ავტორი:

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს. ამის შესახებ მუნიციპლაიტეტის "ფეისბუქ" გვერდზე წერენ და სტიქიის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებენ.

"21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი.

ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.

ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას.კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება", - ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"როგორ მიხაროდა 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი“ - შატილის გზაზე გარდაცვლილი დებ მარუაშვილების ახლობლის უმძიმესი წერილი იტალიიდან

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? -  "ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია"

"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ" - კელი დეგნანის სამძიმარი შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახებს