პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე
"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 23 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 6 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო ლენ­ჯე­რია, 11 პა­ცი­ენ­ტი არის უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი, 2 არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ორი­ვე მათ­გა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია, ერთი პა­ცი­ენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია, 3 პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით.

„გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი არის 17 და მათი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა გახ­და 1085. კვლავ 83% რჩე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლე­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის შე­ფარ­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 204 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში. 204 პა­ცი­ენ­ტში სიმ­ძი­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უც­ვლე­ლია. კვლავ კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მკურ­ნა­ლობს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა კო­ვი­დცენ­ტრში 7 პა­ცი­ენ­ტი, 17 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მედ რჩე­ბა, თუმ­ცა პროგ­რე­სი­რე­ბა არც ერთ მათ­გან­თან არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ჩვენს ცენ­ტრში გუ­შინ იყო 32 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მო­ჯან­მრთელ­და სამი, დაგ­ვე­მა­ტა 2. ეს ორი­ვე არის კონ­ტაქ­ტი ლენ­ჯე­რის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით არ არის მძი­მე, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. 3 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს კლი­ნი­კა­ში, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქია,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

სვა­ნეთ­სა და ყაზ­ბეგ­ში და ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია მარ­თვა­დია, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გა­ი­ცე­მა და ასე­ვე ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტ­ვა არ იგეგ­მე­ბა.

„დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გვაქვს 23 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. აქე­დან 6 არის ე.წ ლენ­ჯე­რის კლას­ტე­რი, 11 არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი და ეს ძი­რი­თა­დად შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ყაზ­ბეგ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბით. ასე­ვე 2 არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ორი­ვე მძღო­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 800- მდე ნი­მუ­შია აღე­ბუ­ლი მეს­ტი­ა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 350 ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

მეს­ტი­ა­ში ძი­რი­თა­დად ინ­ფექ­ცია ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ, ვინც ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მეს­ტი­ა­ში, იგ­რძნო საფრ­თხე და მი­მარ­თეს მე­დი­კო­სებს. 600-მდე ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა და სამს ჰქონ­და და­დე­ბი­თი. მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ობს, რომ ვინც ნამ­ყო­ფია სვა­ნეთ­ში ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ექ­ნე­ბა სიმპტო­მე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, დარ­ე­კონ 112- ზე და ჩა­ი­ტა­რონ კვლე­ვა. ასე­ვე, თუ არ აქვთ სიმპტო­მე­ბი მაგ­რამ აქვთ ინ­ტე­რე­სი, შე­უძ­ლი­ან მი­ვიდ­ნენ და ჩა­ი­ტა­რონ „პი­სი­არ“ კვლე­ვა.

ხაზს ვუს­ვამ, ეპიდსი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მარ­თვა­დია. ეს შემ­თხვე­ვე­ბი არ გახ­ლავთ ის შემ­თხვე­ვა, რომ პა­ნი­კას მი­ვე­ცეთ. არა­ვი­თა­რი ჩა­კეტ­ვა არ იქ­ნე­ბა ქა­ლა­ქე­ბის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ და­ვუბ­რუნ­დით ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კო­რო­ნა­ვირუ­სი ხვალ და ზეგ არ გაქ­რე­ბა. ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. დიდი თავ­შეყ­რე­ბი­სა­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ, თავი უნდა ავა­რი­დოთ დიდ ქორ­წი­ლებს, ქელე­ხებს და ასე შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზბატონი
9

Gaxsenit sazgvrebi ukarantinod shemogvishvit!!!!

pante
1

უღმერთოებო!! ერთხელ მაინც ახსენეთ ღმერთი!! არ დაბლოკო ადმინიხარ თუ ვინ ხარ !!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტი არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 3 პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი არის 17 და მათი საერთო რაოდენობა გახდა 1085. კვლავ 83% რჩება გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი და ამ დადასტურებულებისა და გამოჯანმრთელებულების შეფარდებით, დღევანდელი მონაცემებით, 204 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. 204 პაციენტში სიმძიმის მაჩვენებელი უცვლელია. კვლავ კრიტიკული მდგომარეობით მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდცენტრში 7 პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 32 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სამი, დაგვემატა 2. ეს ორივე არის კონტაქტი ლენჯერის დადასტურებულ შემთხვევებთან. მათი მდგომარეობა ჩატარებული კვლევებით არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. 3 მძიმე პაციენტი გვყავს კლინიკაში, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სვანეთსა და ყაზბეგში და ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია არ გაიცემა და ასევე ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. აქედან 6 არის ე.წ ლენჯერის კლასტერი, 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მძღოლია.

ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112- ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიმპტომები მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.

ხაზს ვუსვამ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. დიდი თავშეყრებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, თავი უნდა ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყდა

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ულამაზესი ქალიშვილი (ფოტო)