საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მტკვარში მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მაშველები ცხედრის წლიდან ამოყვანას ამ წუთას ცდილობენ.
შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ მდინარეში იპოვეს “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელიც სამი დღის წინ თანამშრომელ ვაჟთან ერთად დაიკარგა.