ავტორი:

"დედა საზღვარგარეთ არის,  ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

"დედა საზღვარგარეთ არის,  ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

თერჯოლაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ambebi.ge -ს განუცხადეს, რომ ტრაგედია სოფელ ძევრში მოხდა. სოფლის გამგებლის ფრიდონ კუტალაძის განცხადებით, ბავშვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

"როგორც კი შემატყობინეს ეს ამბავი, მაშინვე მივედი ოჯახში. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, პოლიციაც იყო უკვე მისული და და ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ ბავშვი. ძალადობაზე მე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი ეს დეტალები. დედა საზღვარგარეთ არის და ბავშვი მამასთან ერთდ ცხოვრობდა. გარდაცვლილ ბავშვს ერთი და ჰყავს, როგორც ვიცი, ის გათხოვილია", - განუცხადა ambebi.ge-ს სოფელ ძევრის რწმუნებულმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუ-დოდ, გამოიწვია არასრულწლოვანის თვითმკვლელობა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამო-ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო - დაკავებული მარნეული-თბილისის გზაზე საკუთარი "მარშრუტკით" გადაადგილდებოდა

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს... მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო" - რას იხსენებს traveler.ge-ს დამფუძნებლი ტრაგედიის დღიდან

"10 წლის უნახავი შვილი მოუკვდა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან  გააბრუნეს"  - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს