საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ" - რას ყვება მიხეილ რამიშვილი საყვარელ ქალზე, მამასა და ოჯახზე?
"არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ" - რას ყვება მიხეილ რამიშვილი საყვარელ ქალზე, მამასა და ოჯახზე?

ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. წლე­ბია არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ად­ვო­კა­ტი იყო ის და ყვე­ლა­ნი ვხე­დავ­დით, რო­გორ ებ­რძო­და უსა­მარ­თლო­ბას. ამის მა­გა­ლი­თია თუნ­დაც, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბო­ლომ­დე სან­დროს მშობ­ლებს, გუ­რამ გირ­გვლი­ანს და ირი­ნა ენუ­ქი­ძეს გვერ­დში ედგა. რო­გორც ამ­ბობს, მისი გა­ჩუ­მე­ბა მა­ში­ნაც სცა­დეს, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. არა­ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნი იყო მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე. თვლის, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ზის ის ცი­ხე­ში და ითხოვს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ამ­ჯე­რად და­ზა­რა­ლე­ბულ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ახალ­გაზ­რდა გოგო მოკ­ლეს. ბოლო დროს ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა. თქვა, რომ მის ტე­ლე­ფონ­ზე მუ­ქა­რის ზა­რე­ბი შე­მო­დის, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­თხო­ვენ, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს ჩა­მო­შორ­დეს, მაგ­რამ უკან და­ხე­ვა არ სჩ­ვე­ვია.

- 3 წლის ვი­ყა­ვი, გი­ტა­რის სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, მამა - ოთარ რა­მიშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და. სამი ძმა ვართ. უფ­რო­სი - ზუ­რი­კო ჩემ­ზე 10 წლით დი­დია, მე შუ­ა­თა­ნა ვარ და 2 წლით უმ­ცრო­სია ლე­ვა­ნი. სა­მი­ვე მუ­სი­კო­სე­ბი ვართ: ზუ­რი­კო პი­ა­ნის­ტია, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჯა­ზის კა­თედ­რის გამ­გეა, დე­კა­ნია; ლე­ვა­ნიც მუ­სი­კო­სია, და­ამ­თავ­რა ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი, ასე­ვე - 35-ე სპორ­ტსკო­ლა, მერე ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი. ამ­ჟა­მად, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში 21-წლი­ა­ნე­ბის ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რია.5 წლი­სა დიდ სცე­ნა­ზე აღ­მოვ­ჩნდი. ცნო­ბი­ლი გი­ტა­რის­ტე­ბის კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და, საჩ­ვე­ნებ­ლად გა­მიყ­ვა­ნეს და და­ვუ­კა­რი კლა­სი­კა. დიდი ოვა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია სცე­ნა­ზე ჩემ­მა გა­მო­ჩე­ნამ. მერე მი­თხრეს, რომ მემ­ღე­რა. ვი­დე­ქი სცე­ნა­ზე და უცებ ტექ­სტი და­მა­ვი­წყდა. დე­და­ჩე­მი კუ­ლი­სებ­ში იდგა. მი­ვუტ­რი­ალ­დი და ვკი­თხე: ლექ­სი რო­გორ არის-მეთ­ქი? შე­მახ­სე­ნა და გა­ვაგ­რძე­ლე სიმ­ღე­რა. ძა­ლი­ან თა­მა­მი ვი­ყა­ვი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვინ­მე ვი­ო­ლი­ნოს რომ უკ­რავ­და, მე სახ­ლში ღო­მის სა­ზელ ჩო­განს ვი­ღებ­დი და ვი­თომ ვუკ­რავ­დი. მინ­დო­და მე­ვი­ო­ლი­ნე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში. ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლ "მარ­თვეს" პირ­ვე­ლი თა­ო­ბა ვი­ყა­ვი.

- მამა მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო?

- არა, მამა კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მომ­თხოვ­ნი. ბავ­შვო­ბი­დან მას­წავ­ლი­და ადა­მი­ა­ნო­ბას, სხვა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას. ძალ­ზე თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. კომ­პო­ზი­ტორ მერი და­ვი­თაშ­ვილ­თან დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა ნა­წარ­მო­ე­ბებს ვწერ­დი, ეტი­უ­დებს, სო­ნა­ტებს. ჩემი პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი დედ-მამა იყ­ვნენ. კარგ მო­მა­ვალს მი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ძერ­წვა. მახ­სოვს, ერთხელ ჩვენ­თან სტუმ­რად ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლი მო­ვი­და და ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ ნახა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მხატ­ვრო­ბა­შიც გარ­კვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი მქონ­და, ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. მამა და დედა დუ­ეტ­ში მღე­როდ­ნენ, მერე მამა მე ჩა­ვა­ნაც­ვლე და ხში­რად ვმღე­რით... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, ვი­ო­ლი­ნო შევ­ცვა­ლე ალ­ტით. კარ­გი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ვუკ­რავ­დი ორ­კესტრში, კვარ­ტეტ­ში, მუს­კო­მე­დი­ის ორ­კესტრშიც. 90-იანი წლე­ბი იყო და საკ­რა­ვი ინ­სტრუ­მენ­ტი რომ დამ­ქონ­და, სულ პო­ლი­ცია მა­ჩე­რებ­და, ეგო­ნათ, შიგ­ნით ავ­ტო­მა­ტი მედო. მერე ძა­ლი­ან გარ­თულ­და ცხოვ­რე­ბა. სულ უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლა მი­წევ­და და ამას ვერ ვი­ტან­დი. ფოტო: მი­ხე­ილ და ოთარ რა­მიშ­ვი­ლე­ბიfb

- ქუ­ჩა­ში გი­წევ­დათ ბრძო­ლა?

- ქუ­ჩა­შიც, პო­ლი­ცი­ას­თა­ნაც, ვერ ვი­ტან­დი უსა­მარ­თლო­ბას... კონ­სერ­ვა­ტო­რია მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და უცებ სულ სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი. ჩი­ნუ­რი­ვით იყო ჩემ­თვის იუ­რისპრუ­დენ­ცია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­დო­და, ამ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი, დღე და ღა­მეს ვა­თე­ნებ­დი და გა­მო­მი­ვი­და კი­დეც. როცა იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- გვი­ამ­ბეთ ოჯახ­ზეც. რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ჩემი მე­უღ­ლე, მა­ი­კო იო­რა­მაშ­ვი­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი, ისიც მე­ვი­ო­ლი­ნეა. ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, ორ­კესტრის მსა­ხი­ო­ბია. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა და ვი­კი­თხე, ვინ არის-მეთ­ქი? ჩემ­მა ჯგუ­ფელ­მა (ჩვე­ნი მეჯ­ვა­რეა), ლე­ვან მჭედ­ლი­ძემ მი­თხრა, ჩემი მე­გო­ბა­რი­აო. ზუს­ტად ის პე­რი­ო­დი იყო, ვამ­თავ­რებ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას. ჯგუ­ფელ გო­გო­ნებს ვუ­თხა­რი: თუ ეს არ იქ­ნე­ბა ბან­კეტ­ზე, მე არ მო­ვალ-მეთ­ქი. და­პა­ტი­ჟეს ჩვენს ბან­კეტ­ზე, იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ისე მო­მე­წო­ნა, ერთ თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. პირ­და­პირ მის ოჯახ­ში მი­ვე­დი.

- რო­გო­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მი­ში­კო რა­მიშ­ვი­ლი?

- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სულ მყავ­და, მაგ­რამ ისე უნდა იცხოვ­რო, სხვას გული არ ატ­კი­ნო, სჯობს შენ გეტ­კი­ნოს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მხრი­ვი ყო­ფი­ლი­ყო. არა­სო­დეს უნდა თქვა ქალ­ზე კაც­მა, "და­ვა­ბიო". თუ მან არ შე­გიყ­ვა­რა, ვე­რაფ­რით მო­ნუს­ხავ. ქალი უძ­ლი­ე­რე­სი არ­სე­ბაა. ჩათ­ვა­ლე, რომ ის არის გე­მის კა­პი­ტა­ნი და სა­ით­კე­ნაც მო­უხ­ვევს, იქით წა­გიყ­ვანს. თუ უნდა, აის­ბერგს შე­გა­ხეთ­ქებს და ჩაგ­ძი­რავს ან ნელ-ნელა ისე გა­ტა­რებს, ცხოვ­რე­ბას სა­ა­მურს გა­გიხ­დის. ქალს დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­პყრა და დიდი პა­ტი­ვი სცე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
2

ტიპიური სიაფანტი!

კახა
0

ახალგაზრდობის ფოტოზე და ისე ზოგადადაც სახით და იერით მაგრად გავს მიხეილი ვენსან კასელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ" - რას ყვება მიხეილ რამიშვილი საყვარელ ქალზე, მამასა და ოჯახზე?

"არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ" - რას ყვება მიხეილ რამიშვილი საყვარელ ქალზე, მამასა და ოჯახზე?

ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წლებია არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო ის და ყველანი ვხედავდით, როგორ ებრძოდა უსამართლობას. ამის მაგალითია თუნდაც, სანდრო გირგვლიანის საქმე. წინა ხელისუფლებასთან პრობლემებიც შეექმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლომდე სანდროს მშობლებს, გურამ გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს გვერდში ედგა. როგორც ამბობს, მისი გაჩუმება მაშინაც სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. არანაკლებ ხმაურიანი იყო მამა გიორგი მამალაძის საქმე. თვლის, რომ უდანაშაულოდ ზის ის ციხეში და ითხოვს, რომ ჯანმრთელობაშერყეული სასულიერო პირი ციხიდან გაათავისუფლონ.

ამჯერად დაზარალებულ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს და დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა გოგო მოკლეს. ბოლო დროს ბატონმა მიხეილმა სკანდალური განცხადებაც გაავრცელა. თქვა, რომ მის ტელეფონზე მუქარის ზარები შემოდის, უცხო ადამიანები მოითხოვენ, ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდეს, მაგრამ უკან დახევა არ სჩვევია.

- 3 წლის ვიყავი, გიტარის სწავლა რომ დავიწყე, მამა - ოთარ რამიშვილი მასწავლიდა. სამი ძმა ვართ. უფროსი - ზურიკო ჩემზე 10 წლით დიდია, მე შუათანა ვარ და 2 წლით უმცროსია ლევანი. სამივე მუსიკოსები ვართ: ზურიკო პიანისტია, კონსერვატორიაში ჯაზის კათედრის გამგეა, დეკანია; ლევანიც მუსიკოსია, დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, ასევე - 35-ე სპორტსკოლა, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტი. ამჟამად, ფეხბურთის ფედერაციაში 21-წლიანების ნაკრების მენეჯერია.5 წლისა დიდ სცენაზე აღმოვჩნდი. ცნობილი გიტარისტების კონცერტი ჩატარდა, საჩვენებლად გამიყვანეს და დავუკარი კლასიკა. დიდი ოვაციები გამოიწვია სცენაზე ჩემმა გამოჩენამ. მერე მითხრეს, რომ მემღერა. ვიდექი სცენაზე და უცებ ტექსტი დამავიწყდა. დედაჩემი კულისებში იდგა. მივუტრიალდი და ვკითხე: ლექსი როგორ არის-მეთქი? შემახსენა და გავაგრძელე სიმღერა. ძალიან თამამი ვიყავი. ტელევიზორში ვინმე ვიოლინოს რომ უკრავდა, მე სახლში ღომის საზელ ჩოგანს ვიღებდი და ვითომ ვუკრავდი. მინდოდა მევიოლინე გამოვსულიყავი, ამიტომ ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. ფოლკლორული ანსამბლ "მართვეს" პირველი თაობა ვიყავი.

- მამა მკაცრი მასწავლებელი იყო?

- არა, მამა კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ საკმაოდ მომთხოვნი. ბავშვობიდან მასწავლიდა ადამიანობას, სხვანაირ ურთიერთობას. ძალზე თბილი ადამიანი იყო. კომპოზიტორ მერი დავითაშვილთან დავდიოდი. პატარა ნაწარმოებებს ვწერდი, ეტიუდებს, სონატებს. ჩემი პირველი შემფასებელი დედ-მამა იყვნენ. კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. ასევე, ძალიან მიყვარდა ძერწვა. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სტუმრად ელგუჯა ამაშუკელი მოვიდა და ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, ძალიან მოეწონა. მხატვრობაშიც გარკვეული მიღწევები მქონდა, ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია. მამა და დედა დუეტში მღეროდნენ, მერე მამა მე ჩავანაცვლე და ხშირად ვმღერით... კონსერვატორიაში ჩავაბარე, ვიოლინო შევცვალე ალტით. კარგი სტუდენტი ვიყავი. ვუკრავდი ორკესტრში, კვარტეტში, მუსკომედიის ორკესტრშიც. 90-იანი წლები იყო და საკრავი ინსტრუმენტი რომ დამქონდა, სულ პოლიცია მაჩერებდა, ეგონათ, შიგნით ავტომატი მედო. მერე ძალიან გართულდა ცხოვრება. სულ უსამართლობასთან ბრძოლა მიწევდა და ამას ვერ ვიტანდი. ფოტო: მიხეილ და ოთარ რამიშვილებიfb

- ქუჩაში გიწევდათ ბრძოლა?

- ქუჩაშიც, პოლიციასთანაც, ვერ ვიტანდი უსამართლობას... კონსერვატორია მქონდა დამთავრებული, საკმაოდ პოპულარული ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, უნივერსიტეტში, იურიდიულზე ჩამებარებინა და უცებ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჩინურივით იყო ჩემთვის იურისპრუდენცია, მაგრამ იმდენად მინდოდა, ამ პროფესიას დავუფლებოდი, დღე და ღამეს ვათენებდი და გამომივიდა კიდეც. როცა იურიდიულზე ჩავაბარე, უკვე დაქორწინებული ვიყავი.

- გვიამბეთ ოჯახზეც. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ჩემი მეუღლე, მაიკო იორამაშვილი კონსერვატორიაში გავიცანი, ისიც მევიოლინეა. ამჟამად მუშაობს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ორკესტრის მსახიობია. დანახვისთანავე მომეწონა და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? ჩემმა ჯგუფელმა (ჩვენი მეჯვარეა), ლევან მჭედლიძემ მითხრა, ჩემი მეგობარიაო. ზუსტად ის პერიოდი იყო, ვამთავრებდი კონსერვატორიას. ჯგუფელ გოგონებს ვუთხარი: თუ ეს არ იქნება ბანკეტზე, მე არ მოვალ-მეთქი. დაპატიჟეს ჩვენს ბანკეტზე, იქ გავიცანით ერთმანეთი და ისე მომეწონა, ერთ თვეში დავქორწინდით. პირდაპირ მის ოჯახში მივედი.

- როგორია შეყვარებული მიშიკო რამიშვილი?

- ვერ წარმომიდგენია ადამიანი სიყვარულის გარეშე. შეყვარებული სულ მყავდა, მაგრამ ისე უნდა იცხოვრო, სხვას გული არ ატკინო, სჯობს შენ გეტკინოს. ყოველთვის ვცდილობდი, სიყვარული ორმხრივი ყოფილიყო. არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ. ქალი უძლიერესი არსებაა. ჩათვალე, რომ ის არის გემის კაპიტანი და საითკენაც მოუხვევს, იქით წაგიყვანს. თუ უნდა, აისბერგს შეგახეთქებს და ჩაგძირავს ან ნელ-ნელა ისე გატარებს, ცხოვრებას საამურს გაგიხდის. ქალს დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრა და დიდი პატივი სცე. წაიკითხეთ სრულად

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლიზამ გადაუღო თავის ძმას და ჩვენს საოცარ ქეთის..." - ეკა ბესელია შვილის ნიშნობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"თუ ინფიცირება ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სკოლებში სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ" - ცერცვაძე