ავტორი:

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი

საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. გაჩნდა ვარაუდი, რომ მაღლაფერიძე შესაძლოა პოლიტიკაში ბრუნდება. ამის თაობაზე "ფეისბუსქის" პირად გვერდზე დაწერა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრმა ზაზა აბაშიძემ:

"საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე სიტუაციას მოგახსენებთ. სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილება იყო, რაზეც ვრცლად, თავის განცხადებაში უწერია. ამის გარდა, მან ჩვენი კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე იყო ჩვენი საუბარი ძირითადად. ყოფილ დირექტორთან შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. ამ დროისთვის, სულ ეს არის".