მთელი საქართველო შეძრა 23 აგვისტოს მომხდარმა ტრაგედიამ. როგორც ცნობილია, შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე თბილისის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამი ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილს ებრძვის. სამართალდამცავები და მაშველები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშობდნენ შემთხვევის ადგილზე და ახლა ტრაგედიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
kvirispalitra.ge ესაუბრა გოგონას, რომელიც ამ კომპანიის მომსახურებით ხშირად სარგებლობდა, თურმე ამ კონკრეტულ ტურშიც გეგმავდა წასვლას:
თამუნა:
- მეც ვიყავი მეგობრებთან ერთად გუშინ ამ გზაზე, ოღონდ სხვა ტურისტულ კომპანიას გავყევი. ის ადგილი რომ გავიარეთ, მხოლოდ ის ვნახე, რომ უკვე სამაშველო და პოლიცია იყო მობილიზებული და დავინახეთ, რომ მიკროავტობუსი ზევიდან იყო გადავარდნილი. ახლოს არავინ მიგვიშვა. საშინელება იყო, სხვა დეტალები მერე მეც ტელევიიზით გავიგე.
- როგორც ვხვდები, თქვენც ანალოგიურ ტურზე იყავით და ის გზა გაიარეთ, რამდენად საშიში გზებია?
- ფაქტობრივად, იგივე ტურზე ვიყავი, ოღონდ სხვა კომპანიით წავედი. სიმაღლის მეშინია ძალიან და ფაქტობრივად, არც ვიხედებოდი ფანჯრიდან. ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა ეს ფაქტი, რადგან წესით, მეც ამ ტურზე უნდა ვყოფილიყავი.
- ამბობენ, ამინდიც ცუდი იყოვო...
- არა, საერთოდ არ უწვიმია, ჩვენ პირველ საათზე ავედით. მზიანი დღე იყო. გიდს - სერგოს კარგად ვიცნობდი. პირველად კაბადოკიაში მისი ტურით ვიყავი, ძალიან მოწესრიგებული, ორგანიზებული ტური იყო, ისეთი, რომ მთლიანად ოჯახი დავყვებოდით და ვენდობოდით ამ ტურისტულ კომპანიას და მართლა შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ. სერგო მართლა საუკეთესო პიროვნება იყო, სიტყვები ვერ მომიბრუნდება რომ რამე სასაყვედურო მომაგონდეს. ვერც წარმოიდგენთ როგორი ყურადღებიანი იყო, თითოეულ ტურისტს ბავშვებივით გვექცეოდა. იხილეთ სრულად
(სპეციალურად საიტისთვის)