­მუ­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ ნამ­დვი­ლად არ იყო. გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­მე­ლი­მე ფა­რეხ­ში იყო. რო­დე­საც გა­ვაჟ­ღე­რე და მო­ვუ­წო­დე ხალ­ხს მო­დით, და­მეხ­მა­რეთ სახ­ლებ­ში მო­ძებ­ნა­ში, მივ­ხვდი, რომ არ მი­დი­ო­და სა­თა­ნა­დოდ ძებ­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი აქ­ცია მო­მე­წყო.

მე­ო­რე დღეს უკვე მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი იქ­მნე­ბო­და, რომ­ლებ­მაც გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი მოს­ვლის და დახ­მა­რე­ბის. აღ­ვნიშ­ნე ფაქ­ტად, რომ ვინც არ შეგ­ვიშ­ვებ­და სახ­ლში და არ დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და ავ­ტო­ფა­რეხს ე.ი. სა­ეჭ­ვო იქ­ნე­ბო­და ეს გა­რე­მო­ე­ბა და ამით უფრო მივ­ხვდე­ბო­დით სად უნდა გვე­ძებ­ნა მან­ქა­ნა.

ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ე­ტა­ნათ და და­ეგ­დოთ ეს მან­ქა­ნა ტრი­ალ მინ­დორ­ზე, რომ თით­ქოს მან­ქა­ნა იქ ვე­რა­ვინ იპო­ვა 4 დღის მან­ძილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
16

ამ ქალის აგენტურა მუშაობს

sergi
44

ამ თავცარიელს სანამ არ დაიჭერენ არ გაჩერდება? თუ მერე მიიყვანეს იქ მანქანა ცხედრით, საიდან ამტკიცებს, ხომ უნდა თქვას, რას ეყრდნობა, თუ ჭორიკნობის და ცილისწამების მეტი არაფერი იცის? ისე, იქცევა, თითქოს ეგ იყოს პროკურატურა და გამოძიება ეჭვმიტანილი!!!

ავტორი:

"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა

"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ 4 დღის განმავლობაში მისი შვილის ავტომანქანა ფარეხში იდგა და იმ მინდორში, სადაც ის აღმოაჩინეს, არ იყო.

ამის შესახებ თამაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ავტომობილი მხოლოდ ოჯახის პროტესტის და აქციის გამართვის შემდეგ გამოაჩინეს.

"იმ დღეები თამუნას ავტომობილი იქ ნამდვილად არ იყო. გარკვეული ინფორმაცია მაქვს. სავარაუდოდ, რომელიმე ფარეხში იყო. როდესაც გავაჟღერე და მოვუწოდე ხალხს მოდით, დამეხმარეთ სახლებში მოძებნაში, მივხვდი, რომ არ მიდიოდა სათანადოდ ძებნა. იძულებული ვიყავი აქცია მომეწყო.

მეორე დღეს უკვე მოხალისეთა ჯგუფები იქმნებოდა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მოსვლის და დახმარების. აღვნიშნე ფაქტად, რომ ვინც არ შეგვიშვებდა სახლში და არ დაგვათვალიერებინებდა ავტოფარეხს ე.ი. საეჭვო იქნებოდა ეს გარემოება და ამით უფრო მივხვდებოდით სად უნდა გვეძებნა მანქანა.

ამიტომ იძულებული გახდნენ სააშკარაოზე გამოეტანათ და დაეგდოთ ეს მანქანა ტრიალ მინდორზე, რომ თითქოს მანქანა იქ ვერავინ იპოვა 4 დღის მანძილზე“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი