„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ, შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოში დაბრუნების შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შემდეგნაირად გამოხმაურებას: "Miha Hamodii".
გია ხუხაშვილის თქმით, სევდის მომგვრელია, როდესაც მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ იძახიან და ხელისუფლობანას თამაშობენ.
„ეს არის შუმერული თამაში, როდესაც ერთი აცხადებს რომ „მოვდივარ“ და არ მოდის, მეორე კი, აქ ამბობს „მივდივარ“ და არ მიდის. ამ შუმერული თამაშის მონაწილეები ვართ.
„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ. ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც SMS-ით უგზავნის მესიჯბოქს და შემდეგ ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“. ამას სხვა რამეს ვერ ვუწოდებ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის კომპლექსებს „ქართულ ოცნებაში“ ასე გამოხატავენ. რა ვქნათ, ჩვენ იძულებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუყუროთ.
„ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი საშიში არ არის, ეს არის პოლიტტექნოლოგიური თემა. მიშას თავისი ელექტორატისთვის და მხნეობისთვის სჭირდება იმის გაცხადება, რომ ის მოდის არჩევნების წინ, ხელისუფლება კი ცდილობს ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - „მგელი მოდის, მგელი მოდის“ იძახოს, ამით ორივე მხარე ცდილობს მიიღოს სარგებელი. ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მეორე-ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის სტატუსს. ამას პროვინციულად უხარისხოდ ფუთავენ.
დიდი ბოდიში, როდესაც ქალაქის მერი და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი „მიჰა ჰამოდის“ იტყვის, გემოვნებაზე, შესაძლოა, არ დაობენ, მაგრამ ძალიან სევდის მომგვრელია ასეთი გემოვნების ადამიანები რომ ხელისუფლებობანას თამაშობენ“, - განცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა. "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“ ჟუნრნალისტებთან შეფასა და განაცხადა: „ჰამოვიდეს, რა ვქნა“. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი შემდეგი განცხადება გააკეთა: „სააკაშვილს რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა“.
პატივცემულო გია, გვეცით პატივი და 7 "წამყვანი" პარტიის პროგრამის შედარებითი კრიტიკული ანალიზი დადეთ აგერ ამბები.ჯიზე , მკითხველი მოემატება, იმ შვიდეულს ელექტორატი, აი თქვენ რომ სწუხხართ ახლა საბანზე , გაიზდება და გასწვდეთ იქნებ , თუ ამ სიკეთეს იზამთ, იქნება წესდებებებიც შეგედარებინათ , ჰო კიდევ სახელები რამდენ შეესატყვისება მათ ოფიციალურ იდეოლოგიებს და მაგ იდეოლოგიებს შორის სხვაობებიც დაგვანახოთ იქნებ,იმეებისაც ვისთანაც საერთაშორისო ალიანსში ბრძანდებიან ! ხომ იცით ექსპერტმა თქვა, ღმერთმა თქვაო, იქნება კიდეც მოისხათ გაურკვეველი ქართველი ამომრჩევლის მადლი ?!
კალაძეს როგორც კითხეს, ისე უპასუხა. რა იყო აქ ისეთი? ჟურნალისტებსაც გაეცინათ და მეც.