ავტორი:

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მისი განმარტებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

"ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ პოლიკლინიკაში დაფიქსირდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ დროულად იდენტიფიცირდა და 17 ადამიანია საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი. საიდან დაინფიცირდა ქალი, ჯერჯერობთ უცნობია, ალბათ, ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაადგენს. კონტაქტში მყოფ ყველა პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათ შორის კლინიკის თანამშრომლებს და ყველას პასუხი უარყოფითია“,-განაცხადა ნიორაძემ.

მისი განმარტებით, „ევექსის“ კლინიკებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ამჯერად ეს პროცესი კიდევ უფრო გამკაცრებულ რეჟიმში ჩატარდა, რათა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი

ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა