Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება
დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება

დღეს "რუს­თა­ვი 2“-ზე ტი­რა­ჟი­ა­ნი „ლოტო 6/42“-ის ბოლო გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო ყო­ველ­დღი­უ­რი ლო­ტოს "5/35-ოქ­როს ბურ­თის“ ბოლო გა­თა­მა­შე­ბა "რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში 24 აგ­ვის­ტოს გა­და­ი­ცე­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის“ ტი­რა­ჟა­ნი ლო­ტო­ე­ბის გა­თა­მა­შე­ბე­ბი „რუს­თა­ვი2“-ზე ორ­წე­ლი­წად ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ცე­მო­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი2-ზე’’ მხო­ლოდ ლო­ტო­ებ­ში მო­გე­ბუ­ლია 8 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი.

"ლოტო 6/42“-ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლია 5 961 403 ლარი, მათ შო­რის სამ­ჯერ გა­თა­მაშ­და ჯეკპო­ტი:

  • 1 188 454 ლარი მო­ი­გო კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა ბა­თუ­მის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბი­დან;
  • 857 007 ლა­რის ჯეკპო­ტი მოხ­სნა თბი­ლი­სელ­მა პენ­სი­ო­ნერ­მა ლალი ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა;
  • 547 235 ლარი ჯეკპო­ტი მო­ი­გო პენ­სი­ო­ნერ­მა თბი­ლი­სი­დან ივა­ნე სომ­ხიშ­ვილ­მა.

"რუს­თა­ვი 2“-ზე ყო­ვე­დღი­ურ ლოტო "5/35-ოქ­როს ბურთში“ ჯეკპო­ტი ორ­ჯერ გა­თა­მაშ­და:

  • 218 322 ლა­რის ჯეკპო­ტი მო­ი­გო სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ ქუ­ტა­ი­სი­დან ქრის­ტი­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ;
  • 129 751 ლა­რის ჯეკპო­ტის მო­გე­ბა ხვდა წი­ლად მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ რუს­თა­ვი­დან ნა­ნუ­ლი ოსი­ტაშ­ვილ­მა,

ჯეკპო­ტე­ბის გარ­და ბევ­რჯერ გა­და­მაშ­და მე­ო­რე კა­ტე­გო­რია მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბით 131 199 ლარი.

ლო­ტოს ყო­ვე­ლი გა­თა­მა­შე­ბა "რუს­თა­ვი2“-ის შე­მოქ­მე­დე­ბი გუნ­დის­თვის მო­გე­ბას­თან და სი­ხა­რულ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. სწო­რედ ისი­ნი იგებ­დნენ პირ­ვე­ლე­ბი მო­გე­ბე­ბის შე­სა­ხებ და სწო­რედ მო­გე­ბუ­ლებ­ზე ადრე უხა­რო­დათ უც­ნო­ბი მომ­ხმა­რებ­ლის მო­გე­ბა.

რო­გორც "ლოტო 6/42“-ის გა­თა­მა­შე­ბის უც­ვლე­ლი სახე და წამ­ყვა­ნი თიკა ფა­ცა­ცია ამ­ბობს,მას შემ­დეგ რაც ლო­ტოს გა­თა­მა­შე­ბე­ბი "რუს­თა­ვი2“-ზე აღარ გა­ი­მარ­თე­ბა, ის ლო­ტოს ხში­რად ითა­მა­შებს და იმე­დი აქვს რომ მო­ი­გებს კი­დეც. მა­ნამ­დე მას, რო­გორც გა­თა­მა­შე­ბის წამ­ყვანს, ლო­ტოს თა­მა­შის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

"ყო­ვე­ლი ეთე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის ყო­ვე­ლი სამ­შა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი, რად­გან კვი­რის ამ დღე­ებ­ში სა­ღა­მოს "ლოტო6/42“-ის გა­თა­მა­შე­ბა უნდა წა­მეყ­ვა­ნა, უნდა წა­მეყ­ვა­ნა მო­გე­ბე­ბის იმე­დით, და ზუს­ტად ისე მი­ხა­რო­და ვი­ღაც მომ­ხმა­რებ­ლის მო­გე­ბა, რო­გორც მას გა­უ­ხარ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი იყო სამ­ჯერ გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ჯეკპო­ტის დროს წა­მო­სუ­ლი ემო­ცია, სიხ­რუ­ლის­გან ბოლო ხმა­ზე ვყვი­რო­დი და ლო­ტოტ­რო­ნის გარ­შე­მო დავ­რბო­დი. ლა­ტა­რია ჩემი თა­მა­ში­ცაა, კომ­პა­ნი­ას ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, ჩემს თავს კი ბევრ და დიდ მო­გე­ბებს“, - ასე იხ­სე­ნებს "ლოტო 6/42“-ის წაყ­ვა­ნის ორ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის პე­რი­ოდს თიკა ფა­ცა­ცია.

„სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია“ უდი­დეს მად­ლო­ბა უხ­დის "რუს­თა­ვი2“-ს და ლა­ტა­რი­ის გა­და­ცე­მე­ბის მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ლა­ტა­რი­ის სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის.

ავტორი:

დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება

დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება

დღეს "რუსთავი 2“-ზე ტირაჟიანი „ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება, ხოლო ყოველდღიური ლოტოს "5/35-ოქროს ბურთის“ ბოლო გათამაშება "რუსთავი 2“-ის ეთერში 24 აგვისტოს გადაიცემა.

"საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ტირაჟანი ლოტოების გათამაშებები „რუსთავი2“-ზე ორწელიწად ნახევრის განმავლობაში გადაიცემოდა. ამ დროის განმავლობაში ,,რუსთავი2-ზე’’ მხოლოდ ლოტოებში მოგებულია 8 მილიონ ლარზე მეტი.

"ლოტო 6/42“-ში გათამაშებულია 5 961 403 ლარი, მათ შორის სამჯერ გათამაშდა ჯეკპოტი:

  • 1 188 454 ლარი მოიგო კვაჭაძეების ოჯახმა ბათუმის დევნილთა დასახლებიდან;
  • 857 007 ლარის ჯეკპოტი მოხსნა თბილისელმა პენსიონერმა ლალი ზურაბიშვილმა;
  • 547 235 ლარი ჯეკპოტი მოიგო პენსიონერმა თბილისიდან ივანე სომხიშვილმა.

,,რუსთავი 2“-ზე ყოვედღიურ ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში“ ჯეკპოტი ორჯერ გათამაშდა:

  • 218 322 ლარის ჯეკპოტი მოიგო სტუდენტმა გოგონამ ქუტაისიდან ქრისტინა ბურჯანაძემ;
  • 129 751 ლარის ჯეკპოტის მოგება ხვდა წილად მარტოხელა დედამ რუსთავიდან ნანული ოსიტაშვილმა,

ჯეკპოტების გარდა ბევრჯერ გადამაშდა მეორე კატეგორია მაქსიმალური მოგებით 131 199 ლარი.

ლოტოს ყოველი გათამაშება ,,რუსთავი2“-ის შემოქმედები გუნდისთვის მოგებასთან და სიხარულთან ასოცირდებოდა. სწორედ ისინი იგებდნენ პირველები მოგებების შესახებ და სწორედ მოგებულებზე ადრე უხაროდათ უცნობი მომხმარებლის მოგება.

როგორც ,,ლოტო 6/42“-ის გათამაშების უცვლელი სახე და წამყვანი თიკა ფაცაცია ამბობს,მას შემდეგ რაც ლოტოს გათამაშებები ,,რუსთავი2“-ზე აღარ გაიმართება, ის ლოტოს ხშირად ითამაშებს და იმედი აქვს რომ მოიგებს კიდეც. მანამდე მას, როგორც გათამაშების წამყვანს, ლოტოს თამაშის უფლება არ ჰქონდა.

,,ყოველი ეთერი განსაკუთრებული იყო, განსაკუთრებული იყო ჩემთვის ყოველი სამშაბათი და პარასკევი, რადგან კვირის ამ დღეებში საღამოს ,,ლოტო6/42“-ის გათამაშება უნდა წამეყვანა, უნდა წამეყვანა მოგებების იმედით, და ზუსტად ისე მიხაროდა ვიღაც მომხმარებლის მოგება, როგორც მას გაუხარდებოდა. განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო სამჯერ გათამაშებული ჯეკპოტის დროს წამოსული ემოცია, სიხრულისგან ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ლოტოტრონის გარშემო დავრბოდი. ლატარია ჩემი თამაშიცაა, კომპანიას ვუსურვებ წარმატებას, ჩემს თავს კი ბევრ და დიდ მოგებებს“, - ასე იხსენებს ,,ლოტო 6/42“-ის წაყვანის ორწელიწადნახევრის პერიოდს თიკა ფაცაცია.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ უდიდეს მადლობა უხდის ,,რუსთავი2“-ს და ლატარიის გადაცემების მთელ შემოქმედებით გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ლატარიის სახეობების პოპულარიზაციისათვის.

როგორია საწვავის ფასები შეზღუდვების მოხსნიდან 2 თვის შემდეგ?

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებები გრძელდება

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს