პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს" - რას წერს შაქარაშვილი საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფის დედა?
"ისეთი ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს" - რას წერს შაქარაშვილი საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფის დედა?

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძის დედა "რუს­თა­ვი 2" -ის­თვის განგზავ­ნილ წე­რილ­ში ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მი­მართ ბუ­ლინგსა და ბრალ­დე­ბებ­ზე.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. დედა ღვთი­სა ფა­რავ­დეს თი­თო­ე­ულ ოჯახს.

კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გი­ორ­გის ოჯახს. ჯა­ლა­თე­ბის ხე­ლით მოკ­ლუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სული სა­სუ­ფე­ველ­ში გა­ნის­ვე­ნებს და იქი­დან ლო­ცუ­ლობს თქვენ­თვის.

ახლა კი, რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, აქ დარ­ჩე­ნი­ლებს, რომ­ლე­ბიც წა­ვალთ ეკ­ლე­სი­ა­ში, და­ვან­თებთ სან­თელს, შე­ვე­ვედ­რე­ბით ღმერ­თს და ისევ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჭო­რა­ო­ბას, გან­კი­თხვას, ცი­ლის­წა­მე­ბას, მტრო­ბას..

ასევე დაგაინტერესებთ
16:41 / 19-08-2020

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

14:47 / 20-08-2020

"ვფიქრობდი, რომ გიორგის ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა ვეძახდი" - რას ყვება მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ჩვენებაში

15:55 / 29-08-2020

"თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ ჩემს უდანაშაულობაში, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ" - ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილი ციხიდან

16:00 / 01-09-2020

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

ამ ბოლო დროს, ბევრ დროს ვუთ­მობ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენ­ტა­რებს ჩემ შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხა­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ფბ.გვერ­დებს, ვისი ავ­ტო­რე­ბიც ისე­თი სი­ძულ­ვი­ლით და ზი­ზღით იხ­სე­ნი­ე­ბენ ჩემ შვილს, თით­ქოს საქ­მე სე­რი­ულ მკვლელს ეხე­ბო­დეს. ლან­ძღა­ვენ, აგი­ნე­ბენ, მუ­ქა­რა­ზე და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. თით­ქოს იქ იყ­ვნენ იმ ავ­ბე­დით ღა­მეს და იცი­ან სი­მარ­თლე.

არა­და, ბევ­რი მარ­თლაც იყო. 150 მან­ქა­ნას გა­უვ­ლია მაგ დროს ხიდ­ზე, გა­უ­ა­რეს გვერ­დზე და გა­აგ­რძე­ლეს გზა. არა­და, რო­მე­ლი­მეს რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა, იქ­ნებ გი­ორ­გი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ერ­ჩივ­ნათ გზა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და მერე კო­მენ­ტა­რე­ბი და­ე­წე­რათ, სხვის ომში ყვე­ლა ბრძე­ნია.

რა უნდა ექნა 19 წლის ბიჭს, რო­მელ­საც იმ წუ­თებ­ში მხო­ლოდ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი უმუ­შა­ვებ­და?! ერთი რაც მო­ა­ხერ­ხა, გა­იქ­ცა და და­რე­კა პატ­რულ­ში, თუმ­ცა ესეც ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნეს, არა­და არ­სე­ბობს ამო­ნა­წე­რი, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად იხი­ლოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცრუ ჩვე­ნე­ბებს, რა­ზე­დაც ახლა ად­ვო­კა­ტე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ, და­ფიქ­რდით აბა, იმ წუ­თებ­ში ნუთუ რო­მე­ლი­მე და­აკ­ვირ­დე­ბო­და სა­ა­თის ის­რებს? ან სტრე­სის დროს რომ დრო­ის აღ­ქმა იკარ­გე­ბა, არ გსმე­ნი­ათ მა­ინც? 19 წლის ბიჭს სა­ი­დან უნდა სცოდ­ნო­და პატ­რუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა? შუ­ა­ღა­მეს რომ ადა­მი­ა­ნი რე­კავს პატ­რულ­ში, ესე იგი რა­ღა­ცა ხდე­ბა და მა­გი­სი რა ბრა­ლია, რომ თბი­ლი­სამ­დე გა­იყ­ვა­ნეს მხო­ლოდ? ვე­რა­ვინ რომ და­ი­ნა­ხა ხიდ­ზე, ეგო­ნა, ყვე­ლამ უშ­ვე­ლა თავს და აღა­რა­ფე­რი ხდე­ბაო და თბი­ლი­სამ­დე მა­ინც გა­მიყ­ვა­ნე­თო სთხო­ვა. აბა რა უნდა ექნა? არა­და, იმ წუ­თებ­ში რომ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ იქა­უ­რო­ბა, შე­საძ­ლოა, გი­ორ­გი ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბევ­რი რა­მის შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ერთი რამ დაგ­ვრჩე­ნია, ვინც ჯერ კი­დევ აქ ვართ, ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნეთ­ზე, შევ­წყვი­ტოთ ზი­ზღი, ბოღ­მა, ცი­ლის­წა­მე­ბა იქ­ნებ შე­წყდეს ეს სა­ში­ნე­ლე­ბე­ბიც, რაც ამ ზა­ფხულს ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და დაგ­ვიბ­რუნ­დეს მად­ლი და წყა­ლო­ბა უფ­ლი­სა. გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი," - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tata
13

სიმართლე ეთქვა და არავინ მოიხსენოებდა ზიზღით, აზალგაზრდა ბიჭი მოკლეს, გესმით??? ყველა ჩვენება რაც მისცა, ყველგან იცრუა, რა ტიპის ადამიანი გაზარდეთ, იცოდა რაც ხდებოდა, პოლიციას არაფერი უთხრა, იქიდან თავი წამოაყვანინა და სხვაგან გააგრძელა გართობა! ხმა არც ამოგეღებათ საერთოდ.

50 თეთრი
6

ყველა უდანაშაულოები როგორ ხართ? ფიზიონომიაზე ეტყობა რა კონჩიტაც იზრდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ისეთი ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს" - რას წერს შაქარაშვილი საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფის დედა?

"ისეთი ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს" - რას წერს შაქარაშვილი საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფის დედა?

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის დედა "რუსთავი 2" -ისთვის განგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ქსელში იაკობ ბრეგვაძის მიმართ ბულინგსა და ბრალდებებზე.

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული. დედა ღვთისა ფარავდეს თითოეულ ოჯახს.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გიორგის ოჯახს. ჯალათების ხელით მოკლული უდანაშაულო ადამიანის სული სასუფეველში განისვენებს და იქიდან ლოცულობს თქვენთვის.

ახლა კი, რაც შეგვეხება ჩვენ, აქ დარჩენილებს, რომლებიც წავალთ ეკლესიაში, დავანთებთ სანთელს, შევევედრებით ღმერთს და ისევ გავაგრძელებთ ჭორაობას, განკითხვას, ცილისწამებას, მტრობას..

ამ ბოლო დროს, ბევრ დროს ვუთმობ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს ჩემ შვილთან დაკავშირებით, ვათვალიერებ ხატებით აჭრელებულ ფბ.გვერდებს, ვისი ავტორებიც ისეთი სიძულვილით და ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს. ლანძღავენ, აგინებენ, მუქარაზე და ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ. თითქოს იქ იყვნენ იმ ავბედით ღამეს და იციან სიმართლე.

არადა, ბევრი მართლაც იყო. 150 მანქანას გაუვლია მაგ დროს ხიდზე, გაუარეს გვერდზე და გააგრძელეს გზა. არადა, რომელიმეს რომ გაეჩერებინა, იქნებ გიორგი გადარჩენილიყო, მაგრამ ერჩივნათ გზა გაეგრძელებინათ და მერე კომენტარები დაეწერათ, სხვის ომში ყველა ბრძენია.

რა უნდა ექნა 19 წლის ბიჭს, რომელსაც იმ წუთებში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი უმუშავებდა?! ერთი რაც მოახერხა, გაიქცა და დარეკა პატრულში, თუმცა ესეც ეჭვის ქვეშ დააყენეს, არადა არსებობს ამონაწერი, შეგიძლიათ თავად იხილოთ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენებებს, რაზედაც ახლა ადვოკატები ალაპარაკდნენ, დაფიქრდით აბა, იმ წუთებში ნუთუ რომელიმე დააკვირდებოდა საათის ისრებს? ან სტრესის დროს რომ დროის აღქმა იკარგება, არ გსმენიათ მაინც? 19 წლის ბიჭს საიდან უნდა სცოდნოდა პატრულის მოვალეობა? შუაღამეს რომ ადამიანი რეკავს პატრულში, ესე იგი რაღაცა ხდება და მაგისი რა ბრალია, რომ თბილისამდე გაიყვანეს მხოლოდ? ვერავინ რომ დაინახა ხიდზე, ეგონა, ყველამ უშველა თავს და აღარაფერი ხდებაო და თბილისამდე მაინც გამიყვანეთო სთხოვა. აბა რა უნდა ექნა? არადა, იმ წუთებში რომ დაეთვალიერებინათ იქაურობა, შესაძლოა, გიორგი ცოცხალი ყოფილიყო.

ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ერთი რამ დაგვრჩენია, ვინც ჯერ კიდევ აქ ვართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევწყვიტოთ ზიზღი, ბოღმა, ცილისწამება იქნებ შეწყდეს ეს საშინელებებიც, რაც ამ ზაფხულს ხდებოდა საქართველოში და დაგვიბრუნდეს მადლი და წყალობა უფლისა. გვიყვარდეს ერთმანეთი," - ნათქვამია წერილში.

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა იკრძალება

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს