პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა
"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა

პრინ­ცე­სა მარი ბო­ნა­პარ­ტი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის პირ­ველ შემ­სწავ­ლე­ლად და ზიგმუნდ ფრო­ი­დის მოს­წავ­ლედ იც­ნობს, ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის ნა­თე­სა­ვი და ამა­ვე დროს დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II-ის მე­უღ­ლის, პრინ­ცი ფი­ლი­პის დე­ი­და გახ­ლდათ.

მარი პრინ­ცე­სა იყო, თუმ­ცა მას სა­მე­ფო წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნაც­ვლად, ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლა და ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზი აინ­ტე­რე­სებ­და.

პრინ­ცე­სა

მარი ბო­ნა­პარ­ტი საფ­რან­გეთ­ში შეძ­ლე­ბულ და ცნო­ბილ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ მარი-ფე­ლიქს ბლან­კი და ფრან­გი პრინ­ცი რო­ლან ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის ძმის­შვი­ლი გახ­ლდათ.

მისი ბა­ბუა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­ლდათ, სწო­რედ მან გახ­სნა მო­ნა­კო­ში კა­ზი­ნო "მონ­ტე-კარ­ლო".

მი­უ­ხე­და­ვად ფუ­ფუ­ნე­ბი­სა, მა­რის ცხოვ­რე­ბა მა­ინც არ ყო­ფი­ლა ისე­თი, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ახალ­შო­ბი­ლი მარი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­არ­ჩი­ნეს. გო­გო­ნას დედა მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ერთ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ბავ­შვო­ბა­ში არ ჰყავ­და მე­გობ­რე­ბი, დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს მა­მას­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა­ში ატა­რებ­და.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის უფრო ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის, ასე­ვე ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლით. მან ის­წავ­ლა გერ­მა­ნუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ენე­ბი, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოც­დე­ბი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

მეც­ნი­ე­რი ნელი ტომ­სო­ნი, რო­მე­ლიც მარი ბო­ნა­პარ­ტის ცხოვ­რე­ბას იკ­ვლევ­და, იხ­სე­ნებს მა­რის მო­გო­ნე­ბას ამ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი თქმით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათი ოჯა­ხის მტრე­ბი, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ყალ­ბებ­დნენ გა­მოც­დებს და ასე ეც­დე­ბოდ­ნენ მათი ოჯა­ხის დამ­ცი­რე­ბას". გაბ­რა­ზე­ბულ­მა მა­რიმ კი თურ­მე და­იყ­ვი­რა:

"წყე­უ­ლიმც იყოს ჩემი სა­ხე­ლი, ჩემი ტი­ტუ­ლი, ჩემი სიმ­დიდ­რე! გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩემი სქე­სი! კა­ცად რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, ვე­რა­ფე­რი გა­მა­ჩე­რებ­და!"

მარი ბო­ნა­პარ­ტი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ბო­ნა­პარ­ტი ჯერ კი­დევ არ იყო 20 წლის, როცა მას რო­მა­ნი მას­ზე უფ­როს მა­მა­კაც­თან, მა­მა­მი­სის მე­გო­ბარ­თან ჰქონ­და. ეს რო­მა­ნი გო­გო­ნას­თვის სკან­და­ლუ­რად დას­რულ­და. სულ მალე სა­ბერ­ძნე­თის პრინც გე­ორ­გი­ზე გა­ა­თხო­ვეს. ქორ­წი­ლი კი ათენ­ში გა­და­ი­ხა­დეს. უსიყ­ვა­რუ­ლოდ გა­თხო­ვილ­მა გო­გო­ნამ თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ არ ექ­ნე­ბო­და მე­უღ­ლეს­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ფიქ­რობ­და, რომ საყ­ვარ­ლის გა­ჩე­ნაც ვერ მო­უ­ტან­და ბედ­ნი­ე­რე­ბას, ამი­ტომ სა­ნუ­გე­შოდ მეც­ნი­ე­რე­ბას მი­მარ­თა.

ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის შეს­წავ­ლა

მას ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის და ორ­გაზ­მის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებ­და. 1924 წელს ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნაშ­რო­მი: "ჩა­ნა­წე­რე­ბი ქა­ლის ფრი­გი­დუ­ლო­ბის ანა­ტო­მი­უ­რი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ".

ფსი­ქო­ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კიმ უო­ლე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბო­ნა­პატ­რი გა­ნიც­დი­და, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მას სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ ანი­ჭებ­და. ის მი­იჩ­ნევ­და, თუ ქალი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის დროს ვერ გა­ნიც­დი­და ორ­გაზმს, ესე იგი, პრობ­ლე­მა მის ანა­ტო­მი­ა­ში იყო.

მან უამ­რა­ვი ცდა ჩა­ა­ტა­რა, აკ­ვირ­დე­ბო­და ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თეს, თუმ­ცა მა­ინც არ ურიგ­დე­ბო­და შე­დეგს, სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ექ­სპე­რი­მენ­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ოპე­რა­ცია სამ­ჯერ გა­ი­კე­თა. ოპე­რა­ცი­ის გამო კი ახალ­გაზ­რდა ქალს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე შეგ­რძნე­ბე­ბი უფრო შე­უმ­ცირ­და.

„ბო­ნა­პარტს სა­ინ­ტე­რე­სო ჰი­პო­თე­ზა ჰქონ­და. მისი აზ­რით, ყვე­ლა ქალს სხვა­დას­ხვა ანა­ტო­მი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს და ამი­ტომ გა­ნიც­დი­ან ისი­ნი სხვა­დას­ხვა გრძნო­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის დროს. თუმ­ცა მის თე­ო­რი­ა­ში, ბო­ნა­პარ­ტი მთა­ვარ აქ­ცენტს აკე­თებ­და სხე­უ­ლის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე და გა­მო­რი­ცხავ­და ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და სუ­ლი­ერ კომ­ფორ­ტს“, - ამ­ბობს ელი­სა­ბედ ლო­ი­დი, რო­მე­ლიც ბო­ნა­პარ­ტის ცხოვ­რე­ბას შე­ის­წავ­ლი­და.

ფრო­იდ­თან შეხ­ვედ­რა

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ცდე­ბი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ნა­პარ­ტი მა­ინც ცდი­ლობ­და მო­ე­ძებ­ნა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი და ამ მიზ­ნით 1925 წელს ვე­ნა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ცნო­ბილ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კოს­თან ზიგმუნდ ფრო­იდ­თან გა­ემ­გზავ­რა.

"ფრო­იდ­ში მან ის ადა­მი­ა­ნი იპო­ვა, ვინც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სჭირ­დე­ბო­და - ახა­ლი "მამა", რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს და უფრთხილ­დე­ბო­დე“.

პრინ­ცე­სა მარი ზიგმუნდ ფრო­იდ­თან ერ­თად

ის ფრო­ი­დის პა­ცი­ენ­ტი და მე­გო­ბა­რი გახ­და. ბო­ნა­პარ­ტი საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და ფრო­იდ­თან გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ მისი კვლე­ვე­ბი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­და.

"ფრო­იდს მოს­წონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქალი იყო. მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ფრო­ი­დი 70 წლის იყო. მარი კი სა­ინ­ტე­რე­სო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ფრო­იდს ეკა­მა­თე­ბო­და". - აცხა­დებს მერი ამუ­რუ ბი-ბი-სი-ს ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას.

დრო­თა გა­ნავ­ლო­ბა­ში მარი პა­რი­ზელ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სებ­ში დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და, ის ტი­ტუ­ლი­სა და სა­მე­ფო კა­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც პო­უ­ლობ­და დროს და პა­ცი­ენ­ტებ­საც იღებ­და.

მა­შინ, როცა ვე­ნა­ში გერ­მა­ნე­ლე­ბი შე­იჭრ­დნენ, მა­რიმ მო­ა­ხერ­ხა და საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ოჯახ­თან ერ­თად, ლონ­დონ­ში გა­ხიზ­ნა.

ფრო­იდ­თან ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, ბო­ნა­პარ­ტი მიხ­ვდა, რომ მისი ნაშ­რო­მე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თლეს და რომ ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. ის მიხ­ვდა რომ ანა­ტო­მია არა­ფერ შუ­ა­შია და მთა­ვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­აა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქალ­მა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აზ­როვ­ნებ­და, გა­უს­წრო დროს და დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა რო­გორც ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის, ასე­ვე ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის შეს­წავ­ლა­ში.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

ავტორი:

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა

პრინცესა მარი ბონაპარტი, რომელსაც საზოგადოება ქალის სექსუალური ცხოვრების პირველ შემსწავლელად და ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლედ იცნობს, ნაპოლეონ ბონაპარტის ნათესავი და ამავე დროს დედოფალი ელისაბედ II-ის მეუღლის, პრინცი ფილიპის დეიდა გახლდათ.

მარი პრინცესა იყო, თუმცა მას სამეფო წეს-ჩვეულებებისა თუ ღონისძიებების ნაცვლად, ქალის სექსუალური ცხოვრების შესწავლა და ფსიქოანალიზი აინტერესებდა.

პრინცესა

მარი ბონაპარტი საფრანგეთში შეძლებულ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ მარი-ფელიქს ბლანკი და ფრანგი პრინცი როლან ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი გახლდათ.

მისი ბაბუა ძალიან ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, სწორედ მან გახსნა მონაკოში კაზინო "მონტე-კარლო".

მიუხედავად ფუფუნებისა, მარის ცხოვრება მაინც არ ყოფილა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. გოგონას დაბადებისთანავე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ახალშობილი მარი სასწაულებრივად გადაარჩინეს. გოგონას დედა მშობიარობიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

ბავშვობაში არ ჰყავდა მეგობრები, დროის უმეტეს ნაწილს მამასთან ერთად, სხვადასხვა მეცნიერების შესწავლაში ატარებდა.

დროთა განმავლობაში ის უფრო ინტერესდებოდა ქალისა და მამაკაცის ინტიმური ცხოვრების, ასევე ქალის სექსუალური ცხოვრების შესწავლით. მან ისწავლა გერმანული და ინგლისური ენები, თუმცა ოჯახის წევრებმა არ მისცეს საშუალება გამოცდები ჩაებარებინა.

მეცნიერი ნელი ტომსონი, რომელიც მარი ბონაპარტის ცხოვრებას იკვლევდა, იხსენებს მარის მოგონებას ამ პერიოდთან დაკავშირებით, მისი თქმით, ოჯახის წევრები "ამტკიცებდნენ, რომ მათი ოჯახის მტრები, რესპუბლიკელები აუცილებლად გააყალბებდნენ გამოცდებს და ასე ეცდებოდნენ მათი ოჯახის დამცირებას". გაბრაზებულმა მარიმ კი თურმე დაიყვირა:

"წყეულიმც იყოს ჩემი სახელი, ჩემი ტიტული, ჩემი სიმდიდრე! განსაკუთრებით კი ჩემი სქესი! კაცად რომ დავბადებულიყავი, ვერაფერი გამაჩერებდა!"

მარი ბონაპარტი მეუღლესთან ერთად

ბონაპარტი ჯერ კიდევ არ იყო 20 წლის, როცა მას რომანი მასზე უფროს მამაკაცთან, მამამისის მეგობართან ჰქონდა. ეს რომანი გოგონასთვის სკანდალურად დასრულდა. სულ მალე საბერძნეთის პრინც გეორგიზე გაათხოვეს. ქორწილი კი ათენში გადაიხადეს. უსიყვარულოდ გათხოვილმა გოგონამ თავიდანვე იცოდა, რომ არ ექნებოდა მეუღლესთან სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, ფიქრობდა, რომ საყვარლის გაჩენაც ვერ მოუტანდა ბედნიერებას, ამიტომ სანუგეშოდ მეცნიერებას მიმართა.

ქალის სექსუალობის შესწავლა

მას ქალის სექსუალობის და ორგაზმის შესწავლის ინტერესი ამოძრავებდა. 1924 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა ნაშრომი: "ჩანაწერები ქალის ფრიგიდულობის ანატომიური მიზეზების შესახებ".

ფსიქოენდოკრინოლოგის კიმ უოლენის განცხადებით, ბონაპატრი განიცდიდა, რომ სექსუალური ურთიერთობა მას სიამოვნებას ვერ ანიჭებდა. ის მიიჩნევდა, თუ ქალი სექსუალური აქტის დროს ვერ განიცდიდა ორგაზმს, ესე იგი, პრობლემა მის ანატომიაში იყო.

მან უამრავი ცდა ჩაატარა, აკვირდებოდა ქალებს, რომლებმაც სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთეს, თუმცა მაინც არ ურიგდებოდა შედეგს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაეტარებინა და სასქესო ორგანოს ოპერაცია სამჯერ გაიკეთა. ოპერაციის გამო კი ახალგაზრდა ქალს სასქესო ორგანოზე შეგრძნებები უფრო შეუმცირდა.

„ბონაპარტს საინტერესო ჰიპოთეზა ჰქონდა. მისი აზრით, ყველა ქალს სხვადასხვა ანატომიური აგებულება აქვს და ამიტომ განიცდიან ისინი სხვადასხვა გრძნობას სექსუალური აქტის დროს. თუმცა მის თეორიაში, ბონაპარტი მთავარ აქცენტს აკეთებდა სხეულის აგებულებაზე და გამორიცხავდა ქალის ფსიქოლოგიასა და სულიერ კომფორტს“, - ამბობს ელისაბედ ლოიდი, რომელიც ბონაპარტის ცხოვრებას შეისწავლიდა.

ფროიდთან შეხვედრა

წარუმატებელი ცდებისა და ოპერაციების მიუხედავად, ბონაპარტი მაინც ცდილობდა მოეძებნა კითხვებზე პასუხი და ამ მიზნით 1925 წელს ვენაში კონსულტაციისთვის ცნობილ ფსიქოანალიტიკოსთან ზიგმუნდ ფროიდთან გაემგზავრა.

"ფროიდში მან ის ადამიანი იპოვა, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა - ახალი "მამა", რომელიც შეიძლება გიყვარდეს და უფრთხილდებოდე“.

პრინცესა მარი ზიგმუნდ ფროიდთან ერთად

ის ფროიდის პაციენტი და მეგობარი გახდა. ბონაპარტი საფრანგეთში ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც ადამიანის ფსიქოანალიზის შესწავლა დაიწყო და ფროიდთან გატარებულმა დრომ მისი კვლევები უფრო წარმატებული გახადა.

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო. მათი პირველი შეხვედრისას ფროიდი 70 წლის იყო. მარი კი საინტერესო, განათლებული, მდიდარი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ფროიდს ეკამათებოდა". - აცხადებს მერი ამურუ ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

დროთა განავლობაში მარი პარიზელ ფსიქოანალიტიკოსებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ის ტიტულისა და სამეფო კარის მიუხედავად მაინც პოულობდა დროს და პაციენტებსაც იღებდა.

მაშინ, როცა ვენაში გერმანელები შეიჭრდნენ, მარიმ მოახერხა და საყვარელი მასწავლებელი, ოჯახთან ერთად, ლონდონში გახიზნა.

ფროიდთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ბონაპარტი მიხვდა, რომ მისი ნაშრომები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და რომ ქალის სექსუალური ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო. ის მიხვდა რომ ანატომია არაფერ შუაშია და მთავარი ფსიქოლოგიაა. როგორც ამბობენ, ქალმა, რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა, გაუსწრო დროს და დიდი წვლილი შეიტანა როგორც ქალის სექსუალური ცხოვრების, ასევე ფსიქოანალიზის შესწავლაში.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ