ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია.
„გიდასტურებთ, რომ ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის 2 არასრულწლოვანია“, - განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხალხი დივერსიას აქვს ადგილი!
ამ თვეში უამარავი ეგრე შევარდა მქნანა ხალხში და განგებ ხოცავენ!
სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს და მერე დასხდნენ საჭესთან ნასვამები.