Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე
"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

მე­გაპ­რო­ექ­ტი "დიდი სცე­ნა" და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და. 23 აგ­ვის­ტოს, კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე, მა­ყუ­რე­ბე­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთე­რით სა­ფი­ნა­ლო შოუს იხი­ლავს. ფი­ნალ­ში ბრძო­ლა სამ კონ­კურ­სანტს მო­უ­წევს - ლე­ვან ყან­დი­აშ­ვილს, გი­ორ­გი ფუტ­კა­რა­ძეს და მა­რი­ამ (მემე) ჟორ­და­ნი­ას. ისი­ნი ამის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან.

რა მო­ლო­დი­ნი აქვს თი­თო­ე­ულს, რო­გორ აფა­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს და ზო­გა­დად კონ­კურ­სში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამა­ზე სა­სუბ­როდ, ფი­ნა­ლამ­დე AMBEBI.GE სა­მი­ვე ფი­ნა­ლისტს კაფე "პი­ა­ტო­ში" შეხ­ვდა და ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

- ფი­ნა­ლის­ტო­ბამ­დე ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დაძ­ლი­ეთ...

მა­რი­ა­მი:

- ჩემ­თვის ეს რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გზა იყო. მინ­დო­და, ყვე­ლა ლა­ივ­ზე ჩემი მაქ­სი­მუ­მი და­მე­დო და თავი გა­მო­მევ­ლი­ნა, ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო... მა­ნამ­დე ფი­ნა­ლამ­დე თუ მო­ვი­დო­დი, ამის წარ­მოდ­გე­ნა არც შე­იძ­ლე­ბო­და. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ სტრე­სუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ხალ­სი­ა­ნიც იყო, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ გზის დაძ­ლე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით.

ლე­ვა­ნი:

- ჩემ­თვი­საც ემო­ცი­უ­რი იყო - ეს იყო გზა სვლა-გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, დახ­ვე­წის­კენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი და მო­ვე­დი ფი­ნა­ლამ­დე.

გი­ორ­გი:

- ჩემ­თვსაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო ეს პრო­ექ­ტი. ბევრ კონ­კურ­სში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მი­მარ­ჯვია კი­დეც. აქ გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ასე­ვე ეს პრო­ექ­ტი უფრო მორ­გე­ბუ­ლია ჩვენ­ზე და ასე­ვე ბევ­რი კარ­გი რამ აქვს.

- რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტში მოხ­ვე­დით, ფიქ­რობ­დით, რომ ფი­ნალ­ში იქ­ნე­ბო­დით?

მა­რი­ა­მი:

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ, სა­მი­ვემ ჟი­უ­რის სკა­მებ­ზე ერ­თად გა­და­ვი­ღეთ ფოტო და ვთქვით, თუ მოვხდე­ბით, მერე გა­ვავ­რცე­ლოთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიო. რად­გან ასე მოხ­და, ასეც მო­ვი­ქე­ცით. ფოტო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

ლე­ვა­ნი:

- კი, არ­სე­ბობს ხუმ­რო­ბა, რო­მე­ლიც ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ახ­დეს, რე­ა­ლუ­რად კი 10-ვე კონ­კურ­სან­ტი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი ვი­ყა­ვით. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხმა და ჟი­უ­რი­მაც ასე გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ დავ­რჩით ფი­ნალ­ში. და­სა­წყის­ში ვე­რა­ვინ იტყო­და, ვინ იქ­ნე­ბო­და სა­ფი­ნა­ლო შო­უ­ზე.

- რა მოს­წონს ხალ­ხს თქენ­ში, რა­ტომ გი­ჭე­რენ მხარს და რა­ტომ მო­გიყ­ვა­ნეს აქამ­დე?

გი­ორ­გი:

- ალ­ბათ ის, რომ ვმღე­რი და ალ­ბათ კარ­გად, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ის მუ­სი­კა მოს­წონთ, რა­საც ვაწ­ვდი, ასე­ვე ჩემი ემო­ცი­აც...

მა­რი­ა­მი:

- და­ვე­თან­ხმე­ბი გი­ორ­გის - პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა გვი­გულ­შე­მატ­კივ­რონ, - კონ­კრე­ტუ­ლი ჟან­რია. ასე­ვე ტემ­ბრი, რო­მე­ლიც გვაქვს, მოს­წონთ და სი­ა­ოვ­ნებთ ის, რა­მაც აქამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა. ასე­ვე ის "მე­სი­ჯი", რა­საც ჩემი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოს­ვლა ატა­რებს და მუ­სი­კაც ეს არის.

ლე­ვა­ნი:

- ორი­ვეს ვე­თან­ხმე­ბი - პირ­ვე­ლი ალ­ბათ ისაა, რა­საც ვაკ­თებთ, რა­საც პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, გულ­წრფე­ლო­ბაა და ისიც, რომ ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, ყვე­ლას ვპა­სუ­ხობ, მად­ლო­ბას ვუხ­დი. ვფიქ­რობ, ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ლე­ვან, გი­ორ­გის­გან და მა­რი­ა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას მეტი დატ­ვირ­თვა გქონ­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტიც იყა­ვი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში აბა­რებ­დი და აქვე სტუ­დენ­ტო­ბას გი­ლო­ცავთ...

- კი, ამ ზა­ფხულს დიდი დატ­ვირ­თვა მქონ­და და მი­ხა­რია, რომ უკვე სტუ­დენ­ტი ვარ.

- ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე ამ­ბობს, რომ შოუს მო­ნა­წი­ლე­ებ­თან მე­გობ­რობს და მათ შო­რის მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცია სუ­ლაც არ არის. ფი­ნალ­შიც იმა­ვეს იტყვით?

გი­ორ­გი:

- ჩვენ ძა­ლი­ან არ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ღა­მით როცა ვი­ძი­ნებ, იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ მო­ვი­შო­რო ჩემი კონ­კუ­რე­ნე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მემე და ლე­ვა­ნი, კი ორი­ვე­ზე ვფიქ­რობ (იცი­ნი­ან)...

ლე­ვა­ნი:

- ხუმ­რო­ბის გა­რე­შე რომ გი­თხრათ, სა­მი­ვე მარ­თლა ჩვენ-ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვართ. ასე კი კონ­კუ­რენ­ცია მუ­სი­კა­ში ძნე­ლია. ამი­ტომ, ისევ სა­კუ­თარ თა­ვებს უნდა ვა­ჯო­ბოთ, ერ­თმა­ნეთს არ ვე­ჯიბ­რე­ბით. მე ჩემს გა­სა­კე­თე­ბელს გა­ვა­კე­თებ და მერე ხალ­ხი გა­და­წყვეტს.

გი­ორ­გი:

- მთა­ვა­რია, რომ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ცუდ მხა­რეს მო­ე­რი­ოს და ამას ვცდი­ლობთ. კონ­კურ­სის შემ­დეგ კი ვა­პი­რებთ მუ­შა­ო­ბის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბას, მუ­სი­კა­ლუ­რად მა­ინც ერ­თად ვიქ­ნე­ბით, რაც არ უნდა პრო­ექ­ტში კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვი­ყოთ.

მა­რი­ა­მი:

- ერ­თმა­ნეთს შემ­დეგ­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით. პრო­ექ­ტი რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა და ჩვენ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ახა­ლი თა­ო­ბის მუ­სი­კა უნდა შევ­ქმნათ და ვა­კე­თოთ, ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ. ყო­ველ­დღე ერ­თად ვართ და ეს პრო­ცე­სი, ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვინ­და, და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­ვა­ფუ­ჭოთ. ახლა თი­თე­უ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­ვი­დეთ სცე­ნა­ზე და მაქ­სი­მუ­მი დავ­დოთ.

გი­ორ­გი:

- ვინ მო­ი­გებს, ვინ - არა - არა­ფერს წყვეტს. ბევ­რს მო­უ­გია და არ ჩანს, ბევ­რს არა მო­უ­გია, მაგ­რამ ჩანს...

- სა­ფი­ნა­ლო შო­უს­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით, რა უნდა წა­რუდ­გი­ნოთ მა­ყუ­რე­ბელს?

მა­რი­ა­მი:

- მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა დიდ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის ბოლო სა­პა­სუ­ხიმ­გებ­ლო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დი. გვექ­ნე­ბა სამი სიმ­ღე­რა. ვეც­დე­ბით, მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თოთ.

ლე­ვა­ნი:

- რე­პეტ­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვფიქ­რობ, კარგ ფი­ნა­ლი უნდა გა­მო­ვი­დეს.

გი­ორ­გი:

- შევ­ძლებთ, რომ ფი­ნა­ლი იყოს ფი­ნა­ლი!

- ამ სე­ზო­ნის ჟი­უ­რის მუ­შა­ო­ბაც შე­ვა­ფა­სოთ...

გი­ორ­გი:

- სხვა კონ­კურ­სებ­ზეც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ იმ პრო­ექ­ტე­ბის­გან გან­სხვავ­ბით, ჩვე­ნი ჟი­უ­რი ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობს. იმის გარ­და, რომ პე­და­გო­გე­ბი იდე­ა­ლუ­რად გვირ­ჩე­ვენ სიმ­ღე­რებს, ხან­და­ხან სიმ­ღე­რე­ბის არ­ჩე­ვა­ში ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. ასე­ვე მათი ტუ­რე­ბიც გვქონ­და და ჩვენ­თან გუ­ლით და მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ვეს.

ლე­ვა­ნი:

- კარ­გია ჟი­უ­რის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. კარ­გია, როცა მო­ნა­წი­ლე­ებს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი გაქვს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ასეთ დროს ჟი­უ­რის­თან დის­ტან­ცია არ არ­სე­ბობს, მცირ­დე­ბა. ისი­ნი უშუ­ა­ლოდ გვე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ­გან რას ითხო­ვენ და ვცდი­ლობთ, მო­რიგ ტურ­ზე ზუს­ტად ის გა­ვა­კე­თოთ.

- მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი დე­ტა­ლებს უკ­ვირ­დე­ბაო...

ლე­ვა­ნი:

- ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა, კი, მით­ვლის რამ­დე­ნი თან­ხმო­ვა­ნია ფრა­ზა­ში...

გი­ორ­გი:

- ჟი­უ­რის წე­რე­ბი "ჯიგ­რე­ბი" არი­ან. ამი­ტომ, მა­ღალ ქუ­ლებს დვუ­წერ­დი, თუმ­ცა ჟი­უ­რი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია...

- მოკ­ლედ, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, უკვე გან­სა­ზღვრუ­ლი გაქვთ, რა გა­ა­კე­თებთ პრო­ექ­ტის შემ­დეგ...

მა­რი­ა­მი:

- სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კას აკ­ლია და ვა­პი­რებ, ჩემი შევ­ქმნა და ვა­კე­თო. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ და სწო­რად განვვი­თარ­დეთ. ამ პრო­ექ­ტმა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გაგ­ვაც­ნო, რომ­ლე­ბიც ხელს შეგ­ვი­წყო­ბენ, დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან სა­მო­მავ­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ესე­ნი არი­ან პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი. მა­გა­რია ისიც, რომ ამ პრო­ექ­ტით ერ­თმა­ნე­თიც ვი­პო­ვეთ.

ლე­ვა­ნი:

- ვი­ნა­ი­დან უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ვარ, მინ­და, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხდე, ვის­წავ­ლო და ისეთ უნა­რებს და­ვე­უ­ფო­ლო, რო­მე­ლიც ჩემს მუ­სი­კა­ში, სა­დაც ვიქ­ნე­ბი, და­მეხ­მა­რე­ბა. ამას­თან პრო­ექ­ტე­ბიც და­გეგ­მი­ლი მაქვს უკვე, რა­შიც მუ­შა­ო­ბას ერ­თად ვა­პი­რებთ. ასე რომ, მინ­და, სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კე­თო და არ ვიყო ქა­ვერ­შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

მეგაპროექტი "დიდი სცენა" დასასრულს მიუახლოვდა. 23 აგვისტოს, კვირას, 22:00 საათზე, მაყურებელი "რუსთავი 2"-ის ეთერით საფინალო შოუს იხილავს. ფინალში ბრძოლა სამ კონკურსანტს მოუწევს - ლევან ყანდიაშვილს, გიორგი ფუტკარაძეს და მარიამ (მემე) ჟორდანიას. ისინი ამისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

რა მოლოდინი აქვს თითოეულს, როგორ აფასებენ ერთმანეთს და ზოგადად კონკურსში მათ მონაწილეობას, ამაზე სასუბროდ, ფინალამდე AMBEBI.GE სამივე ფინალისტს კაფე "პიატოში" შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ფინალისტობამდე ბევრი წინააღმდეგობა დაძლიეთ...

მარიამი:

- ჩემთვის ეს რთული და საპასუხისმგებლო გზა იყო. მინდოდა, ყველა ლაივზე ჩემი მაქსიმუმი დამედო და თავი გამომევლინა, ათეულში მოხვედრა ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო... მანამდე ფინალამდე თუ მოვიდოდი, ამის წარმოდგენა არც შეიძლებოდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ სტრესული არ ყოფილა, ხალსიანიც იყო, მონაწილეები ამ გზის დაძლევაში ერთმანეთს ვეხმარებოდით.

ლევანი:

- ჩემთვისაც ემოციური იყო - ეს იყო გზა სვლა-განვითარებისკენ, დახვეწისკენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვედი და მოვედი ფინალამდე.

გიორგი:

- ჩემთვსაც ძალიან ბედნიერი იყო ეს პროექტი. ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია კიდეც. აქ განსხვავებულ ადამიანები იყვნენ, ასევე ეს პროექტი უფრო მორგებულია ჩვენზე და ასევე ბევრი კარგი რამ აქვს.

- როდესაც ამ პროექტში მოხვედით, ფიქრობდით, რომ ფინალში იქნებოდით?

მარიამი:

- დაახლოებით სამი კვირის წინ, სამივემ ჟიურის სკამებზე ერთად გადავიღეთ ფოტო და ვთქვით, თუ მოვხდებით, მერე გავავრცელოთ სოციალურ ქსელშიო. რადგან ასე მოხდა, ასეც მოვიქეცით. ფოტო წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ლევანი:

- კი, არსებობს ხუმრობა, რომელიც ხანდახან შეიძლება ახდეს, რეალურად კი 10-ვე კონკურსანტი ძალიან კარგები ვიყავით. უბრალოდ, ხალხმა და ჟიურიმაც ასე გადაწყვიტა, რომ ჩვენ დავრჩით ფინალში. დასაწყისში ვერავინ იტყოდა, ვინ იქნებოდა საფინალო შოუზე.

- რა მოსწონს ხალხს თქენში, რატომ გიჭერენ მხარს და რატომ მოგიყვანეს აქამდე?

გიორგი:

- ალბათ ის, რომ ვმღერი და ალბათ კარგად, სინამდვილეში კი ის მუსიკა მოსწონთ, რასაც ვაწვდი, ასევე ჩემი ემოციაც...

მარიამი:

- დავეთანხმები გიორგის - პირველი მიზეზი, რატომაც შეიძლება გვიგულშემატკივრონ, - კონკრეტული ჟანრია. ასევე ტემბრი, რომელიც გვაქვს, მოსწონთ და სიაოვნებთ ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ასევე ის "მესიჯი", რასაც ჩემი კონკრეტული გამოსვლა ატარებს და მუსიკაც ეს არის.

ლევანი:

- ორივეს ვეთანხმები - პირველი ალბათ ისაა, რასაც ვაკთებთ, რასაც პატარა დეტალები მოჰყვება. ჩემს შემთხვევაში ეს შრომისმოყვარეობა, გულწრფელობაა და ისიც, რომ ჩემს გულშემატკივრებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტები, ყველას ვპასუხობ, მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია.

- ლევან, გიორგისგან და მარიამისგან განსხვავებით, კონკურსის მსვლელობისას მეტი დატვირთვა გქონდა, აბიტურიენტიც იყავი, კონსერვატორიაში აბარებდი და აქვე სტუდენტობას გილოცავთ...

- კი, ამ ზაფხულს დიდი დატვირთვა მქონდა და მიხარია, რომ უკვე სტუდენტი ვარ.

- ნებისმიერი კონკურსის მონაწილე ამბობს, რომ შოუს მონაწილეებთან მეგობრობს და მათ შორის მძაფრი კონკურენცია სულაც არ არის. ფინალშიც იმავეს იტყვით?

გიორგი:

- ჩვენ ძალიან არ გვიყვარს ერთმანეთი, ღამით როცა ვიძინებ, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვიშორო ჩემი კონკურენები, ამ შემთხვევაში მემე და ლევანი, კი ორივეზე ვფიქრობ (იცინიან)...

ლევანი:

- ხუმრობის გარეშე რომ გითხრათ, სამივე მართლა ჩვენ-ჩვენი მიმართულებით ვართ. ასე კი კონკურენცია მუსიკაში ძნელია. ამიტომ, ისევ საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ, ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და მერე ხალხი გადაწყვეტს.

გიორგი:

- მთავარია, რომ ადამიანი საკუთარ ცუდ მხარეს მოერიოს და ამას ვცდილობთ. კონკურსის შემდეგ კი ვაპირებთ მუშაობის ერთად გაგრძელებას, მუსიკალურად მაინც ერთად ვიქნებით, რაც არ უნდა პროექტში კონკურენტები ვიყოთ.

მარიამი:

- ერთმანეთს შემდეგში განვითარებაში დავეხმარებით. პროექტი რაღაც კონკრეტული პერიოდი გრძელდება და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც ახალი თაობის მუსიკა უნდა შევქმნათ და ვაკეთოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ყოველდღე ერთად ვართ და ეს პროცესი, ურთიერთობა არ გვინდა, დაძაბულობით გავაფუჭოთ. ახლა თითეულისთვის მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ სცენაზე და მაქსიმუმი დავდოთ.

გიორგი:

- ვინ მოიგებს, ვინ - არა - არაფერს წყვეტს. ბევრს მოუგია და არ ჩანს, ბევრს არა მოუგია, მაგრამ ჩანს...

- საფინალო შოუსთვის როგორ ემზადებით, რა უნდა წარუდგინოთ მაყურებელს?

მარიამი:

- მაყურებელს დაუვიწყარი ფინალი ელოდება. ეს იქნება დიდ სცენაზე გამოსვლის ბოლო საპასუხიმგებლო, მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდი. გვექნება სამი სიმღერა. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ლევანი:

- რეპეტცია ინტენსიურად მიმდინარეობს, ვფიქრობ, კარგ ფინალი უნდა გამოვიდეს.

გიორგი:

- შევძლებთ, რომ ფინალი იყოს ფინალი!

- ამ სეზონის ჟიურის მუშაობაც შევაფასოთ...

გიორგი:

- სხვა კონკურსებზეც ვყოფილვარ, მაგრამ იმ პროექტებისგან განსხვავბით, ჩვენი ჟიური ძალიან ბევრს შრომობს. იმის გარდა, რომ პედაგოგები იდეალურად გვირჩევენ სიმღერებს, ხანდახან სიმღერების არჩევაში ჟიურის წევრებიც გვეხმარებიან. ასევე მათი ტურებიც გვქონდა და ჩვენთან გულით და მონდომებით იმუშავეს.

ლევანი:

- კარგია ჟიურის ასეთი დამოკიდებულება. კარგია, როცა მონაწილეებს უშუალო კონტაქტი გაქვს ამ ადამიანებთან, ასეთ დროს ჟიურისთან დისტანცია არ არსებობს, მცირდება. ისინი უშუალოდ გვეუბნებიან, ჩვენგან რას ითხოვენ და ვცდილობთ, მორიგ ტურზე ზუსტად ის გავაკეთოთ.

- მარიამი ამბობს, რომ გიორგი ცაგარელი დეტალებს უკვირდებაო...

ლევანი:

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა, კი, მითვლის რამდენი თანხმოვანია ფრაზაში...

გიორგი:

- ჟიურის წერები "ჯიგრები" არიან. ამიტომ, მაღალ ქულებს დვუწერდი, თუმცა ჟიური შეუფასებელია...

- მოკლედ, როგორც აღნიშნეთ, უკვე განსაზღვრული გაქვთ, რა გააკეთებთ პროექტის შემდეგ...

მარიამი:

- საავტორო სიმღერები თანამედროვე მუსიკას აკლია და ვაპირებ, ჩემი შევქმნა და ვაკეთო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი მუსიკალური განათლება მივიღოთ და სწორად განვვითარდეთ. ამ პროექტმა ისეთი ადამიანები გაგვაცნო, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ, დაგვეხმარებიან სამომავლოდ განვითარებაში. ესენი არიან პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები, ჟიურის წევრები. მაგარია ისიც, რომ ამ პროექტით ერთმანეთიც ვიპოვეთ.

ლევანი:

- ვინაიდან უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვარ, მინდა, რომ პროფესიული განათლება მივიღო, პროფესიონალი გავხდე, ვისწავლო და ისეთ უნარებს დავეუფოლო, რომელიც ჩემს მუსიკაში, სადაც ვიქნები, დამეხმარება. ამასთან პროექტებიც დაგეგმილი მაქვს უკვე, რაშიც მუშაობას ერთად ვაპირებთ. ასე რომ, მინდა, საკუთარი შემოქმედება მაქსიმალურად ვაკეთო და არ ვიყო ქავერშემსრულებელი.

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს