Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა
"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა

თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ავთო აბ­ჟან­და­ძის მე­ზობ­ლე­ბი "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან“ ჰყვე­ბი­ან, რომ შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ცოლს და­ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან სცემ­და. ასე­ვე, იხ­სე­ნე­ბენ, რომ ტრა­გე­დი­ის დღეს გა­ი­გო­ნეს, რო­გორ ყვი­რო­და ის "მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლიო".

"ეს პირ­ვე­ლი კი არ იყო, ცოლს სულ ურტყამ­და, მოყ­ვა­ნის დღი­დან, დე­და­მისს ჰკი­თხეთ, გო­გოს დე­დას, სულ ურტყამ­და. (ცოლი) წა­ვი­დო­და, მო­ვი­დო­და, წა­ვი­დო­და მო­ვი­დო­და, წა­იყ­ვან­და ბავ­შვებს... ბო­ლოს, ეს პა­ტა­რა ბიჭი რომ გა­ა­ჩი­ნა, და­ეწ­ვათ ბო­სე­ლი. ოჯა­ხი უსახ­სრო გახ­და და ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წა­სუ­ლი­ყო. და­ტო­ვა წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვი და წა­ვი­და ეს გოგო, მაგ­რამ მის მერე გზავ­ნი­და ფუ­ლებს და კი ხე­დავთ მის სახლ-კარს“, - ამ­ბობს ოჯა­ხის ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ბო­ლოს ქალს ქმრის­თვის უთ­ქვამს, რომ ფულს ვერ გა­მო­უგ­ზავ­ნი­და, რად­გა­ნაც ბავ­შვს რა­ღა­ცის ყიდ­ვას დაჰ­პირ­და და ამის­თვის აგ­რო­ვებ­და.

"მერე უთ­ქვამს ამ ქალს, მე შენ ფულს ვერ გა­მო­გიგ­ზავ­ნიო, იმი­ტომ რომ ბავ­შვს რა­ღა­ცას შევ­პირ­დი, იმას უნდა ვუ­ყი­დოო და ამას უთ­ქვამს, შენ ფულს თუ არ გა­მო­მიგ­ზავ­ნი, ბო­ლო­ჯერ და­ი­ნა­ხე შენი შვი­ლიო. ამის მე­ტად შენს შვილს ვე­ღარ ნა­ხავ, ამით გა­გამ­წა­რე­ბო“ - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

11 წლის ბი­ჭის და, თიკო აბ­ჟან­და­ძე კი იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, სა­ნამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, ის ძმას ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა.

„ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა, რო­გორ ხარ და­ი­კოო, ხომ კარ­გად ხარო, დიშ­ვი­ლე­ბი ხომ კარ­გად არი­ა­ნო, შენ ხომ ხარ კარ­გად-მეთ­ქი? და კიო, კარ­გად ვარო. კარ­გი აბა, კარ­გად იყა­ვიო და გა­მი­თი­შა. მერე არ გა­სუ­ლა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, რე­კა­ვენ, შენ­მა ძმამ თავი ჩა­მო­იხ­რჩოო“, - იხ­სე­ნებს თიკო აბ­ჟან­და­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა, ავთო რო­ბა­ქი­ძე კი, რო­მე­ლიც ასე­ვე ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, ჰყვე­ბა, რომ ტრა­გე­დი­ის დღეს ბავ­შვის ბე­ბი­ის ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო. ქალი მე­ზობ­ლებს შვე­ლას სთხოვ­და, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ის გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მა­მამ, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძემ გა­ა­ჩუ­მა. რის შემ­დე­გაც, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ზობ­ლებ­მა უკვე მა­მის ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ შვი­ლი თა­ვად მოკ­ლა.

"თურ­მე ყვი­რო­და ამას, მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლი, მოვ­კა­ლიო...მოკ­ვდა, მოკ­ვდა, მოკ­ვდაო“, - ამ­ბობს გოჩა რო­ბა­ქი­ძე.

თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ბავ­შვი პო­ლი­ცი­ამ ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვა. შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ბავ­შვის მა­მაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
31

როგორც ყოველთვის, მელაძის ინფორმაცია ბუნდოვანი და გაუგებარია...

მმმ
1

მამასთან ერთად ყველა დამნაშავეა ამ ბავშვის სიკვდილში. ყველა! ვინც იცოდა და ხმას სრ იღებდა

ავტორი:

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ავთო აბჟანდაძის მეზობლები "ნოდარ მელაძის შაბათთან“ ჰყვებიან, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ცოლს დაქორწინების დღიდან სცემდა. ასევე, იხსენებენ, რომ ტრაგედიის დღეს გაიგონეს, როგორ ყვიროდა ის "მოვკალი, მოვკალიო".

"ეს პირველი კი არ იყო, ცოლს სულ ურტყამდა, მოყვანის დღიდან, დედამისს ჰკითხეთ, გოგოს დედას, სულ ურტყამდა. (ცოლი) წავიდოდა, მოვიდოდა, წავიდოდა მოვიდოდა, წაიყვანდა ბავშვებს... ბოლოს, ეს პატარა ბიჭი რომ გააჩინა, დაეწვათ ბოსელი. ოჯახი უსახსრო გახდა და ქალი იძულებული გახდა წასულიყო. დატოვა წლინახევრის ბავშვი და წავიდა ეს გოგო, მაგრამ მის მერე გზავნიდა ფულებს და კი ხედავთ მის სახლ-კარს“, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი.

მისივე თქმით, ბოლოს ქალს ქმრისთვის უთქვამს, რომ ფულს ვერ გამოუგზავნიდა, რადგანაც ბავშვს რაღაცის ყიდვას დაჰპირდა და ამისთვის აგროვებდა.

"მერე უთქვამს ამ ქალს, მე შენ ფულს ვერ გამოგიგზავნიო, იმიტომ რომ ბავშვს რაღაცას შევპირდი, იმას უნდა ვუყიდოო და ამას უთქვამს, შენ ფულს თუ არ გამომიგზავნი, ბოლოჯერ დაინახე შენი შვილიო. ამის მეტად შენს შვილს ვეღარ ნახავ, ამით გაგამწარებო“ - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

11 წლის ბიჭის და, თიკო აბჟანდაძე კი იხსენებს, რომ დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, სანამ ტრაგედიის შესახებ შეატყობინებდნენ, ის ძმას ტელეფონით ესაუბრა.

„ჩემმა ძმამ დამირეკა, როგორ ხარ დაიკოო, ხომ კარგად ხარო, დიშვილები ხომ კარგად არიანო, შენ ხომ ხარ კარგად-მეთქი? და კიო, კარგად ვარო. კარგი აბა, კარგად იყავიო და გამითიშა. მერე არ გასულა ნახევარი საათი, რეკავენ, შენმა ძმამ თავი ჩამოიხრჩოო“, - იხსენებს თიკო აბჟანდაძე.

გარდაცვლილის ბიძა, ავთო რობაქიძე კი, რომელიც ასევე ოჯახის მეზობლად ცხოვრობს, ჰყვება, რომ ტრაგედიის დღეს ბავშვის ბებიის ყვირილის ხმა გაიგო. ქალი მეზობლებს შველას სთხოვდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ის გარდაცვლილი ბიჭის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ გააჩუმა. რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში მეზობლებმა უკვე მამის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც ამბობდა, რომ შვილი თავად მოკლა.

"თურმე ყვიროდა ამას, მოვკალი, მოვკალი, მოვკალიო...მოკვდა, მოკვდა, მოკვდაო“, - ამბობს გოჩა რობაქიძე.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული.

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს