საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს
გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

14 აგ­ვის­ტოს, ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ამ ჩეჩ­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის "მო­რა­ლის გუ­შა­გე­ბი"-ს 6 წევ­რი და­ა­კა­ვა. სპე­ცო­პე­რა­ცია ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ქვე­და­ნა­ყოფ­მა, "Cobra"-მ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის 5 მა­მა­კა­ცი და ერთი ქა­ლია, მათი ასა­კი 19-დან 37 წლამ­დეა.

ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, გა­ზის (აი­რის) პის­ტო­ლე­ტი, 5 ათა­სი ევრო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში - სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა­ში. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გარ­და სხვა წევ­რე­ბი­ცაა და მათი ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

"მო­რა­ლის გუ­შა­გე­ბი"

პო­ლი­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, დაჯ­გუ­ფე­ბა "მო­რა­ლის გუ­შა­გე­ბი" ("Стражи морали") 2020 წლის და­სა­წყის­ში გაჩ­ნდა. ავ­სტრი­ის ორ ქა­ლაქ­ში, ვე­ნა­სა და ლინცში მათ სა­ხელს, ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ სულ მცი­რე 10 და­ში­ნე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტი უკავ­შირ­დე­ბა.

დაჯ­გუ­ფე­ბის მსხვერ­პლე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან, იშ­ვი­ა­თად მათი პარტნი­ო­რე­ბი და ოჯა­ხე­ბი. "მო­რა­ლის გუ­შა­გე­ბი - ქა­ლებს "ამო­რა­ლურ" და "ზედ­მე­ტად და­სავ­ლურ" ქცე­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. "გუ­შა­გე­ბი" უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წევრ ქა­ლებს, თვალს ადევ­ნებ­დნენ მათ პუბ­ლი­კა­ცი­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს წვე­უ­ლე­ბე­ბი­დან და პლა­ჟი­დან, რომ­ლებ­შიც ისი­ნი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში არი­ან, შემ­დეგ კი მათ მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

"კარ­თა­გე­ნი"

"მო­რა­ლის გუ­შა­გე­ბი" ერ­თა­დერ­თი დაჯ­გუ­ფე­ბა არაა, რო­მე­ლიც "მო­რა­ლის" სა­ხე­ლით სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ღეს­ტან­სა და ჩეჩ­ნეთ­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის ონ­ლა­ინ-სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი გაჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც, მოქ­მე­დე­ბენ, რო­გორც "ზნე­ო­ბის, მო­რა­ლის მცვე­ლე­ბი".ასე­თი მცვე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ-სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მა­გა­ლი­თი "კარ­თა­გე­ნი"-ა ("Карфаген"). იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
4

პანკისამდეც ჩააღწია ამ მაბავმაც ეტყობა,მამა-შვილი რო ცემეს.ეგ ნამდვილი ამბავია ავსტრიაში,მეც წავიკითხე

ჯიმა
2

დაბრუნდნენ ხალიფატიდან? გაუშვით უკან!

მამა-შვილის ცემის ფაქტზე კი სამაგალითოდ დასასჯელები არიან ველურები. განვითარება ასეთ ტიპებს აიფონები და მანქანები ჰგონიათ. 

ვნახოთ აბა ჩვენი იუსტიცია, წულუკიან-ღარიბა-გომელაურის რეფორმირებული, რას მოიმოქმედებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

14 აგვისტოს, ავსტრიის პოლიციამ ჩეჩნური დაჯგუფების "მორალის გუშაგები"-ს 6 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა, "Cobra"-მ ჩაატარა. დაკავებულებს შორის 5 მამაკაცი და ერთი ქალია, მათი ასაკი 19-დან 37 წლამდეა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია მობილური ტელეფონები, გაზის (აირის) პისტოლეტი, 5 ათასი ევრო. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში - სხეულის მრავლობითი დაზიანების მიყენებასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებაში, დაკავებულების გარდა სხვა წევრებიცაა და მათი ძებნა გრძელდება.

"მორალის გუშაგები"

პოლიციის მონაცემების მიხედვით, დაჯგუფება "მორალის გუშაგები" ("Стражи морали") 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა. ავსტრიის ორ ქალაქში, ვენასა და ლინცში მათ სახელს, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების მიმართ სულ მცირე 10 დაშინებისა და ცემის ფაქტი უკავშირდება.

დაჯგუფების მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან, იშვიათად მათი პარტნიორები და ოჯახები. "მორალის გუშაგები - ქალებს "ამორალურ" და "ზედმეტად დასავლურ" ქცევაში სდებენ ბრალს. "გუშაგები" უთვალთვალებდნენ ჩეჩნური დიასპორის წევრ ქალებს, თვალს ადევნებდნენ მათ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, ფოტოებს, ვიდეოებს წვეულებებიდან და პლაჟიდან, რომლებშიც ისინი საცურაო კოსტიუმებში არიან, შემდეგ კი მათ მუქარის წერილებს უგზავნიდნენ.

"კართაგენი"

"მორალის გუშაგები" ერთადერთი დაჯგუფება არაა, რომელიც "მორალის" სახელით სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. რამდენიმე წლის წინ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აქტივისტების ონლაინ-საზოგადოებები გაჩნდა, რომლებიც, მოქმედებენ, როგორც "ზნეობის, მორალის მცველები".ასეთი მცველებისგან შექმნილი ონლაინ-საზოგადოების ყველაზე ცნობილი მაგალითი "კართაგენი"-ა ("Карфаген"). იხილეთ სრულად

ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ

პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოები არ გაუვრცელებია

მეცნიერები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც აბის ფორმა აქვს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს დასალევი ვაქცინისგან